ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2009


ანგელოზების ხმა შეწყდა

ანგელოზების ხმა შეწყდა...
აღარ ისმოდა ჟღურტული...
მეგონა-გაქრა,გამიწყდა
გულში სიზმრების ჩურჩული...

ვფიქრობდი-ჩაქრა სანთელი?
აღარ იწვოდა მეგონა....
და შენი სულის ძახილი
აღარ მიხმობდა მე განა???

მწარედ მოვტყუვდი-ლამპარი
კვლავინდებურად ანთია...
შენი არნახვის ამბორი-
ჩემს გულს უცილოდ აკლია!


-----------------------------------
დანგრეულ სახლში,
დამხობილ ჭერზე-
გამოჩნდა სულის
ნაზი ხატება...
მზის ათინათი
ელიცლიცება...
დაღარულ კედელებს
და განწირული
ღმერთს ევედრება:
"აღგავე პირისგან მიწის
ბოროტი კაცის ჩრდილიც...
აღაპყრე ხელები მაღლა!
გესმოდეს ხმა განწირულის...
ერთგულებს უხმე გვერდით!
განაგდე სიკვდილის შიში!
დამალე სახე შენი
ანგელოზების ჩრდილში!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები