ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2009


ბოლო კონტურებით

დარდი მივასვენე სკამის საზურგეზე,
პულსი უჩვეულოდ მონოტონურია,
თითქოს, ყველაფერი შემოსაზღვრულია
ირგვლივ, გაზაფხულის ბოლო კონტურებით.

წვიმს. უამინდობა ახლა მიზეზია
იმის, რომ თვალები გამიუფერულდა.
ვწერ და ეს ერთგვარი სვლაა, მიზერული,
მაგრამ მაინც სვლაა... ზევით უფალია.

აქ კი მარტოობა, სულშიფესვგადგმული,
ითვლის საათებს და უკვე აღარც ღელავს,
ღამით ნოსტალგია ლექსად მესაუბრა,
სივრცემ დაბნეული ქუჩა გადათელა.

მუნჯი ლანდებივით წვანან ფოტოები,
მხოლოდ სტრიქონებში დარჩა ერთგულება,
გულიც დროის მცირე მარიონეტია,
დღეს სხვა გამართლება აღარ  მეგულება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები