15. სექსოვაგანტური ლექსია სექსოვაგანტური ლექსია
13. :( სიტყვებს ვეძებ , რომ კორექტულად ვთქვა : Aრა რააააააააა:(
:( სიტყვებს ვეძებ , რომ კორექტულად ვთქვა : Aრა რააააააააა:(
12. იმედი ჯახუა ძვირფასო! ყველაზე მეტად რაც მეადვილება ცხოვრებაში,ეს არის რითმა.მეტიც,ეს სიადვილე ჩემს არსებაში პათოლოგიის იმ ზღვრამდეა მისული,/მით უმეტეს მაჯამური რითმები/,რომ განუწყვეტლივ მიხდება მოგერიება. ამაში ადვილად დარწმუნდებით,თუ თვალს გადაავლებთ,თუნდაც საიტ ''ლიტერატურა.გე-''ს კაფიის თემაში დადებიულ ჩემს პოსტებს,სხვა საიტებზეც,ანალოგიურ თემებში - უამრავია. იმის საჩვენებლად,რომ , თუ მოვინდომებდი,შემეძლო ,,ბუშტის სიმღერა'' გამერითმა ,როგორც მომესურვებოდა,ახლა თქვენთვის ვდებ ლექსს,რომელშიც კონვენციურობა ლამის ჩახრუხაულ შაირამდეა აყვანილი. აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ''დოქი'' თანამედროვედ არ ჟღერს.ის თავისუფლად შეიძლება დაწერილიყო გასული საუკუნის დასაწყისში,მაგრამ მე მიზიდავს სხვადასხვა ესთეტიკურ კონტექსტში '' თეთრი ადგილების'' მოძიება და ''შევსება'' ჩემი ლექსებით.
დოქი
თიხა - წყნარი, შესაწყნარი, ძირბნელი და პირნათელი - ბნელგრილოში დავრჩი ისევ, შენი ნაწარნაქალი. სად ხარ, ჩემო მეთუნეო, უფარავი ვინ დაფაროს! ვიდექ ჩემთვის დაბლა თაროს, არც მეძებდა არავინ. დამიარა ელვის ელდამ, ამოსუნთქვა გამიძნელდა, მყუდრო, თვლემამორეული აირია მარანი.
ყურზე ხელის მოკარება, ჟრიალი და ნეტარება გულამომქრალს მეცნაურა, არა, მეუცნაურა... მაგრამ აღარ დამელია გარეთ - ლაქა, შიგნით - ლექი. მანჯღრია და მაჭანჭყარა, მაინც გამძლე გამოვდექი. სილაც ბევრი დამაყარა, ამირია გონება, დამაყვედრა წყალზე დგომაც, მოლზე წამოგორებაც. რა არ მითხრა სავაგლახო! მერე პირქვე დამამხო. განა ზღვიდან ამოზიდულ ტანმოხატულ ამფორებს ვინმე ასე მოკითხავდა ნათითურ - ნაამბორევს?
რა ვიცოდი, თურმე სურდა სხვა სასმელით ავევსე. დაწრეტიდან ავსებამდე ვეღარც მივუალერსე. იქნებ თავი მოვაწყინე მორაკრაკემ არაკთა? რას არ იტყვის დოქი, ერთხელ თუკი ალაპარაკდა. მომანდომა - მოვინდომე რაც იყო და რაც არა სიტყვა აღარ დამაცალა, მოყუდებით დამცალა. მე მეგონა, ამავსებდა სათავისოდ, თავიდან, ... ... ... ... ... ... ... ... დამაგდო და წავიდა.
საღვინე და სავენახე ნეტა სულ არ დავენახე! რას მერჩოდა, რაღად მითხრა, დოქთა შორის მიცნიხარო, იცი, მართლა მიყვარხარო, ჩემი სულისდგმა ხარო? ერთხელ ვსურდი თურმე სურად და ნაწადიც აისრულა. რა ვქნა, როგორ განვიკითხო მე - აყალომ აყალო?
მეთუნეო, მეთუნეო, მეთუნეო მაღალო! .
იმედი ჯახუა ძვირფასო! ყველაზე მეტად რაც მეადვილება ცხოვრებაში,ეს არის რითმა.მეტიც,ეს სიადვილე ჩემს არსებაში პათოლოგიის იმ ზღვრამდეა მისული,/მით უმეტეს მაჯამური რითმები/,რომ განუწყვეტლივ მიხდება მოგერიება. ამაში ადვილად დარწმუნდებით,თუ თვალს გადაავლებთ,თუნდაც საიტ ``ლიტერატურა.გე-``ს კაფიის თემაში დადებიულ ჩემს პოსტებს,სხვა საიტებზეც,ანალოგიურ თემებში - უამრავია. იმის საჩვენებლად,რომ , თუ მოვინდომებდი,შემეძლო ,,ბუშტის სიმღერა`` გამერითმა ,როგორც მომესურვებოდა,ახლა თქვენთვის ვდებ ლექსს,რომელშიც კონვენციურობა ლამის ჩახრუხაულ შაირამდეა აყვანილი. აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ``დოქი`` თანამედროვედ არ ჟღერს.ის თავისუფლად შეიძლება დაწერილიყო გასული საუკუნის დასაწყისში,მაგრამ მე მიზიდავს სხვადასხვა ესთეტიკურ კონტექსტში `` თეთრი ადგილების`` მოძიება და ``შევსება`` ჩემი ლექსებით.
დოქი
თიხა - წყნარი, შესაწყნარი, ძირბნელი და პირნათელი - ბნელგრილოში დავრჩი ისევ, შენი ნაწარნაქალი. სად ხარ, ჩემო მეთუნეო, უფარავი ვინ დაფაროს! ვიდექ ჩემთვის დაბლა თაროს, არც მეძებდა არავინ. დამიარა ელვის ელდამ, ამოსუნთქვა გამიძნელდა, მყუდრო, თვლემამორეული აირია მარანი.
ყურზე ხელის მოკარება, ჟრიალი და ნეტარება გულამომქრალს მეცნაურა, არა, მეუცნაურა... მაგრამ აღარ დამელია გარეთ - ლაქა, შიგნით - ლექი. მანჯღრია და მაჭანჭყარა, მაინც გამძლე გამოვდექი. სილაც ბევრი დამაყარა, ამირია გონება, დამაყვედრა წყალზე დგომაც, მოლზე წამოგორებაც. რა არ მითხრა სავაგლახო! მერე პირქვე დამამხო. განა ზღვიდან ამოზიდულ ტანმოხატულ ამფორებს ვინმე ასე მოკითხავდა ნათითურ - ნაამბორევს?
რა ვიცოდი, თურმე სურდა სხვა სასმელით ავევსე. დაწრეტიდან ავსებამდე ვეღარც მივუალერსე. იქნებ თავი მოვაწყინე მორაკრაკემ არაკთა? რას არ იტყვის დოქი, ერთხელ თუკი ალაპარაკდა. მომანდომა - მოვინდომე რაც იყო და რაც არა სიტყვა აღარ დამაცალა, მოყუდებით დამცალა. მე მეგონა, ამავსებდა სათავისოდ, თავიდან, ... ... ... ... ... ... ... ... დამაგდო და წავიდა.
საღვინე და სავენახე ნეტა სულ არ დავენახე! რას მერჩოდა, რაღად მითხრა, დოქთა შორის მიცნიხარო, იცი, მართლა მიყვარხარო, ჩემი სულისდგმა ხარო? ერთხელ ვსურდი თურმე სურად და ნაწადიც აისრულა. რა ვქნა, როგორ განვიკითხო მე - აყალომ აყალო?
მეთუნეო, მეთუნეო, მეთუნეო მაღალო! .
11. იმედი ჯახუა ძვირფასო! მადლობა საინტერესო გამოხმაურებისათვის. 1.ეს ''ჩვეულებრივი ვერლიბრის ფორმა '' სწორედაც რომ, არ არის..ეს არის კონვენციური, დაქტილური ლექსი,ვერბლანი თავისუფალი გრაფიკით. 2.ასობით და ათასობით სიტყვაც რომ იყოს ქართულში,რომელიც წვის ასოციაციას არ იწვევს.როცა ამგვარ ბგერწერულ თამაშს მიმართავს ავტორი,ამოსავლად ჩვეულებრივ,ძირეული ლექსიკა იგულისხმება. სიტყვა ''მინიშნება'' ჩემს კომენტარში შემთხვევით როდი გამოვიყენე.ავტორი მიანიშნებს ,მკითხველი - მიიღებს ან ვერ მიიღებს ამ მინიშნებას.
არ ვიცი,რამდენად ადევნებდით თვალს ქართულ კრიტიკას ოთხმოციან წლებში ,ან გეხსომებათ თუ არა: ეს ლექსი განხილული აქვს გიორგი ნატროშვილს,მიხეილ ქურდიანსა და სოსო სიგუას 1987 წლის ალმანახ ''კრიტიკის '' მეექვსე ნომერში. იმედი ჯახუა ძვირფასო! მადლობა საინტერესო გამოხმაურებისათვის. 1.ეს ``ჩვეულებრივი ვერლიბრის ფორმა `` სწორედაც რომ, არ არის..ეს არის კონვენციური, დაქტილური ლექსი,ვერბლანი თავისუფალი გრაფიკით. 2.ასობით და ათასობით სიტყვაც რომ იყოს ქართულში,რომელიც წვის ასოციაციას არ იწვევს.როცა ამგვარ ბგერწერულ თამაშს მიმართავს ავტორი,ამოსავლად ჩვეულებრივ,ძირეული ლექსიკა იგულისხმება. სიტყვა ``მინიშნება`` ჩემს კომენტარში შემთხვევით როდი გამოვიყენე.ავტორი მიანიშნებს ,მკითხველი - მიიღებს ან ვერ მიიღებს ამ მინიშნებას.
არ ვიცი,რამდენად ადევნებდით თვალს ქართულ კრიტიკას ოთხმოციან წლებში ,ან გეხსომებათ თუ არა: ეს ლექსი განხილული აქვს გიორგი ნატროშვილს,მიხეილ ქურდიანსა და სოსო სიგუას 1987 წლის ალმანახ ``კრიტიკის `` მეექვსე ნომერში.
10. ევფონიურად ``შემასწარი`` და ``ნაძვისწვერი`` ერთმანეთთან არის დაკავშირებული და წვას,სიმწარეს მიანიშნებს. ამაში ვერ დაგეთანხმები, ასობით სიტყვაა ქართულში იგივე თანხმოვნების შემცველი, მაგრამ არავითარ ასოციაციას ,,წვისა'' ან ,, სიმწარის '' არ იწვევს. ჩვეულებრივი ვერლიბრის ფორმაა, შიგადაშიგ თეთრი ლექსად გამართული. რაიმე ფორმისმიერი სიახლით არ გამოირჩევა. მოკლე სტრიქონებად დატეხვა სიახლეს არ ნიშნავს. პოეტური მეტყველების ხარისხი მომწონს, მაგრამ ლექსს რითმები და მუსიკალობა არანაკლებ უხდება. ეტყობა ცოტა მეტ შრომას მოითხოვს იგივეს თქმა კონვენციური ლექსით... ევფონიურად ``შემასწარი`` და ``ნაძვისწვერი`` ერთმანეთთან არის დაკავშირებული და წვას,სიმწარეს მიანიშნებს. ამაში ვერ დაგეთანხმები, ასობით სიტყვაა ქართულში იგივე თანხმოვნების შემცველი, მაგრამ არავითარ ასოციაციას ,,წვისა`` ან ,, სიმწარის `` არ იწვევს. ჩვეულებრივი ვერლიბრის ფორმაა, შიგადაშიგ თეთრი ლექსად გამართული. რაიმე ფორმისმიერი სიახლით არ გამოირჩევა. მოკლე სტრიქონებად დატეხვა სიახლეს არ ნიშნავს. პოეტური მეტყველების ხარისხი მომწონს, მაგრამ ლექსს რითმები და მუსიკალობა არანაკლებ უხდება. ეტყობა ცოტა მეტ შრომას მოითხოვს იგივეს თქმა კონვენციური ლექსით...
9. ნიკი ტანდემში ხომ არ მუშაობ ქალბატონ ნინოსთან? ახლა მოგვიწევეს ვრცელი ლექციის მოსმენა :)
პ.ს. არაჩვეულებრივი შვილიშვილი გყოლიათ ქალბატონო ნინო და ძალიან სასიამოვნო გარეგნობა გაქვთ. არმურზე დაგიწერეთ -ქერათმიანი ლამაზმანების შესახებ მითი დაამსხვიეთ:) ნიკი ტანდემში ხომ არ მუშაობ ქალბატონ ნინოსთან? ახლა მოგვიწევეს ვრცელი ლექციის მოსმენა :)
პ.ს. არაჩვეულებრივი შვილიშვილი გყოლიათ ქალბატონო ნინო და ძალიან სასიამოვნო გარეგნობა გაქვთ. არმურზე დაგიწერეთ -ქერათმიანი ლამაზმანების შესახებ მითი დაამსხვიეთ:)
8. ილტოსპირელო ძვირფასო!
ევფონიურად ''შემასწარი'' და ''ნაძვისწვერი'' ერთმანეთთან არის დაკავშირებული და წვას,სიმწარეს მიანიშნებს.
ნაძვისწვერი ნაწარმოებია გულისპირის,კალმისტრის, დილისპირის ანალოგიურად და ,შესაბამისად ,ერთად უნდა დაიწეროს. ილტოსპირელო ძვირფასო!
ევფონიურად ``შემასწარი`` და ``ნაძვისწვერი`` ერთმანეთთან არის დაკავშირებული და წვას,სიმწარეს მიანიშნებს.
ნაძვისწვერი ნაწარმოებია გულისპირის,კალმისტრის, დილისპირის ანალოგიურად და ,შესაბამისად ,ერთად უნდა დაიწეროს.
7. თვალი შემასწარი, ვიდრე ნაძვისწვერი ლახვარს მომაგებებს,
ეს რატომღაც ვერ მელამაზა, თან ეს "ნაძვისწვერი" ცალ-ცალკე ხომ არ უნდა იწერებოდეს? გაპიროვნების ნიმუში? თვალი შემასწარი, ვიდრე ნაძვისწვერი ლახვარს მომაგებებს,
ეს რატომღაც ვერ მელამაზა, თან ეს "ნაძვისწვერი" ცალ-ცალკე ხომ არ უნდა იწერებოდეს? გაპიროვნების ნიმუში?
6. აბა, კოჭისძაფი როგორ გამიძლებდა? გაწყდა და წავედი,
ღირს ქვეყნად გაჩენა, რომ ერთხელ გაფრინდე, ისე, არსაითკენ,
ვაი! ქარი ჩადგა თუ მხარი მეცვალა? ძირს რატომ ვეშვები?
აბა, კოჭისძაფი როგორ გამიძლებდა? გაწყდა და წავედი,
ღირს ქვეყნად გაჩენა, რომ ერთხელ გაფრინდე, ისე, არსაითკენ,
ვაი! ქარი ჩადგა თუ მხარი მეცვალა? ძირს რატომ ვეშვები?
5. სუსტია
არადა კარგი ლექსი გამოვიდოდა მართლა :)
სუსტია
არადა კარგი ლექსი გამოვიდოდა მართლა :)
4. ბუხ! - გავთქვამ ყველაფერს და ხეზე დაკიდულ ნაფლეთად ვიქცევი!
ძალიან საყვარელია :) მე მომეწონაა :) ბუხ! - გავთქვამ ყველაფერს და ხეზე დაკიდულ ნაფლეთად ვიქცევი!
ძალიან საყვარელია :) მე მომეწონაა :)
3. ჩემი მოკითხვა:) ჩემი მოკითხვა:)
2. დღეს რომ ფორმის სფეროში ზოგიერთი ნოვატორობას იჩემებს, ა, ბატონო, 1986წლის მაგალითი. მომწონს ფორმითაც და შინაარსითაც. დღეს რომ ფორმის სფეროში ზოგიერთი ნოვატორობას იჩემებს, ა, ბატონო, 1986წლის მაგალითი. მომწონს ფორმითაც და შინაარსითაც.
1. ჩემზე დიდი ყოფილა. მომეწონა ჩანაფიქრიც და განხორციელებაც :) ჩემზე დიდი ყოფილა. მომეწონა ჩანაფიქრიც და განხორციელებაც :)
|