ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2009


მიყურე

მიყურე...
შენ გსურდა,
შიშველი სხეული გენახა?
მსურს მეტი განახო!
დამშვიდდი -
უაზრო ეჭვები
ამ ბორცვზე დამარხე
და მზრუნველ ხელებით
წინ ფიჭვი დაურგე- (მარადი სიმწვანე!)
ფესვებით გაუთბოს გვამური სიცივე,
ალერსი ისწავლოს...
მიწიერ კომპლექსებს,
თუ სხეულს ვიცილებ -
ამ ჩემი ლექსებით
და რაღაც უფრო მეტს,
ვიდრე შეცნობაა,
ვეხები.
მიყურე...
შენ გსურდა დაღლილი გენახე?
მე ვაძლევ სიცოცხლეს,
სიმწვანეს,თრობის მადლს
ვენახებს -
როდესაც დაღლილი
ლოგინში ჩავწვები
ძილთან დასაწინდად
და ვენებს ვაწოვებ
ძუძუთა ბავშვივით -
ნოყიერ მიწიდან.
იწვიმა...
იწვიმა...
იწვიმა...
იწვიმა...
ეს - სისხლი გამიშრა
ვენებში ახლახან
და ჩემმა პატარამ
შიმშილი იტირა.
მიყურე...
ამ სუსტი ლექსებით,
დაცლილი ძარღვებით
გიზიდავ,
როგორც გაზაფხული,
ამომწვანებული, მიწიდან.
მიყურე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები