ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2009


ერთი სული გვაქვს!

ერთი სული გაქვს,
დააღწიო თავი ქარიშხლებს,
ლოცვა-ვედრებად ცად აღმართულო,
ვიცი, არ გინდა
უმადური სიტყვა დაგისხლტეს,
ზოგჯერ  მგონია,
რომ მეც ვართულებ
და სულ არა აქვს შენს სიმშვიდეს ფერი დაისის,
განთიადებსაც მწუხარების განცდა არ ახლავთ,
ან თავს ვიტყუებ,
რომ არ გტკივა მიწა და ისევ
ვით ბავშვობაში,
არაფრისგან ოცნებას ვქარგავ.
ერთი სული მაქვს,
უხაროდეთ ერთობა ბგერებს,
და რეალობა ჰგავდეს ჩემს სურვილს,
ვერ დამაჯერებ, მოგერია, თითქოს, სიბერე,
ერთი სული მაქვს,
გულიც ერთი,
ოღონდ _ ქართული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები