ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2009


სიკვდილთან სიახლოვე...

  დღეს ყველაზე მეტად ეკვრის ბურუსი თვალებს და მშვენიერების აღქმა ნელდება... სხეულის ტკივილი სულს ასკდება და ავიწროვებს. სულს თავისუფლება სწადია, მაგრამ არ ძალუძს სხეულის დატევება. გონება ნელ-ნელა იბინდება და...
  ნუთუ ვკვდები?... არა, ჯერ არა! სიცოცხლე ვერ დამთმობს ასე ადვილად, თანაც მე და სიკვდილი ერთმანეთს ვერ ვეწყობით. აი, სიკვდილსაც არ ვჭირდები თურმე... მე იმისთვის მოვევლინე, რომ ღრუბელზე მეცხოვრა და მეოცნება...
  მენატრები... მოდი და წამიყვანე ამ სივრციდან, გთხოვ... შენ ისე შორს ხარ, რომ...
ახლა სულს შენასკდომი სხეულის ტკივილით გეძებ... სხეული სულს გადასცემს და სულიც არაადამიანურად მტკივა... მტკივა... და ასე შემდეგ...
  ბურუსგადაკრული თვალებით მშვენიერების აღქმა გაძნელდა, მაგრამ შენ მაინც გიპოვი და...
                    და...
                          არ ვიცი რა იქნება შემდეგ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები