 | ავტორი: kanario ჟანრი: პროზა 14 აპრილი, 2009 |
- რა ჩუმი საღამოა, არა? წყნარი, რაღაცნაირი, უმელოდიოდ მელოდიური... სიმშვიდე რომ გსიამოვნებს, მაგრამ ცოტა ხანში გბეზრდება... რაღაც სხვა გინდა, უფრო სასიამოვნო, თბილი, კეთილი... სულ შენთან რომ იყოს. აი, ახლაც... ვის ვწერ ამას? არავის... ვიღაც გამოგონილს, რომელიც არასდროს არსებობდა და არც იარსებებს... ან ვინ იცის? მაინც მაქვს იმედი, უიმედო იმედი. ღია ვარდისფერ კედლებსაც უჩნდებათ ბზარები ხანდახან, მერე მისი ამოვსება ეზარებათ ხშირად და რჩება ისევ ისე... არ მინდა ცხოვრება გაბზარულ კედლებში. არც კარგად შეკეთებულში, ათასფრად შეღებილში, მაგრამ უკარებოში. მაღალი კედლები კარების გარეშე, შენ კი შიგნით. არასდროს იცხოვრო დღევანდელით, იფიქრე ხვალეზეც! დღეს შეიძლება ისწავლო რაღაც, ყველამ ისწავლოს... ვიღაცამ მანქანის ტარება... ხვალ კი მოვარდეს იმ თავისი მანქანით და გაგიტანოს, მერე აღარაფრად გინდა შენი ნასწავლი, არც იმას მანქანის ტარება... უნდა გაიქცეს, გაექცეს ყველას, რომ არ მოხვდეს გაბზარულ, ჩაკეტილ კედლებში. უნდა გაიქცეს მთვარეზე და იაროს უკან-უკან, რომ წაშალოს ნაფეხურები. მთვარეზე ვერ მიაგნებენ, მაგრამ დაინახავენ კვალს... ჩუმი საღამოა, უმელოდიოდ მელოდიური... მთვარიანი საღამო. ციცინათელების ქვეყნიდან რამდენიმე გამოპარულა. ისინი ნაფეხურებს არ ტოვებენ, სამაგიეროდ ანათებენ... მთვარეზე ვიღაცამ გადაირბინა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ოჰოოოოოო მომწონს ეგ მოლოდინი ოჰოოოოოო მომწონს ეგ მოლოდინი
6. რაღაც სხვა გინდა, უფრო სასიამოვნო, თბილი, კეთილი... სულ შენთან რომ იყოს555 რაღაც სხვა გინდა, უფრო სასიამოვნო, თბილი, კეთილი... სულ შენთან რომ იყოს555
5. ჩუმი საღამოა, უმელოდიოდ მელოდიური... მთვარიანი საღამო. ციცინათელების ქვეყნიდან რამდენიმე გამოპარულა. ისინი ნაფეხურებს არ ტოვებენ, სამაგიეროდ ანათებენ... მთვარეზე ვიღაცამ გადაირბინა...
საინტერესოა ... 555555 ჩუმი საღამოა, უმელოდიოდ მელოდიური... მთვარიანი საღამო. ციცინათელების ქვეყნიდან რამდენიმე გამოპარულა. ისინი ნაფეხურებს არ ტოვებენ, სამაგიეროდ ანათებენ... მთვარეზე ვიღაცამ გადაირბინა...
საინტერესოა ... 555555
4. :) მოგიკითხე ............
ნაწერს 5
:) მოგიკითხე ............
ნაწერს 5
3. მთვარეზე ამერიკამ დატოვა თავისი ნაფეხურები და შეიძლება აერიოთ :) მარსზე გაიქცეს იქ ჯერ არავინ ყოფილა (მე ასე მგონია) :) მთვარეზე ამერიკამ დატოვა თავისი ნაფეხურები და შეიძლება აერიოთ :) მარსზე გაიქცეს იქ ჯერ არავინ ყოფილა (მე ასე მგონია) :)
2. უკარებო, ათასფრად გადაღებილი ოთახი და შიგ შეენ... არაააა არასდროს ....:) უკარებო, ათასფრად გადაღებილი ოთახი და შიგ შეენ... არაააა არასდროს ....:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|