| ავტორი: სურამელი ჟანრი: პოეზია 17 აპრილი, 2009 |
ჯერ კიდევ გახარებს მაისი ასფერი, ვერ ამჩნევ ივნისის მოსვლას. ივნისი მთვარის სხივს არეკლავს ცელზე და მაისის ყვავილებს მოკლავს. ყვავილთა სიცოცხლე, ვითომც არაფერი, სულ არ ედარდება მცელავს, შენთვის,მშვენიერო,მცელავი დროა და ჯერ ისევ ათასფრად ელავს... ყვავილიც ცოცხლობდა,ხარობდა,დარდობდა და არც სილამაზე აკლდა... ხმას არვის არ სცემდა,ძალით კი ავსებდა, უცხო სიამაყე ახლდა, ცელმა მოპირულმა,დაფიქრდი,მოცელა... სისხლი შეიწოვა მიწამ, ყვავილის ადგილი,დრო რომ შეიცვალა უმალ დაიკავა ღიჭამ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. 2+ momewona :))) 2+ momewona :)))
10. პირველი სტროფი მომეწონა, ვფიქრობ უკეთ შეგეძლო გაგეგრძელებინა 4 პირველი სტროფი მომეწონა, ვფიქრობ უკეთ შეგეძლო გაგეგრძელებინა 4
9. რიტმი არ ირღვევა, რითმა სუსტია. წარმატებები, სურამელო! რიტმი არ ირღვევა, რითმა სუსტია. წარმატებები, სურამელო!
7. ყოველი ჩერეზ სტრიქონი ერთმანეთს ერითმება.
4 მაგის ხატრით:) მთლიან ლექსად რა გითხრა აბა... ყოველი ჩერეზ სტრიქონი ერთმანეთს ერითმება.
4 მაგის ხატრით:) მთლიან ლექსად რა გითხრა აბა...
6. მეგობრებო, აბა გახედეთ მინდორში გვირილებსა და ყაყაჩოებს, ისინი, ერთი შეხედვით, თითქოს ძალან მარტივები და უბრალოები არიან, მაგრამ რამდენი სილამაზე და შინაარსია მათში!..
ვუსურვოთ სურამელს ფეხბედნიერი ყოფილიყოს მისი შემოსვლა საიტზე! მეგობრებო, აბა გახედეთ მინდორში გვირილებსა და ყაყაჩოებს, ისინი, ერთი შეხედვით, თითქოს ძალან მარტივები და უბრალოები არიან, მაგრამ რამდენი სილამაზე და შინაარსია მათში!..
ვუსურვოთ სურამელს ფეხბედნიერი ყოფილიყოს მისი შემოსვლა საიტზე!
3. კრიტიკით მხოლოდ და მხოლოდ წერის სურვილს ვუკარგავთ გიო სხვებს :) წერე სურამელო,დარწმუნებული ვარ უკედაც გამოგივა :) კრიტიკით მხოლოდ და მხოლოდ წერის სურვილს ვუკარგავთ გიო სხვებს :) წერე სურამელო,დარწმუნებული ვარ უკედაც გამოგივა :)
2. არ მომეწონა,სწორედ იმიტომ, რომ უბრალოა:) არ მომეწონა,სწორედ იმიტომ, რომ უბრალოა:)
1. შენთვის,მშვენიერო,მცელავი დროა და ჯერ ისევ ათასფრად ელავს... მე მომეწონა :) სადაა და უბრალო :) შენთვის,მშვენიერო,მცელავი დროა და ჯერ ისევ ათასფრად ელავს... მე მომეწონა :) სადაა და უბრალო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|