 | ავტორი: ვასო ჟანრი: თარგმანი 9 მაისი, 2008 |
ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა მგზავრობა, ხიფათით აღსავსე; მიწყნარდა ღელვა და ჩაცხრა ქარიშხალი, გაუძლო ხომალდმა უამრავ განსაცდელს; ნაპირს მივაღწიეთ, მშვიდობით დავბრუნდით. უკვე ახლოსაა, მოჩანს ნავსადგური; ხედავ, ხალხი გველის, რეკავენ ზარები _ ჩვენი გამარჯვების ჯილდო, საზღაური; მაგრამ ო, ეგ გული! ეგ გული იცლება სისხლისგან, გემბანზე წითელი ლაქა მოჩანს. უკვე ვერაფერი ვეღარ შეიცვლება, ჩემი კაპიტანი სიკვდილმა შემობოჭა.
ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! წამოდექ, უსმინე, ზარი რომ გუგუნებს; შენ გეგებებიან, მაღლა რომ ისვრიან ფერადი ლენტებით მორთულ თაიგულებს; წამოდექ – ეს დროშა ხომ შენთვის ფრიალებს, შენთვის აჟღერებენ ბუკსა და ნაღარას, შენ გესალმებიან, არ გესმის ძახილი? იქნება ხანგრძლივმა მგზავრობამ დაგღალა? აქეთ, კაპიტანო! ო, მამავ ძვირფასო! ეს ჩემი ხელია შენი სასთუმალი. ალბათ, მესიზმრება, რომ ჩემს წინ, გემბანზე წევხარ სიკვდილისგან ცივი და მდუმარე.
ჩემი კაპიტანი პასუხს არ იძლევა, გაფითრდა ბაგე და თანდათან ცივდება, ვეღარ გრძნობს შეხებას, გული აღარ უძგერს, სული და სხეული ერთმანეთს სცილდება; ხომალდმა ნაპირას ჩაუშვა ღუზა და დგას გამარჯვებული, ასრულდა, რაც გვსურდა; მიზანს მივაღწიეთ. ხანგრძლივი, დამღლელი ეს მოგზაურობა დამთავრდა, დასრულდა; ჩაჰბერეთ საყვირებს, დარეკეთ ზარები! მე კი მწუხარების თრთოლვამ ამიტანა, გემბანზე ჩამოწვა სიკვდილის მდუმარება, წევს გაციებული ჩემი კაპიტანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. უოლტ უიტმენის ეს ლექსი ზვიად გამსახურდიამაც თარგმნა თავის დროზე... უოლტ უიტმენის ეს ლექსი ზვიად გამსახურდიამაც თარგმნა თავის დროზე...
10. ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! >> მკვდარი პოეტების საზოგადოებასთან გამიჩნდა პირველივე ასოციაცია. შესანიშნავი თარგმანია. ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! >> მკვდარი პოეტების საზოგადოებასთან გამიჩნდა პირველივე ასოციაცია. შესანიშნავი თარგმანია.
9. გულეურს მოკითხვა საჯაიასგან და აქვე - ბრავო, ძმაო! შენის ნებართვით ორიგინალსაც დავდებ აქ შედარებისთვის... შესანიშნავი თარგმანია, ზენკევიჩის მერე (მართალია რუსულად, მაგრამ მაინც) უიტმენი ასე არავის უთარგმნია!
O Captain! My Captain!
О Captain! my Captain! our fearful trip is done, The ship has weather'd every rack, the prize we sought is won, The port is near, the bells I hear, the people all exulting, While follow eyes the steady keel, the vessel grim and daring; But О heart! heart! heart! O the bleeding drops of red, Where on the deck my Captain lies, Fallen cold and dead.
О Captain! my Captain! rise up and hear the bells; Rise up-for you the flag is flung-for you the bugle trills, For you bouquets and ribbon'd wreaths-for you the shores a-crowding, For you they call, the swaying mass, their eager faces turning; Here Captain! dear father! This arm beneath your head! It is some dream that on the deck, You've fallen cold and dead.
My Captain does not answer, his lips are pale and still, My father does not feel my arm, he has no pulse nor will, The ship is anchor'd safe and sound, its voyage closed and done, From fearful trip the victor ship comes in with object won; Exult О shores, and ring О bells! But I with mournful tread, Walk the deck my Captain lies, Fallen cold and dead. გულეურს მოკითხვა საჯაიასგან და აქვე - ბრავო, ძმაო! შენის ნებართვით ორიგინალსაც დავდებ აქ შედარებისთვის... შესანიშნავი თარგმანია, ზენკევიჩის მერე (მართალია რუსულად, მაგრამ მაინც) უიტმენი ასე არავის უთარგმნია!
O Captain! My Captain!
О Captain! my Captain! our fearful trip is done, The ship has weather`d every rack, the prize we sought is won, The port is near, the bells I hear, the people all exulting, While follow eyes the steady keel, the vessel grim and daring; But О heart! heart! heart! O the bleeding drops of red, Where on the deck my Captain lies, Fallen cold and dead.
О Captain! my Captain! rise up and hear the bells; Rise up-for you the flag is flung-for you the bugle trills, For you bouquets and ribbon`d wreaths-for you the shores a-crowding, For you they call, the swaying mass, their eager faces turning; Here Captain! dear father! This arm beneath your head! It is some dream that on the deck, You`ve fallen cold and dead.
My Captain does not answer, his lips are pale and still, My father does not feel my arm, he has no pulse nor will, The ship is anchor`d safe and sound, its voyage closed and done, From fearful trip the victor ship comes in with object won; Exult О shores, and ring О bells! But I with mournful tread, Walk the deck my Captain lies, Fallen cold and dead.
7. ვასო, შე კაცო:) მიყვარხარ... ვასო, შე კაცო:) მიყვარხარ...
6. კარგია, მაგრამ... მართლაც, საბავშვოებთან ვერცერთი ვერ მოდის!!! 5 კარგია, მაგრამ... მართლაც, საბავშვოებთან ვერცერთი ვერ მოდის!!! 5
5. პირიმზე ვასოს საბავშვო ლექსებს ნურაფერს შეადარებ გთხოვ. პირიმზე ვასოს საბავშვო ლექსებს ნურაფერს შეადარებ გთხოვ.
4. საბავშვო ლექსებივით ძალიან გამართულია და სადღეისოდ კარგად შერჩეული. საბავშვო ლექსებივით ძალიან გამართულია და სადღეისოდ კარგად შერჩეული.
1. ძალიან კარგი ნაწარმოები შეგირჩევია და კარგად გითარგმნია,ვასო. იმ დღის შეხვედრაზე გული დამწყდა, რო აქ ყოფილხარ და რატო არ დარეკე ჩემ ნომერზე? ირმას დაუჯდა ტელეფონი. ძალიან კარგი ნაწარმოები შეგირჩევია და კარგად გითარგმნია,ვასო. იმ დღის შეხვედრაზე გული დამწყდა, რო აქ ყოფილხარ და რატო არ დარეკე ჩემ ნომერზე? ირმას დაუჯდა ტელეფონი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|