ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2009


მოგცლია თუ ძმა ხარ !

ხედავ? ერთგულება როგორ გაგვიძვირდა,
წიხლი ჰკრეს კარს უკან ატუზულ ნამუსსაც,
ყველა ღიმილი და სიტყვა არის შირმა,
ადამიანობა მუცლადვე განულდა.

ნიღაბმორგებული, ვინმე არაკაცი,
აუპატიურებს ურცხვად დედამიწას,
თავის ნაბიჭვრებით, როგორც "მამაკაცი",
ჯაყო-სიამაყეს ულვაშს შეაწმინდავს.

ჩემში ტკივილები უხმოდ ბერდებიან,
ვიღაც მედროვე კი "ფანია" მონობის,
სხვის წაგების ხარჟზე, რომ არ ჩერდებიან,
დილიდან უზმოზე დაგჩემდა ლოთობა.

...მერე შენც დამიწყებ, რჩევა-დარიგებას
ტყუილმა სიმართლეს  უძახა უმძრახად,
ცხოვრებაც მეყოფა ჭკუის დამრიგებლად,
ჰმ... გამოსწორება? მოგცლია თუ ძმა ხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები