ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიომიქაბერიძე
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2008


წყნარი ოკეანე



“წმინდა მონიკას” ქანდაკებასთან
ნაპირებს მიღმა,
ვერტიკალურ ზღვარს
მე ვაყოლებდი ფიქრის ნაბიჯებს
გაყინულ სითბოს,
და წყნარი ტალღა ოკეანესი
დაძაბულ სხეულს სინაზეს გვრიდა...
მარტო ხარ, ჩემთან...
წყალწყალა პორტრეტს
შენსას,
ვატანდი ჩენს თავს
ჩემს რითმებს...
მარტო ვარ, შენთან....

ბნელ პაემენზე ჩვენს შორის მდგარი
მეთევზე - ბადით გპარავდა წვეთებს
და თავშესაფარს გთხოვდნენ ზუთხები...

არავინ გვისმენს,
მოდი დამახრჩე, ჩამძირე ისევ,
როგორც ჩვევია შენს ღრმა სიყვარულს,
პოსეიდონსაც წაართვი სიტყვა
და თოლიები მას მისტირიან
ფსკერზე დამარხულს...

“წმინდა მონიკას” ქანდაკებასთან
ნაპირებს მიღმა,
ვერტიკალურ ზღვარს
მე ვაყოლებდი ფიქრის ნაბიჯებს:
გთხოვ, გადაეცი მოკითხვა ჩემგან
მდუმარე შავ ზღვას
და მის ნაპირებს...



31 ივლისი 2007 (Santa Monica beach)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები