ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
10 მაისი, 2009


გელა დედაქალაქში


სოფლიდან დედაქალაქში
ჩამოიყვანეს გელა,
სადღაც,მეათე სართულზე,
გამომწყვდეულსა სცხელა,
მასპინძლის სახლი კარგია,
მაგრამ სულ ჩქარობს ყველა,
თითქმის ერთი და იგივე
სიტყვების არის ცვენა:
“სამსახური” და “ბაზარი”.
“აღარაფერი მჯერა.”
“ლიფტი კვლავ გაფუჭებულა.”
“ღმერთი აღარ სწამთ,ნენა.”
“აფთიაქი” და “ექიმი.”
“ყოველ ნაბიჯზე წყენა.”

აქ არც ტყეების ხმა ისმის,
არც_ფრინველების სტვენა,
არც_მთიბავების სიმღერა,
არც_ნაგაზების ღრენა,
სიმშვიდე დავიწყებიათ,
ქალაქი ბორგავს,ღელავს,
მხოლოდ პაპა და ბებია
მიდი-მოდიან ნელა…

ორი დღე გადააგორა,
ღმერთო,როგორა ცხელა!
და მესამე დღეს სოფელში
წამოიყვანეს გელა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები