ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი...
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2009


მანქანა (წუხელ დაწერილი)

ვწელავ დილას, მეზარება ყავაც,
ვეღარ ვუძლებ სამსახურის წნეხებს,
ვიცი ეს დღეც ისევ ისე გავა,
გავალ გარეთ...ძლივს მივათრევ ფეხებს.

ვიღაც მგზავრი - რაღაც სევდა მიპყრობს...
ტროლეიბუსს ჩამოუწყდა მკლავი,
გუშინ უფრო გრილი დილა იყო,
მივდივარ და რაზე ვფიქრობ, რავი...

გაჩერება, მანქანები, სკვერი,
შუქნიშანი, გადამწვარი მწვანე.
რა მეტია - ხმაური თუ მტვერი,
ჰაერია, თუ დრო არის მავნე.

და წრიალებს ჩემი წვრილი ნერვი
სამსახური-სახლის წყვეტილ ხაზზე,
ვარ დაღლილი, ვარ მაღალი წნევით
და ვმუშაობ, გეგონება გაზზე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები