ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2009


ბოროტება-ბოროტთემა

ბოროტება-ბოროტთემა-
        ბოღმა-დიდი დაგახრჩობს!
ძირს რად მითხრი?
        -შენ გგონია საძაგელნი-
საქმე შენნი მდარაჯობს?
          სხვის ორმოს მთხრელს-
თვით მოგიწევს-
        ჩასვენება შიგ კრძალვით!
იქნებ მიხვდე-
        ინანიო - დაიჩოქო კანკალით!
იქნებ მიხვდე -
        რად ჩადიხარ შავ საქმეს.
ღმერთი ნაბიჯს გიკონტროლებს,
        მოგიწოდებს, გახსენებს:
-ღვთის შვილი ხარ
        -ეშმაკს სულით ენდობი?
ვერა ხედავ?
        -კისერს გიგრეხს, გაბრმავებს,
მუნჯსაც გაგხდის-ერთობით.
        გაგალოთებს, გაგაშმაგებს-
მის საუბარს ეყრდნობი?!
მე კი მტერო!-
        ღმერთი მფარავს-
ვერ დამაკლებ ვერაფერს!
              დაინახე!
            შეიგრძენი!-
შენი სულის მიტევება
          სიშორეში ვეღარ ფრენს!
ნაზად ვიწვი, ვიფერფლები
          სინამდვილის ჭაობზე.
იქნებ კიდეც გადავცურო
          "ორაგულით"  ჭოროხზე!
იქნებ მიხვდე- რატომ ლაყბობ!
          იქნებ მიხვდე-მიჰქარავ!
ვერ დააკლებ, ვერ გათელავ
          ჩემს ღირსებას "ვირთავავ!"
სიკეთისთვის მაშვრალი ვარ
      -მტერსაც გობით შევხვდები-
ღმერთი  ხედავს ნაავკაცარს!
          გიჯობს- თუ შეჩერდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები