 | ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 27 აპრილი, 2009 |
გამარჯობა, ურაკპარაკო! წელიწადზე მეტია, რაც მე და შენ ერთანეთს ვიცნობთ და საკმაოდ ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად. ვუზიარებდით ერთმანეთს განცდებს, ტკივილებს, სიხარულებს. ჩვენ მეგობრები ვართ. ბევრს იქნებ გაეცინოს კიდეც ამ სიტყვებზე, მაგრამ მერე შეიძლება აქ გატარებული უძილო ღამეებიც გაიხსენონ და ის სიამოვნებაც, შენს გარემოში გაცნობილი ნიჭიერი ავტორების შემოქმედება რასაც გვანიჭებს-ხოლმე. გულისტკენაც ბევრი მახსოვს აქ, გაუგებრობებიც არასდროს აკლდა ქაურობას, მაგრამ იდეალური განა რა არის ქვეყნად, შენ რომ იყო?! ჰო, კიდევ იყო ომი. ომი, რომლის საშინელება ჯერ კიდევ ბოლომდე გაუცნობიერებელია საზოგადოებში. აგვისტოს პეროდში ჩემს იმერეთში ვიყავი და ყველაფერთან ერთად, იმაზეც ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა საკუთარი სახლის, ახლობლების, შენს ნახვას... ომმა მომანატრა აქაური მეგობრებიც, რომლებთანაც შენთან მეგობრობამ დამაახლოვა. სხვათაშორის, ერთმა მათგანმა, უნიჭიერესმა პოეტმა, ორიოდე დღის წინ, ამ თემაზე კამათის დროს შთამაგონა მსგავსი წერილის იდეა. შენ კარგად იცი, რომ ლექსი საუკეთესო რამაა, რისი წერაც შემიძლია და ახლაც ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პოეზიას ვღალატობ ჩემი ''პროზაული სათქმელით''. თუმცა, არა იმიტომ, რომ ემოცია ან რითმა დამელია... რამდენჯერმე მქონდა ცხოვრებაში ისეთი საშინელი პერიოდი, როცა ვეღარაფერს ვწერდი. ბოლოს ომის დროს ვიყავი ასე. ''როდესაც დუმილიც ღალატია'' დავარქვი პატარა ლექსს, სადაც, მე, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა შვილმა, საქართველოს ჩემი უსუსურობის გამო მოვუბოდიშე. ხვალ მიტევების დღეაო უწმინდესმა და კიდევ ერთხელ დავწერდი, ალბათ, იგივეს. თუმცა, არც ახლა მექნებოდა იმის განცდა, რომ ყველა მიხვდებოდა, სამშობლოს თემაზე რომაა ეს ლექსი. მაშინაც მომიწონეს მეგობრებმა, ზოგმა _ ნაკლებად, მაგრამ დამრჩა შეგრძნება, რომ უმეტესობამ ვერ გაითავისა ის სულწრფელი ფრაზები. პოლიტიკა ხელოვანის საქმე არააო, მიკვირს რომ ამბობენ. ან რომელ პოლიტიკაზეა საუბარი, როცა საქართველოს სინდისი ბინძურ ხელებშია მომწყვდეული და სულს ღაფავს... მე, უბრალოდ, აღარ მინდა გლეხს ვაზი გაუჩეხონ... ახლა, ჩემი აკანკალებული თითებით და ტვინის უჯრედებით ამ წერილს რომ გწერ, ეზოში გულსაკლავი ხმა ისმის, დედაქალაქის მშვენებას ანადგურებენ, ძირშივე ჭრიან ამაყად მდგომ ჭადრებს და ალვებს, არაერთი პოეტის შთაგონების წყარო რომ ყოფილან. ახალშეფოთლილი ტოტები მიყოლებით ენარცხებიან ძირს და მესმის, როგორ კვნესის მიწა მათი ცოდვით. ხალხისთვის არცერთი მთავრობა არააო, უყვართ-ხოლმე მავანთ და გონივრული ნათქვამიცაა. თუმცა, მეტ-ნაკლები სიკეთის და სიბოროტის გარჩევა მინდა შეგვეძლოს, რათა ასე მწარედ აღარ შევცდეთ. ვიცი, არც შენ გინდა, რომ გაურკვეველი მიზნებით წამოწყებულ ომში იხოცებოდნენ ვაჟკაცი ქართველები და არც რომელიმე მაღალჩინოსნის პირადი ინტერესების გამო... რუსთაველის პროსპექტი დაანაგვიანა ხალხის საპროტესტო გამოსვლებმაო. ეს ნაგავი უფრო გვტკივა, მეგობარო, თუ ამ პროსპექტზე სეირნობისას, ყოველ 2-3 ნაბიჯში რომ ხელგამოწვდილ ადამიანებს ვხვდებით?! მე მრცხვენია მათი, არა იმიტომ, რომ ხურდა ფული არ მაქვს სამადლოდ... შემეძლო მომენდომებინა და უფრო დახვეწილად გამეცნო ერთი ამოსუნთქვით ნათქვამი, მაგრამ არ მინდა შეგაწყინო თავი. ალბათ, ძალიან არაპოეტურად და დამღლელადაც კი ვსაუბრობ. აქვე, ჩემივე ლექსიდან(''მტკივა'') ფინალური სტროფი გამახსენდა უცებ და გავიმეორებ:
ბოლო აღარ უჩანს, მგონი, გაუსაძლის დუმილს, და დღეს ყველა ნერვი ყელში მობჯენილა ერთად, ეს სულ რამდენიმე სიტყვა, ერთ ამოთქმად, თუ ღირს, ჩემი საქართველოს სუნთქვას შეაშველე, ღმერთო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
93. იმ დროს თუ კიდევ ვინმე ვერ ხვდებოდა, თუ ვისთან გვქონდა საქმე, ახლა, როცა ნაცობა თვითონ ნაცებსაც "უტყდებათ" ხომ ყველაფერი ნათელია. შენ კი კოსმონავტი ყოფილხარ, მაგ დროს რომ ამეებს წერდი :))) მოგიკითხე, თეა! იმ დროს თუ კიდევ ვინმე ვერ ხვდებოდა, თუ ვისთან გვქონდა საქმე, ახლა, როცა ნაცობა თვითონ ნაცებსაც "უტყდებათ" ხომ ყველაფერი ნათელია. შენ კი კოსმონავტი ყოფილხარ, მაგ დროს რომ ამეებს წერდი :))) მოგიკითხე, თეა!
91. ................................................................................................. .................................................................................................
90. დიდი მადლობა, გიორგი. სასიამოვნოა:)
დიდი მადლობა, გიორგი. სასიამოვნოა:)
89. ნამდვილად არ საუბრობ დამღლელად, პირიქით:)ურაპარაკი მართლა საუკეთესო მეგობარი გახდა ბოლო რამდენიმე თვეა შეიძლება ითქვას ერთადერთიც კი:)მომეწონა შენი შემოქმედება,თან საკმაოზე მეტად:)წარმატებები ნამდვილად არ საუბრობ დამღლელად, პირიქით:)ურაპარაკი მართლა საუკეთესო მეგობარი გახდა ბოლო რამდენიმე თვეა შეიძლება ითქვას ერთადერთიც კი:)მომეწონა შენი შემოქმედება,თან საკმაოზე მეტად:)წარმატებები
88. გულმხურვალე და პატიოსანი სიტყვა! +2 გულმხურვალე და პატიოსანი სიტყვა! +2
87. 5555555555555 5555555555555
86. "სუნთქვა დავუკოცნოთ საქართველოს!..." :* "სუნთქვა დავუკოცნოთ საქართველოს!..." :*
85. გაიხარეთ, ბატონო იმედო! მეც ზუსტად მაგას ვამბობ... გმადლობთ! გაიხარეთ, ბატონო იმედო! მეც ზუსტად მაგას ვამბობ... გმადლობთ!
84. ,, პოლიტიკაში არ ვერევიო'' - რამდენი ნიჰილისტიც და ობივატელიც ვითომ ამაყობს ამით, იმდენით ნაკლები მოქალაქეა საქართველოში! ერთმა რუსმა პოეტმა ასეგამოხატა დაახლოებით იგივე აზრი: ყველა, ვინც აზროვნებს - ხალხია, დანარჩენი - მოსახლეობა!.. საქართველოს ,,მოსახლეობის ქვეყნად'' გადაქცევა უნდათ, ხალხო! დავრჩით თუ არა კიდევ ხალხი?!. თუ ყველანი მოსახლეობად გადავიქეცით?!.
პოლიტიკაში ყოფნა პოლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლას ნიშნავს, სამშობლო-ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლა კი ერისა და მამულის შვილობას და მის წინაშე ვალის მოხდისთვის თავის გასაწირად მზადყოფნას!
ჩემო თეაკო! ჩემო მესამე და სულიერო ქალიშვილო!.. - ვამაყობ შენით და შენისთანებით! ღმერთო უმრავლე საქართველოს გონიერი და ერთგული შვილები, თორემ ამ ქვეყანაში მალე მრევლი აღარ დაგრჩება!!! ,, პოლიტიკაში არ ვერევიო`` - რამდენი ნიჰილისტიც და ობივატელიც ვითომ ამაყობს ამით, იმდენით ნაკლები მოქალაქეა საქართველოში! ერთმა რუსმა პოეტმა ასეგამოხატა დაახლოებით იგივე აზრი: ყველა, ვინც აზროვნებს - ხალხია, დანარჩენი - მოსახლეობა!.. საქართველოს ,,მოსახლეობის ქვეყნად`` გადაქცევა უნდათ, ხალხო! დავრჩით თუ არა კიდევ ხალხი?!. თუ ყველანი მოსახლეობად გადავიქეცით?!.
პოლიტიკაში ყოფნა პოლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლას ნიშნავს, სამშობლო-ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლა კი ერისა და მამულის შვილობას და მის წინაშე ვალის მოხდისთვის თავის გასაწირად მზადყოფნას!
ჩემო თეაკო! ჩემო მესამე და სულიერო ქალიშვილო!.. - ვამაყობ შენით და შენისთანებით! ღმერთო უმრავლე საქართველოს გონიერი და ერთგული შვილები, თორემ ამ ქვეყანაში მალე მრევლი აღარ დაგრჩება!!!
83. მაგარი. სიმართლეა ყველაფერი. მაგარი. სიმართლეა ყველაფერი.
81. გაიხარეთ, ლევან! მეც გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს! წმინდა გიორგიმ დაიფაროს სრულიად საქართველო... გაიხარეთ, ლევან! მეც გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს! წმინდა გიორგიმ დაიფაროს სრულიად საქართველო...
80. 55555555555555 გიორგობას გილოცავ წმინდა გიორგი იყოს შენი და მთელი საქართველოს მფარველი 55555555555555 გიორგობას გილოცავ წმინდა გიორგი იყოს შენი და მთელი საქართველოს მფარველი
78. გაიხარე, ბექავ. მახსოვს, ამ წერილის იდეას რომ ჩაუყარე საფუძველი, შენი ოდნავ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, და ყვითელ ავტობუსში გამართული დისკუსიებიც, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხამურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან:)) გაიხარე, ბექავ. მახსოვს, ამ წერილის იდეას რომ ჩაუყარე საფუძველი, შენი ოდნავ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, და ყვითელ ავტობუსში გამართული დისკუსიებიც, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხამურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან:))
77. მაგარი პოეტი და გულიანი გოგო ხარ თეავ..:)
მიხარია,რომ გიცნობ:)
პ.ს.თან ჩვენი კამათი გამახსენდა ავტობუსში.:)) მაგარი პოეტი და გულიანი გოგო ხარ თეავ..:)
მიხარია,რომ გიცნობ:)
პ.ს.თან ჩვენი კამათი გამახსენდა ავტობუსში.:))
76. ქალბატონო ნინო, ყველაფერთან ერთად, სამწუხარო ისაა, რომ საზოგადოების ნაწილს არც ახლა სჯერა სტურუასი და სხვა ჭკვიანი ადამიანების. პოლიტიკოსებზე არ მაქვს საუბარი, ხელოვან ხალხზე ვამბობ, ოღონდ არა ''ინდაურისტებზე'', რა თქმა უნდა. ქალბატონო ნინო, ყველაფერთან ერთად, სამწუხარო ისაა, რომ საზოგადოების ნაწილს არც ახლა სჯერა სტურუასი და სხვა ჭკვიანი ადამიანების. პოლიტიკოსებზე არ მაქვს საუბარი, ხელოვან ხალხზე ვამბობ, ოღონდ არა ``ინდაურისტებზე``, რა თქმა უნდა.
74. ჩვენი ბრალია ყველაფერი!!!...გახსოვთ პირველი პიარი -პრეზიდენტის ?!ჭიაბერიშვილი ჩვენი ძვირფასი ქალაქის მერის დააჯილდოვა საათით,ხელიდან მოიხსნა და მიართვა ,სატელივიზიო სპეკტაკლი ,რომ დაგვიდგეს"ჩაშვებისთვის"-ჯილდო.გამოუძ იებელ ფაქტზე...მაშინ გადავიერე,იმ დღესვე ჩამწყდა გულში დემოკრატია,მაშინვე რომ ხმა ამოგვეღო.................................................................................................................... მაშინ -მოჯდებოდა თავის ადგილზე...არა და ზის და რის უფლებასაც აძლევენ ,ბავშვს იმით თამაშობს -ჩვენი პატარა მიშიკო... არადა მგლების ხროვა შესევია ამ ჩვენ ბედკრულ - საკართველოს,გარედან თუ შიგნიდან ოპოზიციში თუ პოზიციაში "კავკასიურ ცარცის წრე"-სანატრელი გაგვხდომია ...ვინ გაუშვებს ხელს და ვინ გაგლეჯს,გაიგე ვინ რომელმა მგელმა გამოისხა ფრთები.. არა და რაკარგად დაგვიდგა ეს ყველაფერი მსოფლიოს უდიდესმა რეჟისორმა- დიდმა მაესტრომ და ამ წლების განმავლობაში გვახსენებდა . ამიტომ ბატონი რობერტ სტურუა, რამის სამშობლოს მტრად გამოაცხადეს..აი როდის უნდა ამოგვეღო ხმა ... 37 წელში ვცხოვრობთ თითქოს -სისხლის და შიშის სუნნს ვერ გრძნობთ ?! ...... ასე ცხოვრება არ შეიძლება.ერთი კი ნამდვილად მჯერავს ,რომ დიდი გამოცდილება მივიღეთ და არამგონია მომავალში საზოგადოებამ კიდევ ვინმეს აპატიოს რამე... და ვინც მოვა ტაში დავუკრათ იმაზე კი არა რომ მოვიდა,იმაზე რომ წავა და დამსახურე ბის მიხედვით დავუკრათ თავი და მადლობა ვუთხრათ.....ღმერთი გვფარავდეს!!! ჩვენი ბრალია ყველაფერი!!!...გახსოვთ პირველი პიარი -პრეზიდენტის ?!ჭიაბერიშვილი ჩვენი ძვირფასი ქალაქის მერის დააჯილდოვა საათით,ხელიდან მოიხსნა და მიართვა ,სატელივიზიო სპეკტაკლი ,რომ დაგვიდგეს"ჩაშვებისთვის"-ჯილდო.გამოუძ იებელ ფაქტზე...მაშინ გადავიერე,იმ დღესვე ჩამწყდა გულში დემოკრატია,მაშინვე რომ ხმა ამოგვეღო.................................................................................................................... მაშინ -მოჯდებოდა თავის ადგილზე...არა და ზის და რის უფლებასაც აძლევენ ,ბავშვს იმით თამაშობს -ჩვენი პატარა მიშიკო... არადა მგლების ხროვა შესევია ამ ჩვენ ბედკრულ - საკართველოს,გარედან თუ შიგნიდან ოპოზიციში თუ პოზიციაში "კავკასიურ ცარცის წრე"-სანატრელი გაგვხდომია ...ვინ გაუშვებს ხელს და ვინ გაგლეჯს,გაიგე ვინ რომელმა მგელმა გამოისხა ფრთები.. არა და რაკარგად დაგვიდგა ეს ყველაფერი მსოფლიოს უდიდესმა რეჟისორმა- დიდმა მაესტრომ და ამ წლების განმავლობაში გვახსენებდა . ამიტომ ბატონი რობერტ სტურუა, რამის სამშობლოს მტრად გამოაცხადეს..აი როდის უნდა ამოგვეღო ხმა ... 37 წელში ვცხოვრობთ თითქოს -სისხლის და შიშის სუნნს ვერ გრძნობთ ?! ...... ასე ცხოვრება არ შეიძლება.ერთი კი ნამდვილად მჯერავს ,რომ დიდი გამოცდილება მივიღეთ და არამგონია მომავალში საზოგადოებამ კიდევ ვინმეს აპატიოს რამე... და ვინც მოვა ტაში დავუკრათ იმაზე კი არა რომ მოვიდა,იმაზე რომ წავა და დამსახურე ბის მიხედვით დავუკრათ თავი და მადლობა ვუთხრათ.....ღმერთი გვფარავდეს!!!
73. ''ორი არაფერია ზუსტად ერთნაირიო და მითუმეტეს, დაპირისპირებული მხარეები, ვერ იქნებიან'' _ ვთქვი ადრეც და გავიმეორებ ლოგიკურად საპასუხოდ. ``ორი არაფერია ზუსტად ერთნაირიო და მითუმეტეს, დაპირისპირებული მხარეები, ვერ იქნებიან`` _ ვთქვი ადრეც და გავიმეორებ ლოგიკურად საპასუხოდ.
72. მე2-ე კომენტარს ვეთანხმები... ლალის... მეც მასე ვფიქრობ... მე2-ე კომენტარს ვეთანხმები... ლალის... მეც მასე ვფიქრობ...
71. უჰ, რა მართალი ხარ, ბაკურ! უჰ, რა მართალი ხარ, ბაკურ!
70. ,,საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე მამულზე ფიქრი, ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი:- რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა, მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!- რომელი მეფე ერეკლე მე ვარ! ანდა რომელი მსაჯული მისი! პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა, ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ,- იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად- ღალატიაო მაგგვარი ფიქრი!'' მუხრან მაჭავარიანი
,,საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე მამულზე ფიქრი, ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი:- რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა, მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!- რომელი მეფე ერეკლე მე ვარ! ანდა რომელი მსაჯული მისი! პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა, ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ,- იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად- ღალატიაო მაგგვარი ფიქრი!`` მუხრან მაჭავარიანი
69. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი -
არაფრით და არანაირად არ არის საშიში რადიკალიზმი რომელიც ქუჩიდან მოდის!
რადიკალიზმი და აბუცად აგდება მაშინ არის საშიში, როდესაც ის ძალაუფლების მქონე ხალხისგან მოდის...
აი, რომ წუწაობენ იმათგან!
და კორკოტა რომ ვინმეს ურტყამს, ეს სულაც არ არის საშიში, ეს მაშინ იქნება საშიში, თუკი კორკოტა იქნება ოფიციალური საჯარო სტრუქტურის წარმომადგენელი!
საშიში ისაა, კორკოტასებური მეთოდები მტავრობის წევრტა ინიციატივა რომ არის, თორემ კორკოტების ეგეტებზე აყოლიება ზალიან იოლია!
უბრალოდ მთავრობა როცა ხარ ეს არ უნდა იკადრო! კი არა ეს საშიშია!
და გამსახურდია ეროვნული მოღვაწე არ იყო მეთქი არ მიტქვამს მე! უბრალოდ ძალიან ეროვნულმა მოღვაწემაც სეიძლება დაღუპოს ქვეყანა, თუკი თავში საკმარისი რაოდენობით ტვინი არ აქვს!
რუსეთთან რადიკალიზმი????
აი მანდ კი მართლა დაგვენძრევა!!!!
თუ ეგეთი მაგარი ქვეყანა ხარ, მიდი აბა შენმა სპეცნაზებმა სდიონ რუსეთის პრეზიდენტს ტყე-ტყე...
დავფიქრდეთ ხალხო რას ვახურებთ!
რუსეთთან რადუიკალიზმს ევროპაც ვერ ბედავს ჯერ!!!
მოდი ჯერ იმათმა გაბედონ და მერე ჩვენ!!!
სხვათა შორის რუსეთისაგან წართმეული ტერიტორიები მხოლოდ ჩვენ არ გაგვაჩნია!
კანტის საფლავი სად არის იცით? მე მხოლოდ ერთს ვიტყვი -

კანტის საფლავი სად არის იცით?
68. ვიცი, არც შენ გინდა, რომ გაურკვეველი მიზნებით წამოწყებულ ომში იხოცებოდნენ ვაჟკაცი ქართველები და არც რომელიმე მაღალჩინოსნის პირადი ინტერესების გამო... რუსთაველის პროსპექტი დაანაგვიანა ხალხის საპროტესტო გამოსვლებმაო. ეს ნაგავი უფრო გვტკივა, მეგობარო, თუ ამ პროსპექტზე სეირნობისას, ყოველ 2-3 ნაბიჯში რომ ხელგამოწვდილ ადამიანებს ვხვდებით?!
მე შენ მიყვარხარ და სხვაც მაინტერესებს თეა,იმიტომ რომ მიყვარხარ! ვიცი, არც შენ გინდა, რომ გაურკვეველი მიზნებით წამოწყებულ ომში იხოცებოდნენ ვაჟკაცი ქართველები და არც რომელიმე მაღალჩინოსნის პირადი ინტერესების გამო... რუსთაველის პროსპექტი დაანაგვიანა ხალხის საპროტესტო გამოსვლებმაო. ეს ნაგავი უფრო გვტკივა, მეგობარო, თუ ამ პროსპექტზე სეირნობისას, ყოველ 2-3 ნაბიჯში რომ ხელგამოწვდილ ადამიანებს ვხვდებით?!
მე შენ მიყვარხარ და სხვაც მაინტერესებს თეა,იმიტომ რომ მიყვარხარ!
67. მე უბრალოდ ვიტყვი.. რომ.. მჯერა თეა თაბაგარის.. კეთილშობილების.. კეთილგონიერების.. და მჯერა ნაღდად.. მე უბრალოდ ვიტყვი.. რომ.. მჯერა თეა თაბაგარის.. კეთილშობილების.. კეთილგონიერების.. და მჯერა ნაღდად..
66. წავიკითხე თეა.
მე შენ მიყვარხარ და სხვა რაში მაინტერესებს :) წავიკითხე თეა.
მე შენ მიყვარხარ და სხვა რაში მაინტერესებს :)
65. გაიხარეთ, ქალბატონო მანანა! ზუსტად ეგ მინდა, რომ ერმა და ბერმა თავისი საქმე აკეთოს, და მეც ჩემი უბადრუკი ლექსები ვწერო. ერთი ჩვეულებრივი, ქვეყნის სიყვარულით გულსავსე ქართველის პოზიციიდან ვსაუბრობ, თორემ პოლიტიკა რომ სუფთა საქმე არაა და მითუმეტეს არც ჩემი საქმეა, ძალიან კარგად ვიცი.
ღირსების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ, რაც მთავარია, და ერთმანეთის სიყვარული...
ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი, ქართულად მოაზროვნე ადამიანები და უიმედობა ვეღარ მოიკიდებს ფეხს ჩვენს სულებში. გმადლობთ თბილი სიტყვებისათვის!
გაიხარეთ, ქალბატონო მანანა! ზუსტად ეგ მინდა, რომ ერმა და ბერმა თავისი საქმე აკეთოს, და მეც ჩემი უბადრუკი ლექსები ვწერო. ერთი ჩვეულებრივი, ქვეყნის სიყვარულით გულსავსე ქართველის პოზიციიდან ვსაუბრობ, თორემ პოლიტიკა რომ სუფთა საქმე არაა და მითუმეტეს არც ჩემი საქმეა, ძალიან კარგად ვიცი.
ღირსების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ, რაც მთავარია, და ერთმანეთის სიყვარული...
ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი, ქართულად მოაზროვნე ადამიანები და უიმედობა ვეღარ მოიკიდებს ფეხს ჩვენს სულებში. გმადლობთ თბილი სიტყვებისათვის!
64. აი, მაშინ გვეტირება ყოფა,როცა შენნაირად მოფიქრალი ხალხი აღარ ეყოლება საქართველოს,თეა! მკითხეს ერთხელ, ვის პარტიაში ხარო...მე ყოველთვის -დაბადებიდან-ერთ პარტიაში ვიყავი- ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს პარტიაში! ვერ ვენდობი ვერც ერთ სხვა პარტიას და ვერც ერთ სხვა მესიას,უფლის გარდა! ყველა პარტიის ლიდერს აშკარად თუ ფარულად, თავი პრეზიდენტად უნდა.ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი კი თანამდებობას არ უნდა ეძებდეს-აკეთოს, რაც კარგად იცის.მიტინგებზე დგომა, დროშების ფრიალი და ყვირილი ადვილია(დავდივარ და ვიცი...),მაგრამ ქვეყნის მართვაა ძნელი-ბევრია ცდუნება და ქლესა ხალხი,ვინც იქითკენ გიბიძგებს; საჭიროა მეურნეობის ცოდნა აუცილებლად-საქართველო მარტო თბილისი და რუსთაველი არ არის.საქართველო ძირითადად სოფელია(მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე -ეს ცნობისთვის...).როცა სოფელი იქნება ძლიერი, მაშინ გვეშველება,მაშინ ვიქნებით დამოუკიდებლები. დღეს კი სოფელი კვდება!!!ნუთუ მართლა ვინმე ფიქრობს, რომ 91წლის შემდეგ დამოუკიდებლები ვართ? ადრე მოსკოვი გვკარნახობდა, ახლა-ამერიკა, ევროპა, "ნატო","აგრაფინა" და რა ვიცი, ყველა, ვისაც არ ეზარება! -რუსული წარწერები შეიცვალა ინგლისურით! ქართული ენა ისე დაბინძურდა უცხო სიტყვებით, უცხო ენის უცოდინარი (და არა-"არმცოდნე",როგორი ფორმაც შემოიტანეს ახლა!) ქართველი ვერაფერს გაიგებს! მაშ, რა აზრი ჰქონდა 1978 წლის 14 აპრილს? ჩვენი საკუთარი რა გვაქვს-საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ ფული? მრეწველობა და ეკონომიკა დუღს და გადმოდის აი! ხელგაწვდილი,სირცხვილდაკარგული,გადაგვარებული მათხოვრები გავხდით და არ გვინდა დაჯერება-ამპარტავნობა ნებას არ გვაძლევს! ორ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი:1.რა გვჭირდება, 2.როგორ გავაკეთოთ.ამ კითხვებს მარტო ლიდერები სწორად ვერ გადაწყვეტენ-საქმის მცოდნე, მეურნე ხალხია საჭირო და არა ნათესავ -ნაცნობი და დაქალ-ძმაკაცი! გონებითა და ხელით უნდა გაკეთდეს საქმე და არა ენით,თორემ ანდაზის არ იყოს "რამდენიც არ უნდა იძახო-ჰალვა! ჰალვა!-სიტკბოს ვერ იგრძნობ.ყველას უფროსობა უნდა-ესე იგი "რაც გინდა და როცა გინდა" და არა "რაც საჭიროა და როცა საჭიროა"! რას,უკაცრავად და "ვეტენებით"ამ ნატოს ,ამერიკას, ევროპას...თუ არ გვითხრეს "შე ევროპელოო" თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობთ? ჩვენ კავკასიელები ვართ!-ჩემი აზრით, ეს საამაყოა! ვიყოთ ქართველები, კავკასიელები, ვაკეთოთ "პრო-ქართული" და არა "პრო-დასავლური", "პრო-ჩრდილოური" ან სხვა "პრო-" საქმე! ადრე მთავრობა ითვლიდა -ბუშმა რამდენჯერ ახსენა საქართველო (ამაზე იყო ჩვენი ბედი დამოკიდებული!), ახლა ვითვალოთ ობამა რამდენჯერ ახსენებს და ავშენდებით კიდეც! ნუთუ იმ ძველი ქართველების შთამომავალნი არა ვართ? თავმოყვარეობა აღარ გვაქვს? როდემდე ვიძახოთ-გვიშველეეეთ! ხელი გავანძრიოთ და გვეშველება! რა თქმა უნდა, მთავრობაში მომსვლელი ყველა პიროვნება მოვალეობებს უნდა გრძნობდეს პირველ რიგში. თუ რაიმე მიზეზით ვერ ასრულებს, თვითონვე უნდა წავიდეს -არავინ არის ვალდებული შეინახოს არაკომპეტენტური დაქირავებული კადრი - მთავრობა კი ხალხის მიერ დროებით დაქირავებული კადრია, მეტი არაფერი! აი, გაგანდეთ ჩემი აზრი...გაიხარე თეა, მარტო ლამაზად კი არ წერ,-ლამაზად ფიქრობ და მსჯელობ. ან როგორ არ იფიქრებ , თუ "საქართველო გტკივა?" დალოცვილი იყავ! აი, მაშინ გვეტირება ყოფა,როცა შენნაირად მოფიქრალი ხალხი აღარ ეყოლება საქართველოს,თეა! მკითხეს ერთხელ, ვის პარტიაში ხარო...მე ყოველთვის -დაბადებიდან-ერთ პარტიაში ვიყავი- ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს პარტიაში! ვერ ვენდობი ვერც ერთ სხვა პარტიას და ვერც ერთ სხვა მესიას,უფლის გარდა! ყველა პარტიის ლიდერს აშკარად თუ ფარულად, თავი პრეზიდენტად უნდა.ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი კი თანამდებობას არ უნდა ეძებდეს-აკეთოს, რაც კარგად იცის.მიტინგებზე დგომა, დროშების ფრიალი და ყვირილი ადვილია(დავდივარ და ვიცი...),მაგრამ ქვეყნის მართვაა ძნელი-ბევრია ცდუნება და ქლესა ხალხი,ვინც იქითკენ გიბიძგებს; საჭიროა მეურნეობის ცოდნა აუცილებლად-საქართველო მარტო თბილისი და რუსთაველი არ არის.საქართველო ძირითადად სოფელია(მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე -ეს ცნობისთვის...).როცა სოფელი იქნება ძლიერი, მაშინ გვეშველება,მაშინ ვიქნებით დამოუკიდებლები. დღეს კი სოფელი კვდება!!!ნუთუ მართლა ვინმე ფიქრობს, რომ 91წლის შემდეგ დამოუკიდებლები ვართ? ადრე მოსკოვი გვკარნახობდა, ახლა-ამერიკა, ევროპა, "ნატო","აგრაფინა" და რა ვიცი, ყველა, ვისაც არ ეზარება! -რუსული წარწერები შეიცვალა ინგლისურით! ქართული ენა ისე დაბინძურდა უცხო სიტყვებით, უცხო ენის უცოდინარი (და არა-"არმცოდნე",როგორი ფორმაც შემოიტანეს ახლა!) ქართველი ვერაფერს გაიგებს! მაშ, რა აზრი ჰქონდა 1978 წლის 14 აპრილს? ჩვენი საკუთარი რა გვაქვს-საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ ფული? მრეწველობა და ეკონომიკა დუღს და გადმოდის აი! ხელგაწვდილი,სირცხვილდაკარგული,გადაგვარებული მათხოვრები გავხდით და არ გვინდა დაჯერება-ამპარტავნობა ნებას არ გვაძლევს! ორ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი:1.რა გვჭირდება, 2.როგორ გავაკეთოთ.ამ კითხვებს მარტო ლიდერები სწორად ვერ გადაწყვეტენ-საქმის მცოდნე, მეურნე ხალხია საჭირო და არა ნათესავ -ნაცნობი და დაქალ-ძმაკაცი! გონებითა და ხელით უნდა გაკეთდეს საქმე და არა ენით,თორემ ანდაზის არ იყოს "რამდენიც არ უნდა იძახო-ჰალვა! ჰალვა!-სიტკბოს ვერ იგრძნობ.ყველას უფროსობა უნდა-ესე იგი "რაც გინდა და როცა გინდა" და არა "რაც საჭიროა და როცა საჭიროა"! რას,უკაცრავად და "ვეტენებით"ამ ნატოს ,ამერიკას, ევროპას...თუ არ გვითხრეს "შე ევროპელოო" თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობთ? ჩვენ კავკასიელები ვართ!-ჩემი აზრით, ეს საამაყოა! ვიყოთ ქართველები, კავკასიელები, ვაკეთოთ "პრო-ქართული" და არა "პრო-დასავლური", "პრო-ჩრდილოური" ან სხვა "პრო-" საქმე! ადრე მთავრობა ითვლიდა -ბუშმა რამდენჯერ ახსენა საქართველო (ამაზე იყო ჩვენი ბედი დამოკიდებული!), ახლა ვითვალოთ ობამა რამდენჯერ ახსენებს და ავშენდებით კიდეც! ნუთუ იმ ძველი ქართველების შთამომავალნი არა ვართ? თავმოყვარეობა აღარ გვაქვს? როდემდე ვიძახოთ-გვიშველეეეთ! ხელი გავანძრიოთ და გვეშველება! რა თქმა უნდა, მთავრობაში მომსვლელი ყველა პიროვნება მოვალეობებს უნდა გრძნობდეს პირველ რიგში. თუ რაიმე მიზეზით ვერ ასრულებს, თვითონვე უნდა წავიდეს -არავინ არის ვალდებული შეინახოს არაკომპეტენტური დაქირავებული კადრი - მთავრობა კი ხალხის მიერ დროებით დაქირავებული კადრია, მეტი არაფერი! აი, გაგანდეთ ჩემი აზრი...გაიხარე თეა, მარტო ლამაზად კი არ წერ,-ლამაზად ფიქრობ და მსჯელობ. ან როგორ არ იფიქრებ , თუ "საქართველო გტკივა?" დალოცვილი იყავ!
63. ვაი მიგელე! ვაი! ვაი! ვაი მიგელე! ვაი! ვაი!
62. ნეკ:-* "მინდავიყოხელოვანი" არა, რა. ან ვართ, ან ვიქნებით და ან არც ვიქნებით. რა მნიშვნელობა აქვს... მხოლოდ გულიდან შეიძლება დავწერო ლექსი, მაგრამ როცა სერიოზულ თემაზეა საუბარი, გაცნობიერებული მაქვს რასაც ვამბობ. მე არ ვმდგარვარ მაშინ იქ, იმიტომ რომ ჩემი გული და გონება მკარნახობდა, ალბათ, რომ ფარსი იყო ის ყველაფერი. ახლა კი ვფიქრობ, რომ ხმის ამოღების დროა. ომზე უარესი რაღა უნდა დაემართოს ქვეყანას, რომ ეს ნათელი გახდეს?! არ მესმის. ვერც იმაში დაგეთანხმები, რომ არცერთი ადამიანი ზნეობივად სუფთა არაა. ძალიან ზოგადი და ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ჩემი აზრით.
ვინ რისი ღირსია, ეგ ღმერთმა იცის და მომავალი გვიჩვენებს. ნეკ:-* "მინდავიყოხელოვანი" არა, რა. ან ვართ, ან ვიქნებით და ან არც ვიქნებით. რა მნიშვნელობა აქვს... მხოლოდ გულიდან შეიძლება დავწერო ლექსი, მაგრამ როცა სერიოზულ თემაზეა საუბარი, გაცნობიერებული მაქვს რასაც ვამბობ. მე არ ვმდგარვარ მაშინ იქ, იმიტომ რომ ჩემი გული და გონება მკარნახობდა, ალბათ, რომ ფარსი იყო ის ყველაფერი. ახლა კი ვფიქრობ, რომ ხმის ამოღების დროა. ომზე უარესი რაღა უნდა დაემართოს ქვეყანას, რომ ეს ნათელი გახდეს?! არ მესმის. ვერც იმაში დაგეთანხმები, რომ არცერთი ადამიანი ზნეობივად სუფთა არაა. ძალიან ზოგადი და ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ჩემი აზრით.
ვინ რისი ღირსია, ეგ ღმერთმა იცის და მომავალი გვიჩვენებს.
61. მე მეშინია. ჩვენ - "მინდავიყოხელოვანი" ხალხი გულს მივყვებით ხოლმე ხშირად და გონებაც რატომღაც გულს უჯერებს. მე მეშინია ისევ არ შევცდე. 2002-შიც ასე იყო- ხალხი წვიმაში, ქარში იდგა და შევარდნაძე გადადგესო იძახდა - მოხუცები, ბავშვები, ფეხმძიმე ქალები. მაშინ ახალგაზრდა სტუდენტი ვიყავი და ჩემი ხალხის გვერდით მინდოდა დგომა, ამიტომ ლექციების მერე მიტინგებზე მივდიოდი, თავი ისტორიის მონაწილე მეგონა, ჩემმა დეკანმა ფოფხაძემ ორჯერ დამაწერინა ხელწერილი რომ აღარ წავიდოდი მიტინგზე, მაგრამ მაინც მივიპარებოდი... ბავშვი ვიყავი, იმედიანი, მჯეროდა და შევცდი... ამ კაციჭამიების ხელისუფლებაში მოყვანაში მეც მიმიძღვის დანაშაული და ვიცი ეს. აღარ მინდა კიდევ შევცდე! აღარ მინდა უფრო გაიზარდოს ჩემი დანაშაული! და არც ერთი ადამიანი ბარიკადების არც ერთ მხარეს, არაა ზნეობრივად სუფთა. მოსეს და უდაბნოს ამბავს ვეთანხმები... განწმენდა გვჭირდება ხალხსაც და პოლიტიკოსებსსც, არც ერთი არ ვართ უკეთესი მომავლის ღირსი. სამწუხაროდ.
მე მეშინია. ჩვენ - "მინდავიყოხელოვანი" ხალხი გულს მივყვებით ხოლმე ხშირად და გონებაც რატომღაც გულს უჯერებს. მე მეშინია ისევ არ შევცდე. 2002-შიც ასე იყო- ხალხი წვიმაში, ქარში იდგა და შევარდნაძე გადადგესო იძახდა - მოხუცები, ბავშვები, ფეხმძიმე ქალები. მაშინ ახალგაზრდა სტუდენტი ვიყავი და ჩემი ხალხის გვერდით მინდოდა დგომა, ამიტომ ლექციების მერე მიტინგებზე მივდიოდი, თავი ისტორიის მონაწილე მეგონა, ჩემმა დეკანმა ფოფხაძემ ორჯერ დამაწერინა ხელწერილი რომ აღარ წავიდოდი მიტინგზე, მაგრამ მაინც მივიპარებოდი... ბავშვი ვიყავი, იმედიანი, მჯეროდა და შევცდი... ამ კაციჭამიების ხელისუფლებაში მოყვანაში მეც მიმიძღვის დანაშაული და ვიცი ეს. აღარ მინდა კიდევ შევცდე! აღარ მინდა უფრო გაიზარდოს ჩემი დანაშაული! და არც ერთი ადამიანი ბარიკადების არც ერთ მხარეს, არაა ზნეობრივად სუფთა. მოსეს და უდაბნოს ამბავს ვეთანხმები... განწმენდა გვჭირდება ხალხსაც და პოლიტიკოსებსსც, არც ერთი არ ვართ უკეთესი მომავლის ღირსი. სამწუხაროდ.
60. თამარის პირობებს ვეთანხმები მეც.
ნიჩ, ჩემი კომენტარის მეორე ნაწილი უფრო მნიშვნლოვანი იყო, რომელზეც არ გიპასუხია:) პარტია და რამე მსგავსიც არ მიხსენებია ამ წერლში. კონკრეტულ პიროვნებებზეც არ ვსაუბრობ, მაგრამ ისე, ერთი-ორი მინისტრის გარდა რომ არავის არაფერს ეკითხებ(ოდნენ)იან, ფაქტია.
მეც მომიტევეთ ყველამ, თუ გაქვთ რაიმე წყენა... თამარის პირობებს ვეთანხმები მეც.
ნიჩ, ჩემი კომენტარის მეორე ნაწილი უფრო მნიშვნლოვანი იყო, რომელზეც არ გიპასუხია:) პარტია და რამე მსგავსიც არ მიხსენებია ამ წერლში. კონკრეტულ პიროვნებებზეც არ ვსაუბრობ, მაგრამ ისე, ერთი-ორი მინისტრის გარდა რომ არავის არაფერს ეკითხებ(ოდნენ)იან, ფაქტია.
მეც მომიტევეთ ყველამ, თუ გაქვთ რაიმე წყენა...
59. ამეტირა კინაღამ. ისე შეიძლება მართლა ასე იყოს ყველასთვის.
შემინდეთ და მაპატიეთ თუ ვინმეს გაწყენინეთ ან გული გატკინეთ ამეტირა კინაღამ. ისე შეიძლება მართლა ასე იყოს ყველასთვის.
შემინდეთ და მაპატიეთ თუ ვინმეს გაწყენინეთ ან გული გატკინეთ
58. დილა მშვიდობისააააააააააააააააააააააააააააააააააა :)
:) :) :) :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
დილა მშვიდობისააააააააააააააააააააააააააააააააააა :)
:) :) :) :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
57. 50. გულიანო იმერელო დაგიჯერე
ელკა კაი რა სასაცილოა "მე ვფიქრობ, დროა ჩამოაყალიბონ ისეთი მოთხოვნები სახალხოდ, რასაც აუცილებლად შეასრულებს დღევანდელი მთავრობა,"
ნიჩორტ, შენ გინდა, არ გინდა პოლიტიკაში ხარ მთავარი პოზაა, ვინ რა პოზაშია
niki. 2009-04-28 00:39:04
არ ვარ პოლიტიკაში ნიკი, მართლა არ ვარ, უბრალოდ რაღაცეებს რომ ვუყურებ ხოლმე, გული მერევა, მართლა, მეხსიერება მაქვს ძალიან კარგი და გაანალიზების უნარიც საოცარი :)
30. ნინი თუ სწორად გავიგე, შენი მეგობარი მაშინდელ მინისტრზე განაწყენების მიუხედავად, ახლა ოპოზიციის მხარდამჭერია და ძველი იმედგაცრუება დაივიწყა. ალბათ, ეს იგულისხმე...
მე კი პოზიცია-ოპოზიციას კი არა, უფრო ზოგად პრობლემაზე ვამბობ. სიტუაციაზე, როცა ისე უშფოთველად ვართ, თითქოს, არაფერი ხდება საგანგაშო, რადგან პირადად ჩვენ არ გვეხება, და განვაგრძობთ ჩვეულებრივ ყოფას მაშინ, როცა სიტყვით მაინც შეგვიძლია შევეშველოთ ქვეყანას. თეა თაბაგარი. 2009-04-27 22:05:29
არა თეა, სწორად ვერ გაიგე, მე ის ვთქვი, რომ ადამიანები არ იცვლებიან, როგორც ქალბატონი სალომე იქცეოდა ორი წლის წინ, ზუსტად ისევე მოიქცევა ორი წლის შემდეგ :)
და ჩემი მეგობარი არც მის პარტიაშია, თუმცა მე თუ მკითხავთ ერთი ჩორტია ეგ, იმის პარტია, ამის პარტია :)
50. გულიანო იმერელო დაგიჯერე

56. მთავარი იცით რა არის? ჯერ ის არ მიუყვანიათ ბოლომდე, რისთვისაც დგას ეს ხალხი და... უკვე ეჭვის ჭიაა გაჩენილი მავანთა შორის: მიშა რომ წავა, ვინ უნდა მოვიდესო?
1. ნუთუ არ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს ერთპიროვნული მმართველობა და საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდეს ქვეყანა? 2. ნუთუ არ შეიძლება, რომ ერთხელ დაშვებული შეცდომა არ გავიმნეოროთ მეორედაც? 3. ნუთუ არ შეიძლება, რომ ერთი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომა, რამაც დაღუპვის პირას მიიყვანა საქართველო, აბსოლუტური სიზუსტით არ გაიმეოროს მეორე მთავრობამ?
ბ-ნო სოსო, თქვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 9 აპრილს დაწყებულა... ჩემთვის ის 1978 წლის 14 აპრილს დაიწყო, როცა 19 წლის გოგო თსუ მაღლივი კორპუსის II სართულიდან გადმოვხტი, დემონსტრანტებთან შესაერთებლად... 9 აპრილის მიტინგებამდე - 1988 წლის ნოემბრის შიმშილობები იყო, სადაც, იქ დასაჯდომად, ოჯახის წევრებმა არ გამიშვეს. მაშინ - სახლში, ჩემთვის, სოლიდარობის მიზნით დავიწყე შიმშილობა (არ გაგეცინოთ ოღონდ!) და მანამდე არ ჩავიდე პირში არცერთი ლუკმა, სანამ ის მოშიმშილეები არ დაიშალნენ და მე კი - გულწასული არ მიპოვა დედაჩემმა. მე ყოველდღე იქ ვიყავი, მომიტინგეთა შორის 1989 წლის 3 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით. 9 აპრილის ღამეს - მამაჩემმა არაფრით არ გაგვიშვა არც მე და არც ჩემი და... და იმ ღამეს, ჩემმა მეგობარმა 6 ქერათმიანი ქალი გამოიყვანა მთავრობის სასახლის წინ მოწყობილი სასაკლაოდან, - მე ვეგონე... მე-7 ქალმა თვითონ ჩემი მეგობარი გამოიყვანა ქაშვეთის ეკლესიამდე... და 26 აპრილს, ყვავილების გადატანის დროს ისე მოვიწამლე, რომ აღრიცხვაზე ვიყავი მთელი წლის განმავლობაში...
მაგრამ, როდესაც ვნახე, რომ ზვიად გამსახურდიამ შეცდომა შეცდომაზე დაუშვა და ამ შეცდომების გამართლებას ცდილობდა ზოგიერთი, მე გვერდზე გავდექი. ვერ დავუდექი გვერდით ადამიანს, რომელმაც საკუთარ სახელმწიფოს მოუწყო ბლოკადა და სამტრედიაში შემოსული მანქანა-დანადგარებითა და პროდუქტით სავსე ეშელონები უკან გააბრუნა იმ იდეით შებყრობილმა, რომ "'ქართველი ადამიანი ბალახსაც კი შეჭამსო"... და მას შემდეგ "ბალახობს" უბედური ქართველი ადამიანი!
ზვიადმა ზურგი აქცია ინტელიგენციას და ისეთი ხალხი დაიყენა გვერდით, რომელზე ჭკვიანიც თავად იყო... მისი ლოზუნგი არ ყოფილა მაგრამ მისი იდეაფიქსი იყო: "არცერთი ჩემზე ჭკვიანი ადამიანი ჩემს გვერდით!"... იგივე გააკეთა სააკაშვილმაც...
და, ამის შემდეგ, რაზეა ლაპარაკი?
მთავარი იცით რა არის? ჯერ ის არ მიუყვანიათ ბოლომდე, რისთვისაც დგას ეს ხალხი და... უკვე ეჭვის ჭიაა გაჩენილი მავანთა შორის: მიშა რომ წავა, ვინ უნდა მოვიდესო?
1. ნუთუ არ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს ერთპიროვნული მმართველობა და საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდეს ქვეყანა? 2. ნუთუ არ შეიძლება, რომ ერთხელ დაშვებული შეცდომა არ გავიმნეოროთ მეორედაც? 3. ნუთუ არ შეიძლება, რომ ერთი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომა, რამაც დაღუპვის პირას მიიყვანა საქართველო, აბსოლუტური სიზუსტით არ გაიმეოროს მეორე მთავრობამ?
ბ-ნო სოსო, თქვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 9 აპრილს დაწყებულა... ჩემთვის ის 1978 წლის 14 აპრილს დაიწყო, როცა 19 წლის გოგო თსუ მაღლივი კორპუსის II სართულიდან გადმოვხტი, დემონსტრანტებთან შესაერთებლად... 9 აპრილის მიტინგებამდე - 1988 წლის ნოემბრის შიმშილობები იყო, სადაც, იქ დასაჯდომად, ოჯახის წევრებმა არ გამიშვეს. მაშინ - სახლში, ჩემთვის, სოლიდარობის მიზნით დავიწყე შიმშილობა (არ გაგეცინოთ ოღონდ!) და მანამდე არ ჩავიდე პირში არცერთი ლუკმა, სანამ ის მოშიმშილეები არ დაიშალნენ და მე კი - გულწასული არ მიპოვა დედაჩემმა. მე ყოველდღე იქ ვიყავი, მომიტინგეთა შორის 1989 წლის 3 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით. 9 აპრილის ღამეს - მამაჩემმა არაფრით არ გაგვიშვა არც მე და არც ჩემი და... და იმ ღამეს, ჩემმა მეგობარმა 6 ქერათმიანი ქალი გამოიყვანა მთავრობის სასახლის წინ მოწყობილი სასაკლაოდან, - მე ვეგონე... მე-7 ქალმა თვითონ ჩემი მეგობარი გამოიყვანა ქაშვეთის ეკლესიამდე... და 26 აპრილს, ყვავილების გადატანის დროს ისე მოვიწამლე, რომ აღრიცხვაზე ვიყავი მთელი წლის განმავლობაში...
მაგრამ, როდესაც ვნახე, რომ ზვიად გამსახურდიამ შეცდომა შეცდომაზე დაუშვა და ამ შეცდომების გამართლებას ცდილობდა ზოგიერთი, მე გვერდზე გავდექი. ვერ დავუდექი გვერდით ადამიანს, რომელმაც საკუთარ სახელმწიფოს მოუწყო ბლოკადა და სამტრედიაში შემოსული მანქანა-დანადგარებითა და პროდუქტით სავსე ეშელონები უკან გააბრუნა იმ იდეით შებყრობილმა, რომ "`ქართველი ადამიანი ბალახსაც კი შეჭამსო"... და მას შემდეგ "ბალახობს" უბედური ქართველი ადამიანი!
ზვიადმა ზურგი აქცია ინტელიგენციას და ისეთი ხალხი დაიყენა გვერდით, რომელზე ჭკვიანიც თავად იყო... მისი ლოზუნგი არ ყოფილა მაგრამ მისი იდეაფიქსი იყო: "არცერთი ჩემზე ჭკვიანი ადამიანი ჩემს გვერდით!"... იგივე გააკეთა სააკაშვილმაც...
და, ამის შემდეგ, რაზეა ლაპარაკი?
55. თეე, ომენტარიც ბევრი დაწერილა... კი იცი შენ ჩემი აზრი მოკლედ :-* თეე, ომენტარიც ბევრი დაწერილა... კი იცი შენ ჩემი აზრი მოკლედ :-*
54. კი ნიკი, მაგას შეასრულებენ :))
ეგ რა მოსათხოვია? აი მასაჟისტი მოვთხოვოთ ყველასთვის პერსონალურად, ეგ ჯობია ;) :)) :)) :)) კი ნიკი, მაგას შეასრულებენ :))
ეგ რა მოსათხოვია? აი მასაჟისტი მოვთხოვოთ ყველასთვის პერსონალურად, ეგ ჯობია ;) :)) :)) :))
53. კი, კი... მეტსაც გეტყვი, შენ სერიოზულად გეპარება ეჭვი და მე თითქმის დარწმუნებული ვარ :)
მაგალითად მე მოვთხოვდი ჩვენს მთავრობას, დილით დალიათ მწვანე ჩაი, ან თურქული ყავა ერთი კვირის განმავლობაში
დარწმუნებული ვარ შეასრულებდნენ კი, კი... მეტსაც გეტყვი, შენ სერიოზულად გეპარება ეჭვი და მე თითქმის დარწმუნებული ვარ :)
მაგალითად მე მოვთხოვდი ჩვენს მთავრობას, დილით დალიათ მწვანე ჩაი, ან თურქული ყავა ერთი კვირის განმავლობაში
დარწმუნებული ვარ შეასრულებდნენ
52. ელ-კა, მესმის თქვენი, მაგრამ ვის ან რის იმედად?! ან ეგ შესრულდება? რა ვიცი...
ჰო, ბექ, ''ხიჭვებმა'' როგორც ჩანს. თუმცა, რაღა დროს...
ნიკი და ნინკო:-* ელ-კა, მესმის თქვენი, მაგრამ ვის ან რის იმედად?! ან ეგ შესრულდება? რა ვიცი...
ჰო, ბექ, ``ხიჭვებმა`` როგორც ჩანს. თუმცა, რაღა დროს...
ნიკი და ნინკო:-*
51. ნიკი რა არის სასაცილო? რომელი მოთხოვნაც აქვთ ის რომ არ სრულდება? და მე სერიოზულად მეპარება ეჭვი რომ შესრულდეს.
ნიკი რა არის სასაცილო? რომელი მოთხოვნაც აქვთ ის რომ არ სრულდება? და მე სერიოზულად მეპარება ეჭვი რომ შესრულდეს.
50. ეხ თე, მეც მჯეროდა რომ 7 ნოემბრის მერე ხალხი ჭკუაზე მოვიდოდა, მარა, როგორც ჩანს სწორედაც რომ ღირსი იყვნენ, ოც ლარად რო გაიკეთეს ეგ "ტარი" მაისის არჩევნებზე...
არ გახსოვს "ჯაჭვი" იქაც ამაყად ეკეთათ, დიდგორობაზეც... ახლა რა? ხიჭვებმა შეაწუხათ? რატო აღარ ჩანან ის ხალხი მიშას მზეს რო იფიცებდნენ და მუშტებს იბრაგუნებდნენ გულზე, როცა ამ დროს ბიჭებს პაჩკებად ყრიდნენ ერთ საერთო საფლავში? ეხ თე, მეც მჯეროდა რომ 7 ნოემბრის მერე ხალხი ჭკუაზე მოვიდოდა, მარა, როგორც ჩანს სწორედაც რომ ღირსი იყვნენ, ოც ლარად რო გაიკეთეს ეგ "ტარი" მაისის არჩევნებზე...
არ გახსოვს "ჯაჭვი" იქაც ამაყად ეკეთათ, დიდგორობაზეც... ახლა რა? ხიჭვებმა შეაწუხათ? რატო აღარ ჩანან ის ხალხი მიშას მზეს რო იფიცებდნენ და მუშტებს იბრაგუნებდნენ გულზე, როცა ამ დროს ბიჭებს პაჩკებად ყრიდნენ ერთ საერთო საფლავში?
49. გენაცვალეე კარგო თბილო და გულიანოოოო თეეეეეე:) გენაცვალეე კარგო თბილო და გულიანოოოო თეეეეეე:)
48. გულიანო იმერელო :) დაგიჯერე :)
ელკა კაი რა :) სასაცილოა :) "მე ვფიქრობ, დროა ჩამოაყალიბონ ისეთი მოთხოვნები სახალხოდ, რასაც აუცილებლად შეასრულებს დღევანდელი მთავრობა,"
ნიჩორტ, შენ გინდა, არ გინდა პოლიტიკაში ხარ მთავარი პოზაა, ვინ რა პოზაშია :)
გულიანო იმერელო :) დაგიჯერე :)
ელკა კაი რა :) სასაცილოა :) "მე ვფიქრობ, დროა ჩამოაყალიბონ ისეთი მოთხოვნები სახალხოდ, რასაც აუცილებლად შეასრულებს დღევანდელი მთავრობა,"
ნიჩორტ, შენ გინდა, არ გინდა პოლიტიკაში ხარ მთავარი პოზაა, ვინ რა პოზაშია :)
47. ჩემი აზრით, რადიკალიზმი არაფრით არ არის ახლა გამართლებული. დღეს ქუჩაში მიმდინარე პროცესები ვისაც გაახარებს ის არანორმალური იქნება. მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება რომ ვინც იქ არ დგას არ უყვარს საქართველო.
მე ვფიქრობ, დროა ჩამოაყალიბონ ისეთი მოთხოვნები სახალხოდ, რასაც აუცილებლად შეასრულებს დღევანდელი მთავრობა, თუნდაც საარჩევნო კანონის შეცვლა. ეს შესაძლებელია მართლაც. ეს იმისათვისაც არის საჭირო რომ ისევ იმ სულელურ დღეში არ ღმოვჩნდეთ როგორც 2003 წელს, მიშა და ნაციონალები რომ ავირჩიეთ. ( ახლა ყველა ამბობს მე არ ამირჩევიაო)
მე ვფიქრობ ოპოზიციის ლიდერებს სურვილი აქვთ ამის, მაგრამ უკვე ერიდებათ, რომელი შეიბავს ეჟვანს? თუ არადა ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, მე მგონი ყველა ხვდება. ჩემი აზრით, რადიკალიზმი არაფრით არ არის ახლა გამართლებული. დღეს ქუჩაში მიმდინარე პროცესები ვისაც გაახარებს ის არანორმალური იქნება. მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება რომ ვინც იქ არ დგას არ უყვარს საქართველო.
მე ვფიქრობ, დროა ჩამოაყალიბონ ისეთი მოთხოვნები სახალხოდ, რასაც აუცილებლად შეასრულებს დღევანდელი მთავრობა, თუნდაც საარჩევნო კანონის შეცვლა. ეს შესაძლებელია მართლაც. ეს იმისათვისაც არის საჭირო რომ ისევ იმ სულელურ დღეში არ ღმოვჩნდეთ როგორც 2003 წელს, მიშა და ნაციონალები რომ ავირჩიეთ. ( ახლა ყველა ამბობს მე არ ამირჩევიაო)
მე ვფიქრობ ოპოზიციის ლიდერებს სურვილი აქვთ ამის, მაგრამ უკვე ერიდებათ, რომელი შეიბავს ეჟვანს? თუ არადა ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, მე მგონი ყველა ხვდება.
46. ბექ, მე მაინც გამოუსწორებელ ოპტიმისტად ვრჩები, ალბათ, მინდა მჯეროეს, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილის შესაფერისი არაა ეს ''ტარი''. ნერვების არმოშლაზე კი რა გითხრა...
მიხეილ ბატონო, მესმის თქვენი ლოიალური დამოკიდებულების. საფრთხეც საკმაოდ რეალურია, სამწუხაროდ, მაგრამ აქაც ხალხის სწორ და მიზანმიმართულ საქციელზეა დამოკიდებული ბევრი რამ. ქართველების სიძლიერე ხომ ყოველთვის ჩვენს ერთიანობაში იყო. ერთმანეთის ტკივილი უნდა გავითავისოთ, ვფიქრობ, მეტად და მგონია, მერე ვეღარ შევძლებთ ''განზე დგომას''. თორემ, არამგონია ან მე ვგავდე ჩხუბისთავს... არც არჩევნების წინააღმდე გამოვსულვარ, მაგრამ, გეცოდინებათ, ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებები ვის სასარგებლოდ ხდება-ხოლმე.
ეს მცირედიც იყოს ბარემ აქ.
როდესაც დუმილიც ღალატია...
რამდენი ხანია, რაც ამ ლექსს ვწერ, იმედშემკრთალია მოლოდინი, როგორ მეშინია არ წამექცე, თითქოს, ყველა დილა ბოლო დღეა. ზეცაც ჩამოიმხეს როცა თავზე, ირგვლივ საპასუხო განგაშია, მე კი, შენი სუნთქვის მოდარაჯეს, უკვე მერამდენედ გამაცია… შენი გულისცემით წამებს ვმარცვლავ, მაგრამ ვეღარაფრით ვამარტივებ, თვალებსაც ფერები გაუბაცდა, ობმოკიდებული ნახატივით… რამდენი ხანია, რაც ამ ლექსს ვწერ და რა მცირედია… მაპატიე. ბექ, მე მაინც გამოუსწორებელ ოპტიმისტად ვრჩები, ალბათ, მინდა მჯეროეს, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილის შესაფერისი არაა ეს ``ტარი``. ნერვების არმოშლაზე კი რა გითხრა...
მიხეილ ბატონო, მესმის თქვენი ლოიალური დამოკიდებულების. საფრთხეც საკმაოდ რეალურია, სამწუხაროდ, მაგრამ აქაც ხალხის სწორ და მიზანმიმართულ საქციელზეა დამოკიდებული ბევრი რამ. ქართველების სიძლიერე ხომ ყოველთვის ჩვენს ერთიანობაში იყო. ერთმანეთის ტკივილი უნდა გავითავისოთ, ვფიქრობ, მეტად და მგონია, მერე ვეღარ შევძლებთ ``განზე დგომას``. თორემ, არამგონია ან მე ვგავდე ჩხუბისთავს... არც არჩევნების წინააღმდე გამოვსულვარ, მაგრამ, გეცოდინებათ, ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებები ვის სასარგებლოდ ხდება-ხოლმე.
ეს მცირედიც იყოს ბარემ აქ.
როდესაც დუმილიც ღალატია...
რამდენი ხანია, რაც ამ ლექსს ვწერ, იმედშემკრთალია მოლოდინი, როგორ მეშინია არ წამექცე, თითქოს, ყველა დილა ბოლო დღეა. ზეცაც ჩამოიმხეს როცა თავზე, ირგვლივ საპასუხო განგაშია, მე კი, შენი სუნთქვის მოდარაჯეს, უკვე მერამდენედ გამაცია… შენი გულისცემით წამებს ვმარცვლავ, მაგრამ ვეღარაფრით ვამარტივებ, თვალებსაც ფერები გაუბაცდა, ობმოკიდებული ნახატივით… რამდენი ხანია, რაც ამ ლექსს ვწერ და რა მცირედია… მაპატიე.
45. რომელი არჩევნების გზით ილტოსპირელო ბატონო? :)) ნაცები რომ აყალბებეენ იმით? რომელი არჩევნების გზით ილტოსპირელო ბატონო? :)) ნაცები რომ აყალბებეენ იმით?
44. დედაქალაქო, მე სულ მახსოვს ძველი კადრები: ეგ დაგლეჯილი მკერდიც... გულიც... კვამლიც... სიცივეც... რუსთაველიდან სისხლი მტკვრისკენ ჩამონადენი... უიმედობის, შიშის ქროლვა და სიციმციმეც...
რა ვქნა, სამშობლოვ, ტკივილამდე ძვლებში დამხვრელო, ამ ბობოქარის ვერ ვირწმუნე ზნენი ზვირთების... გავდივარ განზე, ასე ჩუმად და უსახელოდ, რომ მოძმის სისხლით არ დასველდეს ჩემი თითებიც...
და შეჩვენების ქვაც პირველი მესროლოს იმან, ვისაც სწამს სიბრძნე და სიმართლე მოყვასთან ომის... ჩემს დაღლილ მზერას მიაცილებს აპრილის წვიმა და სინანულის მეფურცლება ათასი ტომი...
აი, ეს სიტყვები დავწერე ამ ორიოდე დღის წინ ამ საიტზე. ლექსს სხვადასხვანაირი გამოხმაურება ჰქონდა. რამდენიმემ მსუბუქად მიმანიშნა, რომ არ იყო ლექსის ლირიკული გმირის პოზიცია სწორი - მოვლენებისაგან განზე განდგომააო... ასეთ დროს მწერალი ვალდებულია, თავადაც ბარიკადებზე დადგეს და უკვე იქ მყოფთაც შეუძახოს, გაამხნევოსო...
აი, რა მოგვიტანა ერთხელ ასეთმა შეძახილმა, გამხნევებამ, მე ძალიან მკაფიოდ მახსოვს ის პერიოდი:
90-იან წლებს ვგულისხმობ. საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთი ამის სასტიკი წინააღმდეგია. იწყება უშეღავათო ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მოსკოვი იოლად პოულობს დასაყრდენს ინტელიგენციაში (მწერლებში, პოეტებში, მეცნიერებში, რეჟისორებში, მსახიობებში და ა. შ.). ისეთი აღვირახსნილია ჭორისა და ცილისწამების კრემლური კამპანია, რომ მამაზეციერი რომ იდგეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, იმასაც კი არავინ დაინდობს...
და ამ კამპანიის გამხმოვანებელი, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შემძახებელი, გამამხნევებელი, სხვებთან ერთად, არის ერთი ჩემი ლექტორიც, უნიჭიერესი და საყოველთაოდ ცნობილი პროფესორი, კომუნისტების მიერ დახვრეტილი მამულიშვილის შვილი, მორწმუნე და დემოკრატი ბუნების ადამიანი. მის სიტყვას ფასი აქვს. ისიც, აყოლილი იმ საკენკის კენკვას, რაც კრემლს გადმოუყრია თბილისში, ინტენსიურად გამოდის ოპოზიციის მიტინგებზე, ამუნათებს ხელისუფლებას...
მე ვიცი, მჯერა, რომ ჩემი პროფესორი მართლა სამართლიანი და ჰუმანური საზოგადოების შესაქმნელად იბრძვის. მაგრამ ის, ვისი პროვოცირებულიცაა ეს მოძრაობა, თურმე სულ სხვანაირად ფიქრობს...
ასეთი კეთილშობილი პერსონების ს ი ტ ყ ვ ი თ შეგულიანებული და ალესილი ადამიანები ახდენენ სამხედრო გადატრიალებას. ქვეყანაში იწყება სამოქალაქო ომი. ერთ-ერთი მანიფესტაციის დარბევისას ნიღბიანი "მხედრიონელები" და "გვარდიელები", დადევნებულნი მანიფესტანტებს, იჭრებიან უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და გზაზე ყველას და ყველაფერს ანადგურებენ. დაზარალებულთა შორის ვხედავ ჩემს პროფესორსაც, გალახულს, შეგინებულს, შეურაცხყოფილს და ალბათ რაღაც განგებით გადარჩენილს სიკვდილს. მივდივარ. ვეუბნები "ნუთუ ამისთვის გამოდიოდით სიტყვებით, ბატონო პროფესორო, რომ ეს იარაღიანი ხალხი გაგეთარეშათ ქვეყანაში, ამდენი სისხლი და მსხვერპლი მოგეტანათ?" "არა, მე დემოკრატიისთვის ვიბრძოდი. მე ეს ნამდვილად არ მინდოდა" მპასუხობს ის. "აი, შედეგად კი ეს მოგვიტანა თქვენმა სიტყვებმა, - ვეუბნები მე, - შეგიძლიათ შეცვალოთ ეხლა რაიმე?" "არა, სამწუხაროდ მე აღარაფერი შემიძლია შევცვალო"... მეუბნება ჩემი პროფესორი და მე ის მაშინ გუწრფელად შემეცოდა...
სამწუხაროდ, ტრაგედია მხოლოდ ქართველთა შორის სამოქალაქო დაპირისპირებით არ შემოფარგლულა, რადგან მტერს უფრო დიდი ჩანაფიქრი ქონდა. დაიწყო ომი აფხაზეთში, რასაც მოჰყვა სოჭისა და დაგომისის კაპიტულანტური ხელშეკრულებები, რომლის ძალითაც საქართველომ საბოლოოდ დაკარგა როგორც ერთი, ისე მეორე რეგიონი...
ეს არ იყო მხოლოდ კეთილშობილური იდეებისათვის მებრძოლი ფროფესორის პიროვნული ტრაგედია...
იგი ქვეყნის საერთო ტრაგედიად იქცა...
ბოროტება, რომლის სათავეშიც საქართველოს საელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მებრძოლი მტერი დგას, მრავალნაირი მაცდური და ლამაზი ნიღბით დადის...
აი, ამიტომ დაწერე მე ზემოთმოყვანილი ჩემი ლექსის სტრიქონები და ამიტომ ვეთანხმები აზრს, რომ რაც არ უნდა ჩვენთვის არასასურველი ხელისუფლება გვყავდეს, იგი აუცილებლად უნდა შ ე ვ ც ვ ა ლ ო თ მ ხ ო ლ ო დ დ ა მ ხ ო ლ ო დ ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი ს გ ზ ი თ, კ ა ნ ო ნ ი თ გ ა ნ ს ა ზ ღ ვ რ უ ლ ვ ა დ ა შ ი.
ყველა სხვა გზა ჩემთვის მიუღებელია და მეჩვენება, რომ ქვეყანას უკუსვლის მეტს არაფერს მოუტანს... დედაქალაქო, მე სულ მახსოვს ძველი კადრები: ეგ დაგლეჯილი მკერდიც... გულიც... კვამლიც... სიცივეც... რუსთაველიდან სისხლი მტკვრისკენ ჩამონადენი... უიმედობის, შიშის ქროლვა და სიციმციმეც...

ყველა სხვა გზა ჩემთვის მიუღებელია და მეჩვენება, რომ ქვეყანას უკუსვლის მეტს არაფერს მოუტანს...
43. ეხლა პატარა პლაგიატს გავუკეთებ ჯანელიძეს ;)
ბავშვს ვუთხარიო რო ეხლა წავიდეთ სახლში და თუ ჭკვიანად მოიქცევი კიდე მოგიყვანო,(მიტინგზეო) მერე სკოლას რო მორჩები შენ თვითონაც ივლი ხოლმეო, მერე შვილებსაც გამოასეირნებო, შვილიშვილებსაცო. ამასობაში მაპსაც მოგვცემენო ( იმედიაო) :)) :))
ნატო არა და ერთი ორი ნატაშა... :)) ეხლა პატარა პლაგიატს გავუკეთებ ჯანელიძეს ;)
ბავშვს ვუთხარიო რო ეხლა წავიდეთ სახლში და თუ ჭკვიანად მოიქცევი კიდე მოგიყვანო,(მიტინგზეო) მერე სკოლას რო მორჩები შენ თვითონაც ივლი ხოლმეო, მერე შვილებსაც გამოასეირნებო, შვილიშვილებსაცო. ამასობაში მაპსაც მოგვცემენო ( იმედიაო) :)) :))
ნატო არა და ერთი ორი ნატაშა... :))
42. არ უნდა უნდა ევროპას მსოფლიო ომი და არც ჩვენ გვინდა ნატოში, ტერიტორიული მთლიანობის გარეშე. ხოდა ეგ საკენკი სხვებს დაუყარონ :P ჩვენ გვინდა მშვიდობა და ეკონომიურად ძლიერი სახელმწიფო :) ეს კიდევ მიხწევადია გონიერი მმართველობის შედეგად. :) არ უნდა უნდა ევროპას მსოფლიო ომი და არც ჩვენ გვინდა ნატოში, ტერიტორიული მთლიანობის გარეშე. ხოდა ეგ საკენკი სხვებს დაუყარონ :P ჩვენ გვინდა მშვიდობა და ეკონომიურად ძლიერი სახელმწიფო :) ეს კიდევ მიხწევადია გონიერი მმართველობის შედეგად. :)
41. პოლიტიკა ხელოვანის საქმე არააო, მიკვირს რომ ამბობენ. ან რომელ პოლიტიკაზეა საუბარი, როცა საქართველოს სინდისი ბინძურ ხელებშია მომწყვდეული და სულს ღაფავს... მე, უბრალოდ, აღარ მინდა გლეხს ვაზი გაუჩეხონ... ახლა, ჩემი აკანკალებული თითებით და ტვინის უჯრედებით ამ წერილს რომ გწერ, ეზოში გულსაკლავი ხმა ისმის, დედაქალაქის მშვენებას ანადგურებენ, ძირშივე ჭრიან ამაყად მდგომ ჭადრებს და ალვებს, არაერთი პოეტის შთაგონების წყარო რომ ყოფილან. ახალშეფოთლილი ტოტები მიყოლებით ენარცხებიან ძირს და მესმის, როგორ კვნესის მიწა მათი ცოდვით.
ყოველ სტრიქონში მართალი ხარ და გულსაკლავია ეს ყველაფერი... პოლიტიკა ხელოვანის საქმე არააო, მიკვირს რომ ამბობენ. ან რომელ პოლიტიკაზეა საუბარი, როცა საქართველოს სინდისი ბინძურ ხელებშია მომწყვდეული და სულს ღაფავს... მე, უბრალოდ, აღარ მინდა გლეხს ვაზი გაუჩეხონ... ახლა, ჩემი აკანკალებული თითებით და ტვინის უჯრედებით ამ წერილს რომ გწერ, ეზოში გულსაკლავი ხმა ისმის, დედაქალაქის მშვენებას ანადგურებენ, ძირშივე ჭრიან ამაყად მდგომ ჭადრებს და ალვებს, არაერთი პოეტის შთაგონების წყარო რომ ყოფილან. ახალშეფოთლილი ტოტები მიყოლებით ენარცხებიან ძირს და მესმის, როგორ კვნესის მიწა მათი ცოდვით.
ყოველ სტრიქონში მართალი ხარ და გულსაკლავია ეს ყველაფერი...
40. თეე ძალიან საყვარელი ხარ...მგონი ყველას სათქმელი თქვი ამით..ხო, მეც მტკივა... :-* თეე ძალიან საყვარელი ხარ...მგონი ყველას სათქმელი თქვი ამით..ხო, მეც მტკივა... :-*
39. საქ-ს ხსნა ნატოში არისო ?
ნატო , როგორც ვიცი სამხედრო გაერთიანებაა და საქართველოს გაწევრიანება ნატოში მესამე მსოფ. ომის დასაწყისი იქნება . . . საქართველომ ომი რომ დაიწყოს ნატოს წევრი ქვეყნები ავტომატურად ერთვებიან ომში
და უნდა ევროპას მესამე მსოფლიო ომი ?
საქ-ს ხსნა ნატოში არისო ?
ნატო , როგორც ვიცი სამხედრო გაერთიანებაა და საქართველოს გაწევრიანება ნატოში მესამე მსოფ. ომის დასაწყისი იქნება . . . საქართველომ ომი რომ დაიწყოს ნატოს წევრი ქვეყნები ავტომატურად ერთვებიან ომში
და უნდა ევროპას მესამე მსოფლიო ომი ?
38. ბესიკის სიტყვებს გავიმეორებ აქაც, ხარანაულისას: "არაფერი ვართ და ქართველები მაინც ვიყოთ!" და გავჩუმდები... ბესიკის სიტყვებს გავიმეორებ აქაც, ხარანაულისას: "არაფერი ვართ და ქართველები მაინც ვიყოთ!" და გავჩუმდები...
37. თეკო თეკო თე :) ნუ მოიშლი ნერვებს, არ ღირს. ეს ხალხი და ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმის მეტს რაც აქვს! რა ცოცხიცაა ტარიც ის აქვს გაკეთებული!
ხო გახსოვს აგვისტოში რას ვამბობდი? აგვისტომდე და 7 ნოემბრამდე ვამბობდი მაგასაც, მარა რა?...
სანამ ამ ქვეყანაში პურს მეპურეები არ გამოაცხობენ და ხალხი კიდე იმას არ ისწავლის რომ ეს მეპურეები ემსახურებიან მას და არა პირიქით ყოველთვის ასე იქნება.
თეკო თეკო თე :) ნუ მოიშლი ნერვებს, არ ღირს. ეს ხალხი და ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმის მეტს რაც აქვს! რა ცოცხიცაა ტარიც ის აქვს გაკეთებული!
ხო გახსოვს აგვისტოში რას ვამბობდი? აგვისტომდე და 7 ნოემბრამდე ვამბობდი მაგასაც, მარა რა?...
სანამ ამ ქვეყანაში პურს მეპურეები არ გამოაცხობენ და ხალხი კიდე იმას არ ისწავლის რომ ეს მეპურეები ემსახურებიან მას და არა პირიქით ყოველთვის ასე იქნება.
36. არაფერი არ ხდება ხალხო.....არც მე მომწონან ნამუს გაწყვეტილი პოლიტიკოსები. არც ნაცები და არც ოპოები...ყველა ერთი ნაგავია ხალხო! და არ არსებობს კარგი და ცუდი ხელისუფლება..... არსებობს კანონიერი და უკანონო მმართველობა. ხოდა პოლიტიკოსი თუ ამ მომენტში ჩემი ქვეყნის საქმეს აკეთებს, მე მხარს დავუჭერ მხოლოდ ამისათვის. ამიტომ არის ჩემი ადგილი რუსთაველზე დღეს..... მეტი არაფერი. ბელადებისგან ღმერთმა დაგვიფაროს მომავალში. გაუმარჯოს საქართველოს და ქართველ ხალხს..... ძირს ჭკუასუსტი მმართველი! ;) არაფერი არ ხდება ხალხო.....არც მე მომწონან ნამუს გაწყვეტილი პოლიტიკოსები. არც ნაცები და არც ოპოები...ყველა ერთი ნაგავია ხალხო! და არ არსებობს კარგი და ცუდი ხელისუფლება..... არსებობს კანონიერი და უკანონო მმართველობა. ხოდა პოლიტიკოსი თუ ამ მომენტში ჩემი ქვეყნის საქმეს აკეთებს, მე მხარს დავუჭერ მხოლოდ ამისათვის. ამიტომ არის ჩემი ადგილი რუსთაველზე დღეს..... მეტი არაფერი. ბელადებისგან ღმერთმა დაგვიფაროს მომავალში. გაუმარჯოს საქართველოს და ქართველ ხალხს..... ძირს ჭკუასუსტი მმართველი! ;)
35. ბატონო სოსო, ეს წერილი სწორედაც რომ ჩემივე ლექსზე გამოხმაურებასავითაა. ახლა გადავხედე და მის კომენტარებში თქვენ უბრალოდ წარმატება გისურვებიათ. წერილის მიზანიც ისაა, რომ ლიტერატორებმა გამოთქვან საკუთარი აზრი ამ საკითხზე. მგონი, ჯანსაღი მსჯელობა გულდასაწყვეტი არავისთვის უნდა იყოს. საპატიებელი არაფერია თქვენი მხრიდან. უბრადლო, ვთვლი, რომ მეტი აქტიურობაა საჭირო, თუნდაც ხელოვანი ხალხისა. და, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ არაერთი მათგანი გამოთქვამს მოსაზრებას ამ ყველაფერზე. არამგონია, დუმილი იყოს საუკეთესო გამოსავალი, თორემ კარგი ლექსებით რომ ვეშველებოდეთ სამშობლოს, ეგეც საქმეა ჩემნაირებისთვის.
და კიდევ, მგონი ბაკურს არ უთქვამს, რომ გამსახურდია არაეროვნული იყო. შეცდომებს ხომ ყველა ვუშვებთ და დიდი ადამიანებიც არ არიან გამონაკლისნი. ბატონო სოსო, ეს წერილი სწორედაც რომ ჩემივე ლექსზე გამოხმაურებასავითაა. ახლა გადავხედე და მის კომენტარებში თქვენ უბრალოდ წარმატება გისურვებიათ. წერილის მიზანიც ისაა, რომ ლიტერატორებმა გამოთქვან საკუთარი აზრი ამ საკითხზე. მგონი, ჯანსაღი მსჯელობა გულდასაწყვეტი არავისთვის უნდა იყოს. საპატიებელი არაფერია თქვენი მხრიდან. უბრადლო, ვთვლი, რომ მეტი აქტიურობაა საჭირო, თუნდაც ხელოვანი ხალხისა. და, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ არაერთი მათგანი გამოთქვამს მოსაზრებას ამ ყველაფერზე. არამგონია, დუმილი იყოს საუკეთესო გამოსავალი, თორემ კარგი ლექსებით რომ ვეშველებოდეთ სამშობლოს, ეგეც საქმეა ჩემნაირებისთვის.
და კიდევ, მგონი ბაკურს არ უთქვამს, რომ გამსახურდია არაეროვნული იყო. შეცდომებს ხომ ყველა ვუშვებთ და დიდი ადამიანებიც არ არიან გამონაკლისნი.
34. მინდა გალაკტიონის ლექსი შეგახსენო :"შიშის ზარს სცემდა პოეზია უფრორე მეტად, ბინემ ფერმკრთალი შეთქმულება აჯანყებისთვის!' მინდა გალაკტიონის ლექსი შეგახსენო :"შიშის ზარს სცემდა პოეზია უფრორე მეტად, ბინემ ფერმკრთალი შეთქმულება აჯანყებისთვის!`
33. თეა შენი ნებაა, რას მოიმოქმედებ, რა თქმა უნდა, მაპატიე რომ რჩევა მოგეცი! თეა შენი ნებაა, რას მოიმოქმედებ, რა თქმა უნდა, მაპატიე რომ რჩევა მოგეცი!
32. ჩემო ბაკურ, შენ ჩემზე უკეთ იცი რომ ცხოვრება მარტო ჭამა და საკვების მონელება არაა, გამსახურდია რომ ეროვნული ლიდერი არ ყოფილიყო, რუსეთის სპეც რაზმები არ დაუწყებდნენ ტყე -ტყე დევნასა და არ მოკლავდნენ... ბრძოლის გარეშე, რადიკალიზმის გარეშე რუსეთს ვერ დავუსხლტები, რას ვიზამთ, ზვიადს იდეისთვის თავგანწირვა მიაჩნდა დიად მიზნად და ეს შეძლო კიდეც, სამწუხაროდ ერთეულები არიან ასეთები, უმრავლესობას ტკბილი ცხოვრება და ტაკიმასხრობა მიაჩნია სანეტარო საქმედ, ვინ მართალია და ვინ არა ამას იქ ცაში, უფალი განსაზღვრავს, აქ კი მე პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც პატრიოტული იდეისთვის თავის განწირვა შეუძლიათ... ჩემო ბაკურ, შენ ჩემზე უკეთ იცი რომ ცხოვრება მარტო ჭამა და საკვების მონელება არაა, გამსახურდია რომ ეროვნული ლიდერი არ ყოფილიყო, რუსეთის სპეც რაზმები არ დაუწყებდნენ ტყე -ტყე დევნასა და არ მოკლავდნენ... ბრძოლის გარეშე, რადიკალიზმის გარეშე რუსეთს ვერ დავუსხლტები, რას ვიზამთ, ზვიადს იდეისთვის თავგანწირვა მიაჩნდა დიად მიზნად და ეს შეძლო კიდეც, სამწუხაროდ ერთეულები არიან ასეთები, უმრავლესობას ტკბილი ცხოვრება და ტაკიმასხრობა მიაჩნია სანეტარო საქმედ, ვინ მართალია და ვინ არა ამას იქ ცაში, უფალი განსაზღვრავს, აქ კი მე პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც პატრიოტული იდეისთვის თავის განწირვა შეუძლიათ...
31. კარგი გოგო ხარ შენ თეა... კარგი გოგო ხარ შენ თეა...
30. ''პოლიტიკა იყოს პოლიტიკა, პიარი და შოუ იყოს პიარი და შოუ. . .
დავიღალე დაძაბულობით. ბელადომანია გვღუპავს.''
აბსოლუტურად გეთანხმები, მაია. და შენი აზრით მშვიდ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა?
''ის, ვინც სათავეშია ან გვინდა რომ სათავეში იყოს, არაა ღმერთი და სალოცავი.'' ამაშიც 100%-ით გეთანხმები, ოღნდ, შენგან განსხვავებით, ეს ''ერთხელ მაინც ცივილიზებულად შეიცვალოს მმართველობა.'' არ მიმაჩნია მაგის გარანტად, არანაირად თან, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში. XXI საუკუნე რომაა, მაგიტომაც უნდა ჰქონდეს ხალხს შეუზღუდავი უფლება იმისა, რომ პროტესტი გამოთქვას იმის წინააღმდეგ, რაც(ვინც) მის უფლებებ ასე ლახავს.
და კიდევ, მაი, შენთვის არ მომიწერია, მეგობარო. და არც არავისთვის კონკრეტულად.
``პოლიტიკა იყოს პოლიტიკა, პიარი და შოუ იყოს პიარი და შოუ. . .
დავიღალე დაძაბულობით. ბელადომანია გვღუპავს.``
აბსოლუტურად გეთანხმები, მაია. და შენი აზრით მშვიდ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა?
``ის, ვინც სათავეშია ან გვინდა რომ სათავეში იყოს, არაა ღმერთი და სალოცავი.`` ამაშიც 100%-ით გეთანხმები, ოღნდ, შენგან განსხვავებით, ეს ``ერთხელ მაინც ცივილიზებულად შეიცვალოს მმართველობა.`` არ მიმაჩნია მაგის გარანტად, არანაირად თან, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში. XXI საუკუნე რომაა, მაგიტომაც უნდა ჰქონდეს ხალხს შეუზღუდავი უფლება იმისა, რომ პროტესტი გამოთქვას იმის წინააღმდეგ, რაც(ვინც) მის უფლებებ ასე ლახავს.
და კიდევ, მაი, შენთვის არ მომიწერია, მეგობარო. და არც არავისთვის კონკრეტულად.
29. ნინი:-* თუ სწორად გავიგე, შენი მეგობარი მაშინდელ მინისტრზე განაწყენების მიუხედავად, ახლა ოპოზიციის მხარდამჭერია და ძველი იმედგაცრუება დაივიწყა. ალბათ, ეს იგულისხმე...
მე კი პოზიცია-ოპოზიციას კი არა, უფრო ზოგად პრობლემაზე ვამბობ. სიტუაციაზე, როცა ისე უშფოთველად ვართ, თითქოს, არაფერი ხდება საგანგაშო, რადგან პირადად ჩვენ არ გვეხება, და განვაგრძობთ ჩვეულებრივ ყოფას მაშინ, როცა სიტყვით მაინც შეგვიძლია შევეშველოთ ქვეყანას. ნინი:-* თუ სწორად გავიგე, შენი მეგობარი მაშინდელ მინისტრზე განაწყენების მიუხედავად, ახლა ოპოზიციის მხარდამჭერია და ძველი იმედგაცრუება დაივიწყა. ალბათ, ეს იგულისხმე...
მე კი პოზიცია-ოპოზიციას კი არა, უფრო ზოგად პრობლემაზე ვამბობ. სიტუაციაზე, როცა ისე უშფოთველად ვართ, თითქოს, არაფერი ხდება საგანგაშო, რადგან პირადად ჩვენ არ გვეხება, და განვაგრძობთ ჩვეულებრივ ყოფას მაშინ, როცა სიტყვით მაინც შეგვიძლია შევეშველოთ ქვეყანას.
28. ისევ მოვბრუნდი :)
ჰოდა სხვათა შორის ის დაქალი ამ ორი წლის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში რაღაც კონკურსში ღებულობდა მონაწილეობას, მაშინ საფრანგეთიდან ჩამობრძანებული ქალბატონი იყო მინისტრი და მიუხედავად იმისა, რომ ლალიმ ასი ქულიდან ასივე მიიღო (ძალიან ნიჭიერი გოგოა), მაინც არ დააწყებინეს მუშაობა, მხოლოდ უტვინოები მიიღეს და მახსოვს ლალი მაშინ ძალიან გულგატეხილი იყო :)
იმედია მიმიხვდი რისი თქმაც მინდა თეა :)
გაკოცე :-* ისევ მოვბრუნდი :)

გაკოცე :-*
27. გენაცვალე:-*
გენაცვალე:-*
26. გულწრფელი გულისტკივილი!!! ყოჩაღ თეა!!! გულწრფელი გულისტკივილი!!! ყოჩაღ თეა!!!
25. დავმშვიდდი თეა :)
ერთი დაქალი მყავს, ისიც შენსავითაა, მხოლოდ შენგან განსხვავებით ერთ-ერთ პარტიაშია და სულ ვეკაიფები ხოლმე :)
არ მესმის ეს პარტიულობა და რა ვქნა? :) დაქალია, მაგრამ მაინც :)
დავმშვიდდი თეა :)
ერთი დაქალი მყავს, ისიც შენსავითაა, მხოლოდ შენგან განსხვავებით ერთ-ერთ პარტიაშია და სულ ვეკაიფები ხოლმე :)
არ მესმის ეს პარტიულობა და რა ვქნა? :) დაქალია, მაგრამ მაინც :)
24. ნიჩორტ, დამშვიდდი. არცერთ პარტიაში გაწევრიანებას არ ვაპირებ:)) უბრალოდ, იცით რა არის?! მომიტევეთ ყველამ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, როცა თუნდაც ერთი ღირსეული ქართველი ღამეებს ათევს ღია ცის ქვეშ, იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს დაცული, ელემენტარულ დონეზე მაინც, გაგიკვირდებათ და ჩემთვის რთულია ჩემს საყვარელ ლიტერატურულ საიტზე ყველაზე ამაღლებული სატრფიალო ლირიკის სიამოვნებით შეფასება და წაკითხვაც კი. ნიჩორტ, დამშვიდდი. არცერთ პარტიაში გაწევრიანებას არ ვაპირებ:)) უბრალოდ, იცით რა არის?! მომიტევეთ ყველამ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, როცა თუნდაც ერთი ღირსეული ქართველი ღამეებს ათევს ღია ცის ქვეშ, იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს დაცული, ელემენტარულ დონეზე მაინც, გაგიკვირდებათ და ჩემთვის რთულია ჩემს საყვარელ ლიტერატურულ საიტზე ყველაზე ამაღლებული სატრფიალო ლირიკის სიამოვნებით შეფასება და წაკითხვაც კი.
23. :) ჩემო თერგო... :) ჩემო თერგო...
22. მეამბოხე :) მეამბოხე :)
21. ძალიან, ძალიან კარგი ხარ.... ძალიან, ძალიან კარგი ხარ....
20. ჩაგეხუტე მეგობარო :)
ზოგჯერ მეჩვენება, რომ ზედმეტად მიგაქვს გულთან რაღაცეები, არ ჩაერიო პოლიტიკაში, ძალიან ბინძურია თე...
ჩაგეხუტე მეგობარო :)
ზოგჯერ მეჩვენება, რომ ზედმეტად მიგაქვს გულთან რაღაცეები, არ ჩაერიო პოლიტიკაში, ძალიან ბინძურია თე...
19. მოკლედ, ისევ პოლიტიკას ეძახის ზოგიერთი ჩემთვის პატივსაცემი პიროვნება იმას, რასაც ჩემი აზრით ეროვნულობა ჰქვია...
ბატონო სოსო, ვერანაირად ვერ დაგეთანხმეებით, რომ ''ეროვნული იდეა დასამარებულია'', თუნდაც იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა, აზროვნებს ეროვნულად.
ასაკის მიუხედავად, მეც მახსოვს 9 აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი და ყველანაირი უფლება მაქვს, რომ გამოვთქვა ჩემი აზრი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ. ეს ლექსად იქნება, თუ პუბლიცისტურ წერილად, ჩემი გადასაწყვეტია მხოლოდ. ვთვლი, რომ მას, ვისაც ''კალამი უჭირავს'', ყველაზე ნაკლები უფლება აქვს მდუმარებისა და უმოქმედობისა!
თქვენ, ნებისმიერს, შეგილიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მივიღო რჩევები იმის შესახებ, რა უნდა ვაკეთო და რა ვთქვა.
არ მინდა ''ხელჩაქნეულ პოზიციაში'' დგომა და ეს ჩემი უფლებაა!
''მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის, ჩემო თერგო''... გეცოდინებათ ყველას.
პატივისცემით! მოკლედ, ისევ პოლიტიკას ეძახის ზოგიერთი ჩემთვის პატივსაცემი პიროვნება იმას, რასაც ჩემი აზრით ეროვნულობა ჰქვია...
ბატონო სოსო, ვერანაირად ვერ დაგეთანხმეებით, რომ ``ეროვნული იდეა დასამარებულია``, თუნდაც იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდა, აზროვნებს ეროვნულად.
ასაკის მიუხედავად, მეც მახსოვს 9 აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი და ყველანაირი უფლება მაქვს, რომ გამოვთქვა ჩემი აზრი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ. ეს ლექსად იქნება, თუ პუბლიცისტურ წერილად, ჩემი გადასაწყვეტია მხოლოდ. ვთვლი, რომ მას, ვისაც ``კალამი უჭირავს``, ყველაზე ნაკლები უფლება აქვს მდუმარებისა და უმოქმედობისა!
თქვენ, ნებისმიერს, შეგილიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მივიღო რჩევები იმის შესახებ, რა უნდა ვაკეთო და რა ვთქვა.
არ მინდა ``ხელჩაქნეულ პოზიციაში`` დგომა და ეს ჩემი უფლებაა!
``მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის, ჩემო თერგო``... გეცოდინებათ ყველას.
პატივისცემით!
18. აუუ,რა საყვარელი ხარ :-* აუუ,რა საყვარელი ხარ :-*
17. გენაცვალე...:) დღეს,შუადღისას ნეკერას ვესაუბრებოდი ტელეფონზე და შენზე ვკითხე,რა ჭირს თეას,რატოა რაღაც მოწყენილი თუ მეჩვენებათქო...
თე,მესმის შენი ტკივილი,ჩემიცაა და შენ ასე ემოციური... >:D< უფალი გფარავდეს,თე...და სრულიად ყველას...:)
გენაცვალე...:) დღეს,შუადღისას ნეკერას ვესაუბრებოდი ტელეფონზე და შენზე ვკითხე,რა ჭირს თეას,რატოა რაღაც მოწყენილი თუ მეჩვენებათქო...
თე,მესმის შენი ტკივილი,ჩემიცაა და შენ ასე ემოციური... >:D< უფალი გფარავდეს,თე...და სრულიად ყველას...:)
16. ემოციური და საყვარელი თე... :-* არც შეიძლება ასეთ საკითხზე უემოციოდ... მოგეფერე :) ემოციური და საყვარელი თე... :-* არც შეიძლება ასეთ საკითხზე უემოციოდ... მოგეფერე :)
15. მეც მგონიაა რომ თეე-ს ვიცნოობ და ვიცნოობ იმდენად კარგად,მენანება ურაკპარაკის ჩაქრობა,რადგან მასაც ვეღარ ვიხილავ,
ჭირდება ზუსტადაც ახლა შენნაირი ადამიანები საქართველოს!!! მეც მგონიაა რომ თეე-ს ვიცნოობ და ვიცნოობ იმდენად კარგად,მენანება ურაკპარაკის ჩაქრობა,რადგან მასაც ვეღარ ვიხილავ,
ჭირდება ზუსტადაც ახლა შენნაირი ადამიანები საქართველოს!!!
14. სევარიონ, აიღო უკვე ხელში მაგან თავისი ,,მახვილი,, და ეგაა...
და კიდევ - ამ ნატოსკენ სწრაფვაში, უკვე გადაგვყლაპა რუსეთმა და...
იქნებ შენ რომ დაფიქრებას ეძახი, სწორედ ისაა დაუფოქრებლობა და არასწორი ფიქრი????
იქნებ ჩვენი ,,არაპროვოკაციული,, მისწრაფებებია სწორედ პროვოკაციული და სწორედ ეგ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს?
იქნებ იმ ჯალათებს, სწორედ გამსახურდიას, მაპატიეთ და მეტად უგუნურმა ნაბიჯებმა შეუქმნა იმისი ნიადაგი, რომ ,,თავისი გაეტანათ,,?
იქნებ მოხერხებულიყო ნატოსკენ სწრაფვა ისე, რომ საკუთარი ხალხისთვის სულში არ ჩაეფურთხებინა მთავრობას?
მე მგონია, რომ სწორედ ,,კერპთთაყვანისმცემლური,, მიდგომები გვღუპავს ქართველებს და იდეაფიქსური აზროვნებაა ჩვენი დამღუპველი... იქნებ დროა მივეჩვიოთ მრავალმხრივ აზროვნებას და აღარ არსებობდეს ჩვენთვის მსჯელობისაგან ტაბუდადებული თემები და პიროვნებები????
არ მესროლოთ ილია ვარ /ბაკურ სვანიძე/
სევარიონ, აიღო უკვე ხელში მაგან თავისი ,,მახვილი,, და ეგაა...

13. თბილო და საყვარელო, შენი თვალით დანახული სამყაროს დანახვა შევძელი. 5 თბილო და საყვარელო, შენი თვალით დანახული სამყაროს დანახვა შევძელი. 5
12. "სუფთა" ნაწარმოებს სუფთა სულის ადამიანი თუ შექმნის.ჩვენ ხომ ჯერ პიროვნებები ვართ? ჩვენ თვითონ თუ არა, სხვას ვის აქვს ჩვენი დარდი? ბევრს ვლაპარაკობთ და ცოტას ვაკეთებთ... "სუფთა" ნაწარმოებს სუფთა სულის ადამიანი თუ შექმნის.ჩვენ ხომ ჯერ პიროვნებები ვართ? ჩვენ თვითონ თუ არა, სხვას ვის აქვს ჩვენი დარდი? ბევრს ვლაპარაკობთ და ცოტას ვაკეთებთ...
11. ჩამოგართვი ხელი და გიგზავნი გულს.... მიყვარხარ და ვიცი, ეს სრულიად გულწრფელი ამოძახილია...მაგრამ ჩემში ამ უთავბოლო დროის ტრიალმა რაღაც გატეხა.... აღარ მჯერა არავისი... პოლოიტიკას ძალიან ნიჰილისტურად ვუყურებ... მართალი იყო უფალი, როცა თავად მოსეც არ შეუშვა აღთქმულ ქვეყანაში... მე იმ თაობას ვეკუთვნი მოსესთან ერთად რომ გამოვიდა ეგვიპტური მონობიდან ...ჩვენ ვერა...თქვენ-კი... თქენი იმედითა და რწმენით მიარწევთ, ვიცი... და სულით და გულით თქენთანა ვარ, მაგრამ არა მჯერა არავისი და რა ვქნა.... მაპატიოს უფალმა.... ხვალინდელი მიტევებისა და ურთიერთნდობის მადლით ავსებულიყოს ჩვენი გულები, ამას ვთხოვ უფალს....:) ჩამოგართვი ხელი და გიგზავნი გულს.... მიყვარხარ და ვიცი, ეს სრულიად გულწრფელი ამოძახილია...მაგრამ ჩემში ამ უთავბოლო დროის ტრიალმა რაღაც გატეხა.... აღარ მჯერა არავისი... პოლოიტიკას ძალიან ნიჰილისტურად ვუყურებ... მართალი იყო უფალი, როცა თავად მოსეც არ შეუშვა აღთქმულ ქვეყანაში... მე იმ თაობას ვეკუთვნი მოსესთან ერთად რომ გამოვიდა ეგვიპტური მონობიდან ...ჩვენ ვერა...თქვენ-კი... თქენი იმედითა და რწმენით მიარწევთ, ვიცი... და სულით და გულით თქენთანა ვარ, მაგრამ არა მჯერა არავისი და რა ვქნა.... მაპატიოს უფალმა.... ხვალინდელი მიტევებისა და ურთიერთნდობის მადლით ავსებულიყოს ჩვენი გულები, ამას ვთხოვ უფალს....:)
10. თეა, მოგესალმები :)
მინდა გითხრა, რომ მე სათქმელი ყოველთვის მაქვს ხოლმე ამ საკითხზე რაზეც შენ ლაპარაკობ,,, თემა ისეთია რომ საკმაოდ გვტკივა ყველას, დიდსა თუ პატარას, პოეტსა თუ არაპოეტს,,,
თუმცა, დღეს მე შორს არ წავალ ,
უბრალოდ ავღნიშნავდი, შენი წერილის მთავარი ასპექტი, შეტყობინება ისაა, რომ ჩვენ მზად ვართ რაღაც ახლის დასაწყებად, ჩვენ ვეძებთ,, და მინდა რომ ეს ძიება დასრულდეს პოზიტიურად, რომ დამარცხებულად არ იგრძნოს თავი არავინ,,
შეცდომები ბევრია,, თეა, ძალიან ბევრი,, რომელი ერთი მოვთვალო,, მეც მიფიქრია მათზე და დამიწერია კიდევაც,,
მე მიხარია მეგობარი, რომელიც არის კარგი ადამიანი :) დასტური თამარ ბუკიას კომენტარს :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
თეა, მოგესალმები :)

9. არ მეგონა თუ ჩემი თვალების გადამკიდე ბოლომდე ჩაკითხვას შევძლებდი: თუმცა ურაკპარაკი ხომ ჩემიცაა და შენ ასეთი ემოციური ხარ აქაც: არ მეგონა თუ ჩემი თვალების გადამკიდე ბოლომდე ჩაკითხვას შევძლებდი: თუმცა ურაკპარაკი ხომ ჩემიცაა და შენ ასეთი ემოციური ხარ აქაც:
8. ჩემო თეა, შენ ახალგაზრდა ხარ. ჩვენმა თაობამ ცხრა აპრილიდან დაწყებული, ათასი უბედურება გადაიტანა... მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ჩემთვის პირველი ეროვნული პრეზიდენტის, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მომტანის, ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნა იყო, იმ დროს ყველა მიტინგში და ომში მივიღე მონაწილეობა, ტყვიები მაწვიმდა, ჯალათებმა მაინც თავისი გააკეთეს და დაასამარეს ეროვნული იდეა... მაშინ ვთქვი რომ პოლიტიკურ ბატალიებში მხოლოდ ჩემი კალმით ჩავერთვებოდი და შევასრულე კიდეც, სამწუხაროა რომ შენ ჩემი რომანები არ წაგიკითხავს... მე ვთვლი რომ დღეს ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს და დაუპირისპირდეს რუსეთის იმპერიას, ასევე უნდა ვისწრაფოთ გავერთიანდეთ იმ კავშირში, სადაც მთელი ცივილიზებული სამყაროა გაერთიანებული და არა რუსეთი ბელორუსია და კაზახეთი... საქართველოს ხსნა ნატოშია... ნეიტრალიტეტის იდეა პროვოკაციაა, კარგი, მოვბეზრდით ევროპას და ამერიკას და თქვეს თავში ქვა გიხლიათ, თუ არ გინდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდეთ, რაც გინდათ ქენითო, რუსეთი, რომელსაც ჩინგის-ყაენის სისხლი უთუხთუხებს ძარღვებში თავზე ხელს გადაგვისვამს? ცოცხლად გადაგვყლაპავს... ამიტომ დიდი სიფრთხილე და გამოცდილება უნდა გქონდეს ადამიანს რომ დასკვნა გააკეთო. შენ უნიჭიერესი და კეთილი გოგო ხარ, რომელსაც დიდი მომავალი გელოდება... შენ კალმით მეტს გააკეთებ, ვიდრე პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობით... ყველამ ის მახვილი უნდა აიღოს ხელში , რისი ხმარებაც შეუძლია... ჩემო თეა, შენ ახალგაზრდა ხარ. ჩვენმა თაობამ ცხრა აპრილიდან დაწყებული, ათასი უბედურება გადაიტანა... მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ჩემთვის პირველი ეროვნული პრეზიდენტის, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მომტანის, ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნა იყო, იმ დროს ყველა მიტინგში და ომში მივიღე მონაწილეობა, ტყვიები მაწვიმდა, ჯალათებმა მაინც თავისი გააკეთეს და დაასამარეს ეროვნული იდეა... მაშინ ვთქვი რომ პოლიტიკურ ბატალიებში მხოლოდ ჩემი კალმით ჩავერთვებოდი და შევასრულე კიდეც, სამწუხაროა რომ შენ ჩემი რომანები არ წაგიკითხავს... მე ვთვლი რომ დღეს ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს და დაუპირისპირდეს რუსეთის იმპერიას, ასევე უნდა ვისწრაფოთ გავერთიანდეთ იმ კავშირში, სადაც მთელი ცივილიზებული სამყაროა გაერთიანებული და არა რუსეთი ბელორუსია და კაზახეთი... საქართველოს ხსნა ნატოშია... ნეიტრალიტეტის იდეა პროვოკაციაა, კარგი, მოვბეზრდით ევროპას და ამერიკას და თქვეს თავში ქვა გიხლიათ, თუ არ გინდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდეთ, რაც გინდათ ქენითო, რუსეთი, რომელსაც ჩინგის-ყაენის სისხლი უთუხთუხებს ძარღვებში თავზე ხელს გადაგვისვამს? ცოცხლად გადაგვყლაპავს... ამიტომ დიდი სიფრთხილე და გამოცდილება უნდა გქონდეს ადამიანს რომ დასკვნა გააკეთო. შენ უნიჭიერესი და კეთილი გოგო ხარ, რომელსაც დიდი მომავალი გელოდება... შენ კალმით მეტს გააკეთებ, ვიდრე პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობით... ყველამ ის მახვილი უნდა აიღოს ხელში , რისი ხმარებაც შეუძლია...
7. იმედია როდესმე გვეღირსება "სინათლე გვირაბის ბოლოს"
და თამარს დასტური :) იმედია როდესმე გვეღირსება "სინათლე გვირაბის ბოლოს"
და თამარს დასტური :)
6. :) 55555555 :) 55555555
4. რთული პერიოდი გვიდგას... გვტკივა თე... წამოვდგებით! აუცილებლად წამოვდგებით ... არაჩვეულებრივი ადამინი ხარ შენ! რთული პერიოდი გვიდგას... გვტკივა თე... წამოვდგებით! აუცილებლად წამოვდგებით ... არაჩვეულებრივი ადამინი ხარ შენ!
3. ჭირიმე შენი თეა, მე ვერ შეგაქებ, რადგანაც ასეთად მოგიაზრებდი სწორედ......555555 ჭირიმე შენი თეა, მე ვერ შეგაქებ, რადგანაც ასეთად მოგიაზრებდი სწორედ......555555
2. თე. ძალიან კარგი გოგო ხარ!
პოლიტიკაზე კი გავჩუმდები.სამწუხაროდ ორივე მხარეს ბევრი და დიდი ნაგავია-პიროვნებები ანუ .ხალხი კი იჭყლიტება.
თე. ძალიან კარგი გოგო ხარ!
პოლიტიკაზე კი გავჩუმდები.სამწუხაროდ ორივე მხარეს ბევრი და დიდი ნაგავია-პიროვნებები ანუ .ხალხი კი იჭყლიტება.
1. გაიხარე, თეა! შენ არა მარტო კარგი პოეტი, არამედ კარგი ადამიანიც ხარ! 5 გაიხარე, თეა! შენ არა მარტო კარგი პოეტი, არამედ კარგი ადამიანიც ხარ! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|