ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არჩიბალდ მეკეშ
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2009


შავიყვარე და შამყარა (წერილი ჩემი სატრფოსი)

განა რამ დამაძაბუნა
ქალ ვიყავ ხარის ჯანითა,
ცხრა თონეს პურსა ვაკრავდი,
მთელ ბაგა ძროხებს ვწველავდი,
მამქონდა მთიდან თივისა
ზვინები გორის მამსგავსი
ახლა კი დავპატარავდი
თვალი რა შენ თვალს შავყარე
ვაჟაო, შენმა თმა-წვერმა,
გულს დჟავრი შამაყარაო
გამივარვარა შიგანი
მოდი და ლავაშ აკარო
ან მწველე როგორც ფურია
ან ბალახივით მამკეო.
რამ ჰქმენი, გრძელი მახვილი
მამქნიე, დარდი მიძირკვე
დამბარე, გადამთოხნე და ოფლი
წიაღში მიფრქვიე.
დავბატარავდი ქალაი
დავძაბუნდი და გავშრიო
ძუძუნი დაჭკნენ შენს ხელებს
ნატრობენ ნუ გამრიყავო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები