ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2009


მირაჟი

შენი წყალობით გადაქცეულა
ეს გაზაფხული იისფერებად.
ქარის ჩურჩული, ნაზი ლამუნი,
მე მეჩვენება შენს მოფერებად...

ღამდება...მთვარე ამოდის სავსე...
სარეცელს სხვასთან ვიყოფ და ვდარდობ...
ოცნებით, ფიქრით, შენთან ვარ ისევ,
ზღვის ცხელ ნაპირზე შენთან ვნავარდობ...

გთხოვ მომიტაცე, დამისაკუთრე,
გადამაქციე ცეცხლოვან ვნებად,
ოღონდ ითხოვე და დავიღვრები
სანთლის მონაჟურ ცვილის ცრემლებად!

უცებ მოდიხარ მალულად, პარვით,
გულში მიხუტებ... შენი ვარ მარტო...
სირცხვილი სადღაც გადაკარგულა
ვნებააშლილი მე შენს ჟინს ვართობ!..

ნეტავ არასდროს გათენდებოდეს!
გიკოცნი ტუჩებს, თვალებს და გნატრობ...
მთვარე მორჩილად გზას უთმობს მზეს და
მზის სხივთან ერთად ქრები და ვნაღვლობ...

გათენებულა... მზე ამოსულა...
თვალდახუჭული ვწევარ და ვდარდობ...
შეძლებ? გაიგებ ამ დარდს ოდესმე?
შენთან ოცნებით ჩემ თავს ვღალატობ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები