ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2026


თამარ...

თამარ, ღიმილი ისე გიხდება,
როგორც ბუნებას ჭიკჭიკი მერცხლის...
მწამს: ოცნებები ჩვენც აგვიხდება,
მწვავს სიყვარულის უშრეტი ცეცხლი...

და მაქვს სურვილი: მინდა ბაგეზე
ნაზად გემთხვიო კარგი მგოსანი,
პოეტის ბედი ჭადრაკს თამაშობს,
როგორც პირველი თანრიგოსანი.

თამარ, არა ვარ თუმცა თარაში,
მსურს შენი ბაგის დაგემოვნება...
სანამ მზეც მათბობს ამ ქვეყანაში,
მხიბლავს ჩვენი ცის გაცისკროვნება!


ოთარ რურუა

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები