ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სურამელი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2009


სახტად შევყურებ სიგარეტიან,
საკვამურივით მბოლავ ლამაზებს...
ანგელოზებად დაგვბადებიან
გული ცეცხლს ისვრის, თვალი ალმასებს.
რად იხრჩობიან ანგელოზები
და კუპრის კვამლით იმოსებიან.
ვის სად ჩაჩეხავს ვისი ცოდვები,
ან ვის სახეზე ილოცებიან?
ეკლესიაში ხროვად დადიან,
ხატებს კოცნიან,სანთლებს ანთებენ..
კუთხიდან ვესვრი მზერას დარდიანს,
ლამაზებს...სულს თუ გამინათებენ?!
მე სულ სხვა დარდი შემომეჩვია,
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნის ეულ შვილს
და გავაყოლებ მზერას ეჭვიანს,
ლამაზ ყმაწვილებს, როკ-ვნებით შეშლილს.
ქურდობას ცოდვად არვინ მიიჩნევს,
ქურდი გლეხკაცზე უკეთესია,
მრუში რომ მკერდზე ჯილდოს მიიბნევს,
რა გიკვირთ? ვიმკით რაც გვითესია!
ბრძენი არ გვინდა,აღარც სწავლული,
დღეს პოეზია რის მაქნისია?
არც გლეხი გვინდა მიწას ჩაწნული,
ქრისტიანობას ვიღებთ ნისიად.
ქვეყნის გაყიდვა,ქვეყნის დაქცევა,
ხალხის გაქცევა არვის ადარდებს,
დღეს გამარჯვება ჰქვია წაქცევას!
და ეს სიგიჟე ყველას გადაგვდეს.
ბოზებს ვუწოდეთ ანგელოზები,
ბეგარას ვუხდით უტვინო ქურდებს,
მშვიდობით გვსრესენ ბარბაროსები,
ჩვენ კი, ღიმილით, ყველას თავს ვუქნევთ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები