| ავტორი: spirit ჟანრი: პოეზია 15 აპრილი, 2009 |
მზე არ მოვა ვიცი დიდხანს, ჯერ ხომ ისევ ბინდია ეხლა გეტყვი იმას, რაც ჯერ, სხვისთვის არ გამინდვია: მახსოვს ბინდი ამნაირი, ტკბილ ბაგეზე მთევარი, მოყოლილი შვიდი წყევლა და ბოლომდე მდევარი, მარტოსული მოხუცის ქოხს, როგორ აჩნდნენ ცრემლები ქოხის კარზე უპატრონოდ მიგდებული ცელები. მახსოვს დედის ცრემლიც მახსოვს, უმძიმესი იებით, გატენილი რევოლვერი ულმობელი ტყვიებით. მახსოვს სისხლიც და ღიმილიც, განა დამვიწყებია? მახსოვს კოცნაც მახსოვს ხვევნაც, კიდეც არ დამკლებია. მზე არ მოვა ვიცი კიდევ, ჯერ ხომ ისევ ღამეა, მოგონება ტვინისათვის საოცარი რამეა. მახსოვს მტერთა სახე შიშით როგორ გაფითრებულა და რამდენი ქალის მკერდი ჩემს წინ გაშიშვლებულა, რამდენჯერაც სიკვდილისთვის თვალში ჩამიხედია, დავცემულვარ, კვლავ ავმდგარვარ – წინსვლა გამიბედია. ამხდენია ოცნებები, ზოგიც არ ამხდენია და რამდენი ლამაზისთვის ცრემლი დამიდენია, წარსულ დროთა აჩრდილები ბევრჯერ დამინახია, და უსისხლო მომავალი მიზნად დამისახია, მაგრამ ღირდა? თუ არ ღირდა? საოცნებო მხარეში, მისვლა მძიმე იარებით ცხელი გულის არეში. აჰა მოდის კვლავ იგი მზეც და ნელ – ნელა თენდება, მაგრამ ნეტავ მისი სახე ისევ გამახსენდება?
1999წ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ლექსი არ მომეწონა და კიდევ - ყურადღება მიაქციეთ სათაურებს. ლექსი არ მომეწონა და კიდევ - ყურადღება მიაქციეთ სათაურებს.
7. ეს რომელ ჟანრს მიეკუთვნება :-? ეს რომელ ჟანრს მიეკუთვნება :-?
5. წინა ლექსის შემდეგ მგონი მეტი პოტენციალი გაქვს. ამ ლექსს გიწუნებ რიტმის გამო და ისედაც მე არ მომეწონა. ჰოდა, ვნახოთ შემდეგი. :) წინა ლექსის შემდეგ მგონი მეტი პოტენციალი გაქვს. ამ ლექსს გიწუნებ რიტმის გამო და ისედაც მე არ მომეწონა. ჰოდა, ვნახოთ შემდეგი. :)
2. ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე კი მართლაც კარგი ლექსია!!! ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე კი მართლაც კარგი ლექსია!!!
1. მგონი არაუშავს ხო? :) მგონი არაუშავს ხო? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|