ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2009


ჯვარი გვწერია

... და როცა სიკვდილის ზარები რეკენ უაზროდ,
სიცოცხლის დარაბებს ფერი უცვლიათ,
ფრენით დაღლილი ხორცსავსე სულები
ერთმანეთს წრეზე დარდებს უყრიან.

... და როცა სიცოცხლის ფარდა იშლება
სიკვდილი უმალ ყველას აბრმავებს.
მთაზე ასული თოვლის ზვირთივით
მყისვე მიწაზე მწარედ ანარცხებს.

... და როცა უბრალოდ შიშით ვართ მოცულნი
... და როცა გარშემო მხოლოდ ომია.

... და როცა გარშემო სისხლის სუნი დგას,
ვსუნთქავთ ჭარბად და არც კი გვრცხვენია.
გარშემო მხოლოდ ლეშით თუ ვძღებით
ჩვენ კი ვიძახით: "ჯვარი გვწერია"...

... და როცა სიკვდილის ზარები რეკენ უაზროდ,
... და როცა უბრალოდ შიშით ვართ მოცულნი.
... და როცა გარშემო მხოლოდ ომია...
ვდგავართ და ვიძახით: "ჯვარი გვწერია"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები