ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2009


მართალ კაცს ძალზედ შვენის სიხარული...

მართალ კაცს ძალზედ შვენის სიხარული...
მართალ კაცს სიყვარული უხდება ძლიერ...
მართალ კაცს არ უხდება სინანული...
სიმღერა უხდებაო ძლიერ!

კაცს-მართალსა და გულისხმიერს-
მუდამ ხალხისთვის მაშვრალს-
სიკეთე არ დაავიწყდება-
სიყვარულის გზით მავალს...

მართალ კაცს-სითბოთი სავსეს-
ღიმილი შვენისო ძლიერ...
მართალ კაცს-სათაყვანებლად სახავდე
და უმღეროდე "ლილეს"...

მართალ კაცს არ უნდა უმუხთლო...
თავზე არ დასცე ზარი!
ერთგულების და სიკეთის-
რა არის შესადარი?

მართალ კაცს სანთლით ეძებდე...
ჰპოვებდე ძალზედ გვიან...
ხელებგაშლილი ეძახდე
და შეხვდებოდე გვიან...

მართალ კაცს როცა შეხვდები-
მაგრად ჩასჭიდე ხელი...
გულებით გადაჭდობილმან
გარდაიარეთ ველი...

ერთხმად იმღერეთ "ლილეო",
ერთხმად დაჰკარით ტაში...
ერთად იცინეთ ლამაზად...
ერთად აფრინდით ცაში..

ერთხმად დასჭექეთ ამაყად-
გვიყვარსო ძალზედ ძლიერ...
რა შეედრება ამ ქვეყნად
სიყვარულს ცეცხლიცმიერს?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები