ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2009


მარტი ''უშენობის მენიუში''

მარტმა ღამის სუნთქვა
მთებზე გააბოლა
ყალიონით,
პულსით ვვარაუდობ
გულის ერთგულების
დიაპაზონს,
და რომ ვუფიქრდები,
ალბათ, უნებურად
გაგირბოდი,
დიდი გრძნობები ხომ
გაიშვიათდა და
ძვირად ფასობს.

მთვარე გამებუტა,
თვალებგართულებულს
ამ იდეით,_
ახდენილი ნატვრა
ბავშვობისდროინდელ
მირაჟს მიაქვს,
მარტმა მოიყვანა
ფაქტად მარტოობის
ამინდები,
ხოლო სტრიქონები
დაგუბებულ ცრემლთა
ტირაჟია.

დუმილთან დიალოგს
ვიწერ უშენობის
მენიუში,
ალიონის სხივი
მელნისფერ სივრცეში
ტოვებს კადრებს,
თუმცა სეზონია
გიჟი, მე მჭირს ახლა
პერიოდი,
როცა აღარ მინდა
გითხრა, რა ძალიან
მომენატრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები