 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 28 აპრილი, 2009 |
“ეს კომუნიკაციები დაგღუპავას მამი შენო” – ეს სიტყვები ჩემს მეგობარს მამამისმა უთხრა და მას მერე ხშირად ვიმეორებთ სამეგობროში ხან სიცილით, ხან სრულიად სერიოზული სახით რაც იმის მანიშნებელია რომ რომელიღაცას თავზე დაატყდა ამ სიტყვების რისხვა ( რისხვა ეს ის სიტყვა არაა, უბრალოდ ვიღაცას ან გაუმართლა ვირტუალურ სამყაროში ასე ვთქვათ “აგდებულ” სასიყვარულო ისტორიაში, ან არა...) ასეა თუ ისეა, კომუნიკაციების სამყაროში ვცხოვრობთ და გვიწევს ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიებთან შეგუება, აბა ცხოვრებას ხომ არ ჩამოვრჩებით? ( რაც კიდევ უფრო მეტ ალბათობას ბადებს რომ ვირტუალობის მსხვერპლი გავხდებით და...) არა ამ მხრივ ნამდვილად ჩემი ბებია-პაპის დრო სჯობდა და არავინ შემედავოს. რამხელა რომანტიკა იყო, რამხელა აღმაფრენა, რამხელა მ ი უ წ ვ დ ო მ ლ ო ბ ა... ( ახლა თავად ბებიაჩემი რომ მისმენდეს, იტყოდა გაურეკია ამ ბეჩავსო...), ხო ეს პათეტიზმი იქით იყოს და ნამდვილად ძველი დრო სჯობდა. არავითარი კომპიუტერი და არავითარი მობილურები. ფოსტალიონი, წერილი და იმის ჯანი. განა თავისებური ელფერი არ ჰქონდა? ძველად თუკი სატრფოსგან წერილი დააგვიანებდა, გეცოდინებოდა რომ ფოსტალიონს დრო სჭირდება, ან შეფერხდა, ან ავად გახდა, ბოლო-ბოლო ცოცხალი არსებაა და ფეხი მოტყდა (ან რაღაც მსგავსი სისულელე...) ეს მობილურები კიდევ (რა აუტანელია როცა ელოდები ზარს ან sms, ის კი იგვიანებს და იგვიანებს, ან ვისაც ელი მის მაგივრად რატომღაცს სხვა გიმესიჯებს და გინდა საერთოდ მოისროლო. ხანდახან კი ისე უდროო დროს იცის აწკრიალება რომ... არა, ნამდვილად აუტანელია ეს კომუნიკაციები...) ბებიაჩემი თუ პაპაჩემმა ციხიდან შეაბა ლექსებითა და წერილებით, ახლა ამისთვის ლიტ.ჯე და ურაკპარაკი უებარი საშუალებაა. ( ნუ ვისაც ლექსების წერა არ შეუძლია, პროზითაც შეუძლია, ხოლო ვისაც წერა საერთოდ არ შეუძლია, იმათთვის სკაიპი და აწ უკვე ახალშობილი კლასნიკებიც გამოდგება). თუ ეჭვიანი ხარ ადამიანი, რეალურ საეჭვიანო ობიექტს სადღა ნახავ? ( ქსელები კიდევ იმდენია და იმფერიიიიი, რომ სათვალევი აერევა ადამიანს...) მოდი ეხლა და ამაზე იმტვრიე თავი. ხოხ, მეზობელი თინიკო ყვებოდა იმ დღეს ( როცა ჩემს რომელიღაცა მეზობელს, ფიალებით უმღერეს, არვიცი რომელს...), რა დრო იყო ჩემს ახალგაზრდობაშიო, ფაიტონიო, ფიალებიო, გიტარაო... რა უნდა მეთვქა? თავს ვუქნევდი, აბა იმისთვის რომ ამეხსნა, ახლა თინა ბებია სკაიპში გეტყვიან “მევასები”, “მინდიხარ”, თუნდაც “მიყვარხარ” ( ამასაც წაღმა-უკუღმა ისვრიან, საღეჭი რეზინებივით...) და ეგაა აშენდება ქვეყანაცთქო, ალბათ გული ხევდა ( თან საკმაოდ მოხუცია და...) ამიტომ არც არაფერი მითქვამს. ცოტა ხნის წინ ალბათ მეც სასაცილოდა არ მეყოფოდა სხვას, რომ მოეყოლა ვირტუალურად შეიძლება საყვარელ ადამიანს შეხვდეო, მაგრამ ახლა...( რავქნა ამ ვირტუალური სამყაროს ერთ-ერთი მსხვერპლი მეც აღმოვჩნდი და ხომ გაგიგიათ ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო?.. ხო, ეს ხუმრობით თორემ, ისე ზოგჯერ მსხვერპლობაც სასიამოვნო ყოფილა დამიჯერეთ...) ისე კი სასიამოვნო ფაფის ჭამაცაა თუ ცხელი არ არის. ყველაფერს თავისებური “ ეშხი” აქვს როგორც ჩემი მეზობელი თინა ამბობს ხოლმე... ხშირად ვერ ვხვდებით, რომ ვირტუალურში ვიკეტებით და გარეთ კიდევ, ჰაიდა, გავარდა ცხოვრება ამოქოქილი ტორნადოსავით. მიდი და არ გინდა მერე დაეწიო? (რაღას დაეწევი თუ ღმერთი გწამს, მთელი ცხოვრება თუ კომპთან ატარებ და ძვლები დეფორმაციას განიცდის... მასეთ დროს დაწევას სჯობს იმაზე იფიქრო, აფთიაქამდე მიაღწიო და ხონდრორიცი იყიდო როგორმე...) ისევ ჩემი მეგობრის მამას დავუბრუნდები და “ოხ ეს დამღუპველი კომუნიკაციები...” -ისეთი არ აღმოჩნდა -ხომ გეუბნებოდი -რავიცი დავუჯერე -არ უნდა ენდო ამ ვირტუალურ ურთიერთობას -ჭკუას ვისწავლი (რა ვქნა ვიცი ცუდი ტონია, მაგრამ ძალიან ცნობის მოყვარე ვარ და მიყვარს მარშუტკაში ხალხის მოსმენა, აბა რავაკეთო? თან საინტერესო დიალოგებს ვაწყდები ხოლმე. ასეთს სხვაგან სად მოისმენ?) და მაინც, რომ არა თანამედროვე ტექნოლოგიები, დილის 5 საათზე ხომ არ გამაღვიძებდა sms, თანაც სასიამოვნოდ... (შინაარს რა მნიშვნელობა აქვს), ან დილით ტელეფონის ზარი და სასურველი ხმა, რომელიც გაცნობებს, რომ თურმე თოვლი მოვიდა... (წარმოიდგინე, რომ ძველი დროა და ფოსტალიონის წერილს ელი, როდის ის მოაღწევს, თანაც ვაითუ ახალ მოთოვილზე ფეხი აუსრიალდა და... არაააააააააა, სადღაც მაინც ასწორებს კომუნიკაციები...)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. არაააააააააა, სადღაც მაინც ასწორებს კომუნიკაციები... :) არაააააააააა, სადღაც მაინც ასწორებს კომუნიკაციები... :)
12. :) სადღაც ნამდვილად ასწორებს..... გულისკენ მიმავალ გზებს........ ეს კომუნიკაციები......:) ;) :) სადღაც ნამდვილად ასწორებს..... გულისკენ მიმავალ გზებს........ ეს კომუნიკაციები......:) ;)
11. მოგეფერე... მოგეფერე...
6. ვუი,ამა წლის არა,იანვრამდე მოვიდა მგონი პირველი თოვლი...:D ვუი,ამა წლის არა,იანვრამდე მოვიდა მგონი პირველი თოვლი...:D
5. გოგოოოოოოო,კარგი რა ეს რეები გამახსენე,აუუუუ! ჰო მეც სმს-მა გამაღვიძა,ამა წლის პირველი თოვლის მოსვლა,სუუულ ამ დამღუპველმა ესემესმა მამცნო...აუუუუუუუუუ!
არა რა,ყირამალა შენა! :) გოგოოოოოოო,კარგი რა ეს რეები გამახსენე,აუუუუ! ჰო მეც სმს-მა გამაღვიძა,ამა წლის პირველი თოვლის მოსვლა,სუუულ ამ დამღუპველმა ესემესმა მამცნო...აუუუუუუუუუ!
არა რა,ყირამალა შენა! :)
4. ყირამალ, ყირამალ, ყირამალ, ყირამალ, ყირამალ, ყირამალ, ყირამალ, ყირამალ,
უჰჰჰჰ შევეცადე ბევრჯერ მეთქვა ეს სახელი და არაფერი გამომივიდა, (სადღაც მეექვსე ყირამალისას გავიჭედე ) :))
კარგი ნაწერია , დილა მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ყირამალ, ყირამალ, ყირამალ, ყირამალ, ყირამალ, ყირამალ, ყირამალ, ყირამალ,
უჰჰჰჰ შევეცადე ბევრჯერ მეთქვა ეს სახელი და არაფერი გამომივიდა, (სადღაც მეექვსე ყირამალისას გავიჭედე ) :))
კარგი ნაწერია , დილა მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
3. ჩათვალე რომ უკვე შეაფასეო :| რავქნა, რაგიყო მეგობარო =)) :)) ჩათვალე რომ უკვე შეაფასეო :| რავქნა, რაგიყო მეგობარო =)) :))
2. ჰო, მეც მახსოვს და კარგია :) ჰო, მეც მახსოვს და კარგია :)
1. ძველი განწყობები დამჩემდა... ;;) ძველი განწყობები დამჩემდა... ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|