ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2009


  ჩამოტვირთვა

გულს გაუფრთხილდით

    ეს ლექსი ჩემი პირველი ლექსია ურაკზე.
ცოტა შევასწორე. კარგა ხნის წინ ერთი ხელის მოსმით დავწერე.
რატომღაც მომინდა ხელმეორედ გამომექვეყნებია.


გულს გაუფრთხილდით!
-სიკეთით მკურნალს....
გულმა რომ თესა?....
გულს გაუფრთხილდით!
-მცინარს და მტირალს....
გულმა განთესა?....
გიკვირთ რა თესა?....
ან რა განთესა?...
მაშ რატომ ტირის?
ვეღარ მიუხვდა
ბრმა გული ამას-
ამიტომ ტირის...
იღვრება ცრემლად...
ნუთუ სიცოცხლე
კიდევ ღირს რამედ?
გულს გაუფრთხილდით!
-ანკარა წყაროს...
რომ მორაკრაკებს...
სხეულში ხარობს...
თუ დაიწურა სისხლის
წვეთები....
-მაინც არ შედრკე!
-გამოჩნდებიან მხსნელი
ღმერთები...
და დაუბერავს სიო ნარნარი
გულის კუნჭულში...
ავგოროზები გაიქცევიან
სადღაც ჯურღმულში...
თუ შეებრალა კაი ყმა
შენს გულს-
მაშინ ხარ კარგი...
და გაარჩიო გულის ჰანგები-
მაშინ ხარ ვარგი...
და შეიძლება უფრო
თამამად  იცეკვო "სიმდი"
თუ კი არ შედრკა
ამაყი სიცოცხლის გიდი...
გულს გაუფრთხილდით-
კარიბჭეს მისას,
გულზე ილოცეთ...
და ნუ  შელახავთ
სიწმინდეს ღვთისას!....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები