 | ავტორი: ქეთი... ჟანრი: პოეზია 1 ივნისი, 2009 |
კლდეზე მფრინავი ფუფხებივით ხტიან დღეები, წარსულს დაყოფილს ტაეპებად ვილექავ შავად, არ დაგიჯერებ, რომ ჩემს სხეულს ისევ ვუხდები, არ დამიჯერებ, რომ ოდესმე შენგანაც წავალ.
მტკივა მუხლები მოლოცვებით, მიწაზე დებით, თავგამოდებით ვცვლი ყველაფერს და ვერ ვცვლი ნავალს. არ დამიჯერებ, რომ ყოველდღე მკლავენ და ვკვდები, არ დაგიჯერებ, რომ ვერ ხვდები ყველაზე მთავარს...
ნუ დამერქმევა დაკარგული, მერე ნაპოვნი, გამჟღავნებული ფოტო-ფირის ფერადი ლანდი, მე არ მჭირდება სინანული სხვისი ნაქონი, ტანი, რომელშიც ვერ მიპოვე და არსად ჩანდი...
ჰო, მარტივია სიმარტივე, მერე გაქცევა, თეთრი ნაჭუჭი, მდუმარება, - და ისიც ძალად... სხვების სავალზე ადვილია მხარის აქცევა _ მიწას ვაკოცებ და ჩემს გზაზე მზის იქით გავალ. ------------------------------------------------- წვიმისპირული
მზეს მისდიოდა გული სიცხისგან, მე დედამიწის ძარას ვეკიდე, მერე აორთქლდნენ მკვდრებიც მიწიდან და მატყლის ღრუბლებს ჩამოეკიდნენ.
დამძიმდა ზეცა – ჰაერს დაეძებს, წამზომის ხმაზე გაწვიმდა ციდან, და ჩამეძინა სიზმრის მკლავებზე, ვიყავი მარტო და იქაც წვიმდა ---------------------------------------------------- გკითხულობ
გკითხულობ ფრთხილად, გამითბა სახე
და სულ მგონია ოდესღაც ვნახე მე ეს ზამთარი _ თებერვლის ქარი, ქუჩის ძარღვებზე თოვლი დამდნარი...
გკითხულობ ფრთხილად და სულ ვფრთხიალებ, და გულს მიქარვებს სული ნაბერი თხილისგულივით პატარა სულზე...
სველი ქაღალდის სუფთა სხეულზე სასვენი ნიშნის საეჭვო სიგრძე......... მაგონებს შენს თავს.
გკითხულობ ფრთხილად, ზამთრის მზე ფეთქავს ცაზე და ვიგრძნე რა უნდა გეთქვა...
გამითბა სახე...
(2002წ)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. პირველი და მეორე ძალიან მაგარია, აი ძალიან, იშვიათად მომეწონოს ლექსი ისე, რომ რაიმე სახის "პროტესტი" არ გამიჩნდეს. 5 პირველი და მეორე ძალიან მაგარია, აი ძალიან, იშვიათად მომეწონოს ლექსი ისე, რომ რაიმე სახის "პროტესტი" არ გამიჩნდეს. 5
25. არ დაგიჯერებ, რომ ჩემს სხეულს ისევ ვუხდები, არ დამიჯერებ, რომ ოდესმე შენგანაც წავალ.
ყოჩაღ ! ბევრი-ბევრი ყვავილები შენ ამისთვის. არ დაგიჯერებ, რომ ჩემს სხეულს ისევ ვუხდები, არ დამიჯერებ, რომ ოდესმე შენგანაც წავალ.
ყოჩაღ ! ბევრი-ბევრი ყვავილები შენ ამისთვის.
24. ჰო, პირველის მერე აღარც მინდოდა დანარჩენის წაკითხვა, რაღაცნაირად. მაგრამ, მომეწონა სხვებიც:) ჰო, პირველის მერე აღარც მინდოდა დანარჩენის წაკითხვა, რაღაცნაირად. მაგრამ, მომეწონა სხვებიც:)
23. პირველი ყველაზე ძაან... პირველი ყველაზე ძაან...
22. შენთან თბილა! შენთან თბილა!
20. მომეწონა ყველა....ნინაობას გილოცავთ....წმინდა ნინო გფარავდეთ..... მომეწონა ყველა....ნინაობას გილოცავთ....წმინდა ნინო გფარავდეთ.....
19. მე პირველი მომეწონა ყველაზე მეტად.. 5 მე პირველი მომეწონა ყველაზე მეტად.. 5
18. ძალიან მომეწონა:) ძალიან მომეწონა:)
17. ყველა მომეწონა ,მაგრამ "წვიმისპირული"-ძალიან,ძალიან მომეწონა.... ნინოობას გილოცავ!!!!-წარმატებას გისურვებ.. ყველა მომეწონა ,მაგრამ "წვიმისპირული"-ძალიან,ძალიან მომეწონა.... ნინოობას გილოცავ!!!!-წარმატებას გისურვებ..
15. ძალიან ლამაზი ლექსებია..... ძალიან ლამაზი ლექსებია.....
14. დიდი მადლობა ყველას :) დიდი მადლობა ყველას :)
13. ულამაზესი ლექსებია, ჩაგეხუტე, მიყვარხარ!!! :) ულამაზესი ლექსებია, ჩაგეხუტე, მიყვარხარ!!! :)
12. კარგი ლექსებია თუმცა თუ ჯამურად დავწერ ქულას მაშინ 4
კიდევ ერთხელ გთხოვთ, იქნებ ერთ დადებაზე ერთი ლექსი დადოთ :( კარგი ლექსებია თუმცა თუ ჯამურად დავწერ ქულას მაშინ 4
კიდევ ერთხელ გთხოვთ, იქნებ ერთ დადებაზე ერთი ლექსი დადოთ :(
10. კიდეც მაფორიაქებს, კიდეც მამშვიდებს. კიდეც მაფორიაქებს, კიდეც მამშვიდებს.
9. მშვენიერია, ქეთი, თანაც სამივე! მშვენიერია, ქეთი, თანაც სამივე!
7. ძველია და კარგია! ძველია და კარგია!
6. კარგი ჩემგან!!! კარგი ჩემგან!!!
5. სული გამითბო შენმა ლექსებმაა :) სული გამითბო შენმა ლექსებმაა :)
4. არადა მაგარია! მოკითხვები ყველას მანდ:) არადა მაგარია! მოკითხვები ყველას მანდ:)
3. "მტკივა მუხლები მოლოცვებით, მიწაზე დებით," დებით რაღაც ვერ...
ისე რაღაც რუღაცეები მომეწონა. ;) 5 "მტკივა მუხლები მოლოცვებით, მიწაზე დებით," დებით რაღაც ვერ...
ისე რაღაც რუღაცეები მომეწონა. ;) 5
2. ნამდვილად ლამაზი და კარგი ლექსია... :) +2 :) ნამდვილად ლამაზი და კარგი ლექსია... :) +2 :)
1. ჰო, მარტივია სიმარტივე, მერე გაქცევა, თეთრი ნაჭუჭი, მდუმარება, - და ისიც ძალად... სხვების სავალზე ადვილია მხარის აქცევა _ მიწას ვაკოცებ და ჩემს გზაზე მზის იქით გავალ.
ძალიან ლამაზი ლექსებია... ჰო, მარტივია სიმარტივე, მერე გაქცევა, თეთრი ნაჭუჭი, მდუმარება, - და ისიც ძალად... სხვების სავალზე ადვილია მხარის აქცევა _ მიწას ვაკოცებ და ჩემს გზაზე მზის იქით გავალ.
ძალიან ლამაზი ლექსებია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|