ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2009


ნუშისთვალება...

ნუშისთვალება,
      თვალებბრიალა
ლამაზი გოგო-
          კაეშნიანმი
მოკრძალებით
            მოგეფერება....
სულით
            ფაქიზი-ნაზი,
წყლიანი-ნარნარი
                      გოგო
ღიმილიანი
        წრფელი თვალებით
                    მოგეფერება.....
ღმერთო, მიეცი
                  მშვენიერ გოგოს
შვილნი ძლიერნი!
              ღმერთო, უსმინე
ღაღადისი მისეულ
                        ფიქრებს!
დაიფარე და გააძლიერე
                    ლამაზი გოგო!

                            .................

წითელგულა ჩიტუნია-
      ერთიც შეიფრთქიალე!
გაუღიმე სათნოებას-
        კაბაც გაუფრიალე!
არასოდეს მოიწყინო-
        შავთვალება ფერიავ!
შენი ნაზი ღიმის
            მსხვერპლი
არ გამხადო, "მერიამ"
მტერსაც სუნთქვა
                  შეეკვრება-
თუ შენ ძლიერ იწუხებ!
  შენ ცრემლები  არ გიხდება-
                მორიდებით იცეკვე!
თვალხატულავ,
          -მთების  სუნთქვა
ვარდის სურნელს ადარე!
      საქართველოს სიყვარული-
სიამაყით ატარე!
.......

ქარიშხალი ჩადგა,
იკლო ცრემლთა ცვენამ.
შენ მიხსენი, ჩემო!
და დამლოცა ზენამ!
შენ-სიკეთის ბურჯო!-
გადამრჩენო სულის-
იქნებ მეც მასწავლო-
გამიხარო გული!
შენ-ღვთის მშობლის ძეო-
სიძულვილი გიმძიმს!
შენ მახარებ მზეო!
-სახეც ხომ გიცინის!
მათრობს ჩუმი მზერა,
გულის სიმიც ხარობს.
საითბო-გულის სითბო
მოფერებას ჩქარობს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები