ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2009


როცა ნიავი შეარხევს...

როცა ნიავი შეარხევს
ამწვანებულ რტოს ხისას-
იმავ წამს სხივი გაკრთება...
აღარ მიჰყვება მზის კვალს.
                    როგორც კი ცაზე ინათებს-
                    წითლად ინთება შუქი...
                    იმავ წამს გულში ნათელი
                    აღარ იქნება მუქი...
როგორც კი გული გათბება-
გამოიდარებს მაშინ.
სულში კი სხივი ჩადგება-
და გავფრინდები ცაში...
                    მაშინვე გეტყვი- მიხარის-
                    შენი თვალების ხილვა....
                    მაშინვე გულში ჩაგიკრავ...
                    თუ გულიც ძალზედ გტკივა...
და მაშინ გეტყვი ამაყად-
სიმართლის გზაზე მავალს-
ნუ დამიყენებნ დარაჯად
შენს გულს-სიკეთის მავანს... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები