ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2008


შოკოლადივით

ყოველი სტროფი არის ნამდვილი,
ან მონაჭორი, როგორც ცხოვრება,
საღამო დნება შოკოლადივით,
მწარე და ტკბილი, ვით მოგონება.

მე ქარში ვლეწავ სიჩუმის ტოტებს,
ჩვეულებრივზე ბევრად მარტივად,
და მინდა კვლავ იმ შეგრძნებებს მთხოვდე,
რამაც სიგიჟე გამიადვილა.

ქვეყანა, ჩემი ცოდვებით სავსე,
მაინც დამყვება, ვერ მთმობს რატომღაც,
და ერთად ვტეხავთ სიშორის ნავსებს,
ჩვენ ვართ მე და შენ, მაგრამ მარტო ვართ.

მახსოვს დავტოვე სიზმარი უბრად,
როცა გაისმა ზარი სამრეკლოს,
ახლაც, საკუთარ თავთან საუბარს,
მირჩევნია, რომ შენ დამირეკო.

მეც გითხრა რამე, არ დავრჩე მუნჯად,
ვიყო წარსულზე ოდნავ მარტივი,
მაგრამ მოლოდინს ბოლო არ უჩანს,
და ტყდება ღამეც, შოკოლადივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები