ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2009


CV

ჩემი მეილი,
უმისამართოდ მოხეტიალე,
გაგიჭირდება, მომაგნო სადმე,
“კავშირი-ქარი”
გზააბნეული, 
გამოატანე
უსახლკაროს
დანაბარები.

სქესს რა აზრი აქვს
გამოგონილ პიროვნებისთვის?
ორივე ერთად
მიწისგან გავჩნდით
(ერთი საწყისი)
და ამ გენდერულ
უთანაბრობას
დიდი ხანია,
ხაზი გავუსვი .

გამოცდილებით,
როგორ იცვლის, დრო, უხმოდ, ფერებს
ამინდიც, ჩემთვის,
უჩვეულოდ იცვლის ხასიათს,
სხვანაირი ხარ,
ვერ გამიგებ,
სხეულს გათხოვებ,
რომ შეძლო ამის
ჩემით დანახვა.

მე პროფესიით...
პოეტი ვარ ვერ(არ) შემდგარი,
მერე რა, თუკი,
დავიბრალებ ადრესატობას
შენი ლექსების,
... და ვიპატიებ ამით ცოდვას
პოეტობისას
(შენ ხარ პოეტი...)!

გილაგებ გრძნობებს,
გაშიშვლებულს, მხოლოდ სიტყვებად
წავალ და
ჩემს CV-ს დაგიტოვებ   
(მეილი არ მაქვს...)
თუკი მოგინდეს, დამიძახო,
"კავშირი - ქარი",
შენს დანაბარებს
მას გამოატან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები