ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოგუსი1
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2009


ახალი სიმღერა სამშობლოზე

ყველა ქართველის გულშია, ჩაძირული მზე,
ვაზის ცრემლებით პირსა ვბან, რომ არ განელდეს,
ვგრძნობ წინაპართა სულებმა იწყეს ღელვა და
ცოლო კალათში ჩამიდე ხემსით ხელადა.
ჩვენს გულში, სულ მუდამ ცხელა, ცეცხლის ალია,
გული რომ იწვება ნელა, შენი ბრალია.
რამდენ ქართველსაც შეხვდები, ხვდები რომ ხედავ მზეს,
ჩვენთან ღვთაებრივ სუფრაზე, ლოცვას მოისმენ ბევრს,
თამადა როგორც უფალი, გვლოცავს ქველადა,
ჩვენს წინაპრებს რომ აუვსოს ღვინით ხელადა.
ამ გულში, სულ მუდამ ცხელა, ცეცხლის ალია,
გული რომ იწვება ნელა, შენი ბრალია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები