ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2009


თვითდაჯერება...

თავს თუ დააჯერებ-
მწარედ მოტყუვდები...
ცრემლიც დაგისველებს თვალს...
ღმერთს ნუ გაუწყრები!
და ნუ აღელდები!
და ნუ მოატყუებ სხვას!
ყველამ იზეიმოს-
შენ რა გენაღვლება?
რატომ გაიწამებ თავს?!
მარად მომღიმარმა-
არა დარდიანმა
ლაღად გაუცინე ხატს!
ალბათ დაიღლები-
ნიღაბს მოიცილებ!...
და აღარ მოითხოვ ქრთამს...
მაშინ  დაინახავ....
ისევ  იოცნენებ...
ისევ გააოცებ ბრმას...
- მაშინ ატირდები..
და თუ  დაიყვირებ...
აღარ დაიტყვევებ თავს!
მაგრამ დაკარგულზე
ნუღარ დაინაღვლებ-
ვეღარ შეაერთებ ბზარს!
დიდი მსახიობი
თეატრის სცენაზე
სახელს, დიდებას ფქვავს!
ღმერთის სათნოება-
რატომღაც მგონია-
ცოდვის ფრთილასაც რთავს...
კარგად დაუფიქრდი,
როცა ატირდები..
როცა აატირებ სხვას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები