ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: body=ali
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2009


რეგვენი

                                              ვუძღვნი ჩემს თავს
მე ვარ ლტოლვილი,ჩეჩენი
და ალბათ ცოტა რეგვენიც,
რომ მაგ თბილ ხელებს ვნებდები,
თან მეშინია გველების...
შენი ვალი მაქვს ნეკნების,
ხოდა მაგიტომ გეხვევი..
ჩვენ ვიძირებით ვერლენში
ან ამ ჩემ შავ-თეთრ ლექსებში.
მუხლებზე ვდგები ვედრებით
გზად მომავალი მწყემსების ...
(მე გალაქტიონს ვედრები?!
არა უბრალოდ ვნებდები).
თუ მზის ამოსვლას ვერ ვხვდები,
მაშინ უგვანოდ ვბერდები.
თუ არსად ჩანან მწყემსები
და თუ მასაში ვერევი
და თუ დავკარგე ფესვები
სწორედ მაშინ ვარ რეგვენი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები