ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2009


მშვიდობით

ფარდებს გამოაბით შავი ყელსახვევი,
ფართოდ გამოაღეთ რკინის ჯალათები
უხმოდ დამიტირეთ ძველი სიყვარული,
საათებს უბრძანეთ შეწყვიტონ სიარული.

ფიალებს ჩამოართვით გრძელი სადღეგრძელო
სიტყვა შეაშველეთ მოხუც მემანქანეს.
წვიმაც შეაჩერეთ და თან შემახსენეთ:
სიცოცხლის ბოლოს ღმერთი ვადღეგრძელო.

წაშალეთ გამომხმარი სიცოცხლის ბილიკები,
ოცნებებს დაუწვით ბილწი ქაღალდები.
ფიქრებს გაუხსენით უბიწო დარაბები
დახურეთ, ჩარაზეთ რკინის ჯალათები!

გლოვის საათია! ვგლოვობ წარსულ ფიქრებს.
ზამთრის ცივ ღამეში ვეძებ შემოდგომას
სევდით მოფერმკრთალო ნაჩვევ მოგონებებს
ღიმილით ვამკობ  და შენსკენ მოვასვენებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს