ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2009


ლექს(ი)მღერა

ტუჩებს დაჰყვა მოტკბო ფერი საფერავის,
თვალებს_ დაუოკებლობა ბუნების,
ვყოფლიყავ შენი ერთი ნახევარი,
აღარაფერს ვინატრებდი სრულებით.

ალიონი მზეს რომ ააგიზგიზებდა,
ვაზის ზვრებზე გადმოღვრილი ცვარ-ნამით,
გაქრებოდა ყველა ჩვენი დიდი სევდა,
ყველა ადამიანური ვარამი.

ტუჩებს დაჰყვა მოტკბო ფერი საფერავის,
ყოველ სურვილს დღემდე გზნებით ვატარებ,
შენი ხიბლის ლექსის ენით მაქებარი,
პოეტური მელოდიის მხატვარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები