ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2009


ვედრება

ჯერ ნუ გამწირავ ბოლომდე უფალო,
ცოტაც მაცადე სრულად შეგიგრძნო.
ნუ დამიბნელებ თვალის სინათლეს,
სიცოცხლე მსურს და მინდა ვიცოცხლო.

ნურც მას წამართმევ რაც გულით მიყვარს,
ნურც ძლიერ გამკიცხავ ცოდვების გამო.
შენ მომავლინე ქვეყნად ასეთი
შევნე წამიყვან სამარადისოდ.

მაგრამ  მაცადე სიცოცხლე შევიგრძნო,
მაცადე მიყვარდეს შენს მსგავსად ვინმე
და თუკი ღირსად არ მთვლი სიცოცხლის,
რად მომავლინე საერთოდ მიწაზე.

არ გსაყვედურობ, არც შენზე ვზვაობ,
უბრალოდ მინდა დავტკბე სიცოცხლით.
ცოტაც მაცადე ბოლომდე შეგიგრძნო,
ცოტაც და ჩემით მოვალ შენამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს