ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2009


ჭორად დადიხარ

მღერის დუეტი
ჭრიჭინების,
სუნთქვა გახშირდა,
ფიჭვის ხეები
თავმომწონედ
დგანან სცენაზე,
ზაფხულის მთვარე
უმზერს
ზეცის შუშაბანდიდან
ცეცხლოვან ცეკვას_
ქარი არის გადარბენაზე.

მიეჩქარება, ალბათ, ახლაც.
სულ სულსწრაფია,
თან გაიყოლებს
ფოთოლთა უხვ
აპლოდისმენტებს,
მერე, ზღვის ტალღას
გამოსტყუებს კოცნას,
ქაფიანს,
მიეტმასნება
ნეტარებასაყოლილ მკერდზე.

შენ, ამ ყველაფერს,
ფუნჯს უამბობ,
დაარქმევ სახელს,
(არ დამემალა მოლოდინი,
ჯობდა,
ამდენ ხანს...)
სხვების თვალში კი,
გრძნეულივით გარდაისახე,
და ღამღამობით
ჩემს ქუჩაზე
ჭორად დადიხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები