 | ავტორი: ვასო ჟანრი: საბავშვო 21 მაისი, 2008 |
ყველამ იცით, ნადირთ მეფე დღემდე ლომი იყო მუდამ. ხმას ვერავინ ვერ იღებდა, თუმც მეფობა სხვებსაც სურდათ.
შეიცვალა ცხოვრება და ახმაურდნენ ცხოველები: - თუა დემოკრატიაო, ჩავატაროთ არჩევნები.
შეადგინეს სიები და გამოაკრეს შინ თუ გარეთ. ტურა დასვეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ.
თვლა არ უჩანთ დამკვირვებლებს, გრძელი რიგი დადგა მათი – არქტიკიდან საგანგებოდ ჩამოვიდა თეთრი დათვი.
ავსტრალიის შტატებიდან კოალა და კენგურუა, აქლემია უდაბნოდან, მერე რა, რომ ცოტა ყრუა.
შეკვრა ბიულეტენების მოიტანეს სისხამ დილით, საგანგებოდ ევკალიპტის ფოთლებზეა დაბეჭდილი.
ზედ წერია სახელები, ყველას თავის ნომერი აქვს: პირველია მელაკუდა, რიცხვი ორი ერგო ნიანგს.
მესამეა თავად ლომი – მასაცა აქვს ამის ნება. ცხოველებმა გადაწყვიტონ მათი მეფე ვინ იქნება.
სიაშია კიდევ ორი, რომელია დასაწუნი – მეოთხეა თუთიყუში, მეხუთე კი – მაიმუნი.
ხმაურია, ყაყანია, ვინ რას ყვირის, ვერვინ იგებს. ჟირაფი დგას უბანზე და ცხოველთა რიგს აწესრიგებს.
როცა ყველამ გააკეთა უკვე თავის არჩევანი, დაიხურა უბნები და არვინ იყო მომჩივანი,
ყველა ყუთი მოაგროვეს, რათა ერთად დაიცალოს, შეიკრიბა კომისია, ხმები უნდა დაითვალოს.
მათ გარშემო დამკვირვებლებს თვალი ფხიზლად კი ეჭირათ, მაგრამ, ბიულეტენები, თქვენც ხომ გახოვთ, მათდა ჭირად,
ევკალიპტის ფოთლებისგან რომ დაბეჭდეს საგანგებოდ. კოალამ კი, ამ მსუნაგმა, კარგად იცის მისი გემო,
ვერ გაუძლო ცდუნებას და ფოთლის გროვას ეცა სწრაფად, სანამ ვინმე გონს მოვიდა, ყველა ერთად გადაყლაპა...
. . . . . . . . . ჩაიშალა არჩევნები, დრო ტყუილად დაიხარჯა. ევკალიპტი კოალას და მეფობა კი - კვლავ ლომს დარჩა!
2006
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. 555
მეფობა კი - კვლავ ლომს დარჩა! 555
მეფობა კი - კვლავ ლომს დარჩა!
16. ვასო, თუ დამიჯერებ შენი გვერდი ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელი გვერდია ჩემთვის.. ვიცი, რომ მარტო ჩემთვის არა.. ბევრისთვის კიდევ.. მაგრამ მე ჩემი ვთქვი.. გაიხარე.. :)
5 ვასო, თუ დამიჯერებ შენი გვერდი ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელი გვერდია ჩემთვის.. ვიცი, რომ მარტო ჩემთვის არა.. ბევრისთვის კიდევ.. მაგრამ მე ჩემი ვთქვი.. გაიხარე.. :)
5
15. როგორც ყოველთვის-ძალიან კარგი საბავშვო პოეზია ;;) 5 როგორც ყოველთვის-ძალიან კარგი საბავშვო პოეზია ;;) 5
14. ეს ლექსი "დიდ ბავშვებს" :) არაჩვეულებრივია , ტყეში არჩევნები კარგი აზრია ;)
რა შენ და რაღა კრილოვი, უფრო სწორად, ჩემი სუბიექტური აზრით ბევრად კარგად წერ ;) :) ეს ლექსი "დიდ ბავშვებს" :) არაჩვეულებრივია , ტყეში არჩევნები კარგი აზრია ;)
რა შენ და რაღა კრილოვი, უფრო სწორად, ჩემი სუბიექტური აზრით ბევრად კარგად წერ ;) :)
13. მაიმუნი რომელი ნომერია?აი,მაგდენი ქულა შენ,ვასო მაიმუნი რომელი ნომერია?აი,მაგდენი ქულა შენ,ვასო
11. ''არქტიკიდან საგანგებოდ ჩამოვიდა თეთრი დათვი''...
ეჰ, ეგ დათვი გვიშველის ვითომ?!:(
არაჩვეულებრივი ხართ!:)
``არქტიკიდან საგანგებოდ ჩამოვიდა თეთრი დათვი``...
ეჰ, ეგ დათვი გვიშველის ვითომ?!:(
არაჩვეულებრივი ხართ!:)
10. სიაშია კიდევ ორი, რომელია დასაწუნი – მეოთხეა თუთიყუში, მეხუთე კი – მაიმუნი. :))
ძალიან გავს აქაურობას :) ბრავო ბატონო ვასო! სიაშია კიდევ ორი, რომელია დასაწუნი – მეოთხეა თუთიყუში, მეხუთე კი – მაიმუნი. :))
ძალიან გავს აქაურობას :) ბრავო ბატონო ვასო!
9. მაგარი ხარ, ვასო!
"ზედ წერია სახელები, ყველას თავის ნომერი აქვს: პირველია მელაკუდა, რიცხვი ორი ერგო ნიანგს.
მესამეა თავად ლომი – მასაცა აქვს ამის ნება. ცხოველებმა გადაწყვიტონ მათი მეფე ვინ იქნება.
სიაშია კიდევ ორი, რომელია დასაწუნი – მეოთხეა თუთიყუში, მეხუთე კი – მაიმუნი." =D> 5
მაგარი ხარ, ვასო!
"ზედ წერია სახელები, ყველას თავის ნომერი აქვს: პირველია მელაკუდა, რიცხვი ორი ერგო ნიანგს.
მესამეა თავად ლომი – მასაცა აქვს ამის ნება. ცხოველებმა გადაწყვიტონ მათი მეფე ვინ იქნება.
სიაშია კიდევ ორი, რომელია დასაწუნი – მეოთხეა თუთიყუში, მეხუთე კი – მაიმუნი." =D> 5
8. ნეტა საქართველოსაც სტუმრობდეს კოალა :)) 5 ნეტა საქართველოსაც სტუმრობდეს კოალა :)) 5
6. დღეს აქტუალურია :) დღეს აქტუალურია :)
5. მაგარი ვიცინე, აგარ წავალ არჩევნებზე :)) 5 მაგარი ვიცინე, აგარ წავალ არჩევნებზე :)) 5
3. ჰოო, ტყეს არჩევნები არ ჭირდება. :) ჰოო, ტყეს არჩევნები არ ჭირდება. :)
2. პირველი ვარ რა ბედნიერებაა :) მე სადაც მიწერია საბავშვოები ვერ ვნახე და ამ თემაზე ვაპირებდი ახლა დაწერას ნატვრის ხით:) შენნაირად რომ ვერ დავწერ ვიცი კაცო:) მაგრამ მინდოდა მეცადა:) მიყვარხარ ბიჭო დავწერ თუ მოვახერხე, ვმუშაობ თან 10 საათამდე მცალია მერე ოოო:) პირველი ვარ რა ბედნიერებაა :) მე სადაც მიწერია საბავშვოები ვერ ვნახე და ამ თემაზე ვაპირებდი ახლა დაწერას ნატვრის ხით:) შენნაირად რომ ვერ დავწერ ვიცი კაცო:) მაგრამ მინდოდა მეცადა:) მიყვარხარ ბიჭო დავწერ თუ მოვახერხე, ვმუშაობ თან 10 საათამდე მცალია მერე ოოო:)
1. მთლად საბავშვო არაა, მაგრამ... თან, ორი წლის წინაა დაწერილი. მაინც, იყოს, დღეისთვის ;) მთლად საბავშვო არაა, მაგრამ... თან, ორი წლის წინაა დაწერილი. მაინც, იყოს, დღეისთვის ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|