ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2008


თამაშიდან გავდივარ

ასე არამატივად გაიფრინეს წუთებმა,
ჩემი მელანქოლია შემოეცვათ მაისებს,
უკვე მერამდენეჯერ ვიგრძენ არდაბრუნება,
უკვე კაპილარებმაც მოთმინება ამივსეს.
გაიარა საღამომ უჩვეულო ხალისში,
გაუხუნარ მოლოდინს ძოწისფერი ემოსა,
წავალ, სადღაც მთის გულზე ნამის ზეწარს გავიშლი,
და ჩურჩულით დავიწყებ არშიყობას ჩეროსთან.
ველის მწვანე კალთაზე ჩამოვჯდები წყლის პირას,
რომ როგორმე გამყაროს ქარიშხლიან წყურვილებს,
სული გაითავისებს უჰაერო სივრციდან,
ქანცგამოცლილ ფიქრიდან, გადარჩენილ სურვილებს.
და მზეს ვეტყვი რომ უკვე აღარ დამწვას სხივებით,
სიოს სუნთქვას მოვპარავ ქარაფიდან და მყინვარს
მივაწვდინო იქნება ჩემი ბოლო იმედი...
თამაშიდან გავდივარ, ასე არამარტივად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები