ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2009


კათედრასთან დგას....

კათედრასთან დგას
ლამაზი ქალი...
-მკაცრი და თანაც
ძალზედ გულჩვილი...
სჭექს და ბუბუნებს...
გვასწავლის ენას...
გალაქტიონის, ვაჟას,
ილიას, აკაკის
ენას გვასწავლის ქალი...
აკაკის ქნარით,
ილიას  რწმენით,
ვაჟას არწივით...
პატრიოტიზმის
გვიღვიძებს გრძნობას....
და ბუმბერაზი
გალაქტიონის
სიყვარულს უმღერს
შარავანდედით
მოსილი ქალი....
და მის მკაცრ ხმაში
ჟღერს სიყვარული 
მოყვასის ჩვენის...
მის თვალთა ჩქერში
მოსჩანს სიმართლე
ქართველი ერის...
ჩანგურზე უკრავს....
ნაზად ჟღურტულებს
მკაცრი ხმა ქალის და
ცრემლიანი გვეღიმილება
თინათინ ქალი....

ეს ლექსი გიძღენ,
როცა დავბერდი...
გადავაბიჯე მე ყრმობის ასაკს....
მოგონებაში ამოტივტივდა
დაუვიწყარი ხატება თქვენი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები