 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 13 ივლისი, 2009 |
შენ გამოგყვები, შენს ღიმილს და შენს აღტაცებას, სურს ლურჯი მთები და მინდვრები გადამატაროს, მაგ შავ თვალებში ცისარტყელა ჩაიხატება, ჩემო ოცნებავ, ჩემო ცხადო, ჩემო ზღაპარო...
ჩემო პატარავ, ჩემო შვილო შენი მხილველი, მძიმე ტვირთივით მივაცილებ დარდს და სიბერეს, ლაჟვარდებისკენ გამიძღვები როგორც ფრინველი, როგორც მნათობი, როგორც სითბო, როგორც სიკეთე...
ჩემო ლამაზო, ცელქო გოგო ჩემი დღეები, შენზე ოცნების სიმღერაში გათენდებიან და შენს ძებნაში უცნაური უფლისწულები ყალყზე შემდგარი რაშებივით გახელდებიან...
ვერ შემაჩერებს ცივი ყინვა ქარის შოლტებით, მწვერვალებამდე მოგყვებიან ჩემი თვალები, მერე კი ჩუმად, უცნაურად ჩამოგშორდები და სადმე, იქვე პატარა ბორცვს მივეფარები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. ახლა რაღაცას გეტყვი, ნადირო, და, დიდი იმედი მაქვს, სწორად და ზუსტად გაიგებ, რასაც გეუბნები - ის კაკალაძე იყო თუ კაკალაშვილი, მის ცხოვრებაში ერთადერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა ის იყო, რომ პრეზიდენტმა შეაქო პარლამენტის ტრიბუნიდან. არა მგონია, და არც მინდა დავიჯერო, რომ შენისთანა ნიჭის პატრონს, 5 წელიწადში ერთხელ რომ იცვლება, იმ კაცის შექება გჭირდებოდეს, ან გინდოდეს მაინც! აბა დაფიქრდი, პრეზიდენტი რომ გამოსულიყო და კაკალაშვილის მაგივრად შენ შეექე, რა გრძნობა დაგეუფლებოდა? რაც შეეხება ფულს, ის სტერეოტიპი, რომ პოეტს ფული არ უნდა ჰქონდეს, დიდი ხანია, დაიმსხვრა და თუ შენი ლექსების წიგნი კაკალაშვილის მიერ წარმოებულ ძეხვზე (ან ნებისმიერ პროდუქტზე) ძვირად გაიყიდება, უნდა გაყიდო და აღებული ფულით (ღმერთმა ქნას, მილიონები იყოს) ოჯახი არჩინო! ასეა, ნადირო! ლიტერატურაშიც, როგორც სხვა ყველაფერში, საბაზრო ეკონომიკის წესები მოქმედებს და თუ გვინდა, რომ მაგრები ვიყოთ გული კი არ უნდა დაგვწყდეს, რომ ნიჭზე მაღლა ფული დგას, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ სხვებზე უფრო რენტაბელურები ვიყოთ და ჩვენი ნიჭი სხვებისაზე ძვირად გაიყიდოს!
ისე, რა მაგის პასუხია და - წიგნი გაქვს გამოშვებული? და სად შეიძლება რომ ვიყიდო?
და კიდევ - ვინც რუსოფილობაში დაგდებს ბრალს, ის შეჭამოს წმინდა ხოჭომ! იმას გაუწყრეს სეთი და ოსირისი ერთად! იმან ვერ ნახოს ნილოსის ადიდება იქითა გაზაფხულზე და იმას აარიდოს ჰორმა თავისი ყოვლისმხილველი თვალი!
წაიკითხე, რა დაგიკომენტარე შენს ლექსზე "ვერ იამაყებ?" იქ მიწერია ამისი პასუხი, რუსოფილობასთან დაკავშირებით! ახლა რაღაცას გეტყვი, ნადირო, და, დიდი იმედი მაქვს, სწორად და ზუსტად გაიგებ, რასაც გეუბნები - ის კაკალაძე იყო თუ კაკალაშვილი, მის ცხოვრებაში ერთადერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა ის იყო, რომ პრეზიდენტმა შეაქო პარლამენტის ტრიბუნიდან. არა მგონია, და არც მინდა დავიჯერო, რომ შენისთანა ნიჭის პატრონს, 5 წელიწადში ერთხელ რომ იცვლება, იმ კაცის შექება გჭირდებოდეს, ან გინდოდეს მაინც! აბა დაფიქრდი, პრეზიდენტი რომ გამოსულიყო და კაკალაშვილის მაგივრად შენ შეექე, რა გრძნობა დაგეუფლებოდა? რაც შეეხება ფულს, ის სტერეოტიპი, რომ პოეტს ფული არ უნდა ჰქონდეს, დიდი ხანია, დაიმსხვრა და თუ შენი ლექსების წიგნი კაკალაშვილის მიერ წარმოებულ ძეხვზე (ან ნებისმიერ პროდუქტზე) ძვირად გაიყიდება, უნდა გაყიდო და აღებული ფულით (ღმერთმა ქნას, მილიონები იყოს) ოჯახი არჩინო! ასეა, ნადირო! ლიტერატურაშიც, როგორც სხვა ყველაფერში, საბაზრო ეკონომიკის წესები მოქმედებს და თუ გვინდა, რომ მაგრები ვიყოთ გული კი არ უნდა დაგვწყდეს, რომ ნიჭზე მაღლა ფული დგას, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ სხვებზე უფრო რენტაბელურები ვიყოთ და ჩვენი ნიჭი სხვებისაზე ძვირად გაიყიდოს!
ისე, რა მაგის პასუხია და - წიგნი გაქვს გამოშვებული? და სად შეიძლება რომ ვიყიდო?
და კიდევ - ვინც რუსოფილობაში დაგდებს ბრალს, ის შეჭამოს წმინდა ხოჭომ! იმას გაუწყრეს სეთი და ოსირისი ერთად! იმან ვერ ნახოს ნილოსის ადიდება იქითა გაზაფხულზე და იმას აარიდოს ჰორმა თავისი ყოვლისმხილველი თვალი!
წაიკითხე, რა დაგიკომენტარე შენს ლექსზე "ვერ იამაყებ?" იქ მიწერია ამისი პასუხი, რუსოფილობასთან დაკავშირებით!
35. რუსოფილობაში ნურავინ დამადანაშაულებს ამ ლექსის გამო! რუსოფილობაში ნურავინ დამადანაშაულებს ამ ლექსის გამო!
34. მადლობა იმჰოტეპი, მაგრამ საქართველოში თუ ფული არა გაქვს, ვინმე ბიზნესმენ კაკალაძის მაგალითიც კმარა, თუ გავლენიანი მამა არაგყავს, მლიქვნელი თუ არ ხარ ან სპეცსამსახურის აგენტი, რაც გინდა გააკეთე, დაწერე! მაინც ცოცხალი გვამი ხარ! ასეა ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, იმიტომ ვერ ვითარდება საქართველო. მაშინ როცა ვინმე ლექსისუცოდინარი კაკალაძე ტელევიზიით შეაქეს ხელისუფლების პირველმა პირებმა, თქვეს თავისი სათქმელი, ის რომ ჩვენს ქვეყანაში ნიჭზე მაღლა ფული დგას და რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ეს ერთი ინტერნეტ სივრცეღა გვრჩება, რომ ჩვენი ნაფიქრი მკითხველამდე მივიტანოთ ჩემნაირმა ავტორებმა. თეოდორ დოსტოევსკი წერს: ნუ ეტყვი ადამიანს არასწორი გზით მიდიხარო, თუ მას სწორ გზას ვერ უჩვენებო... კი ბატონო თუ იცი რომელიმე ტრიბუნა რომელიც უკეთესი ტრამპლინი იქნება ჩემთვის, მითხარი, მე აქ ვარ და აუცილებლად გამოვიყენებ. ისე დიდი მადლობა რჩევისთვის და შექებისთვის. ერთი რუსი კლასიკოსის პატარა ლექსით დავამთავრებ:
ხარები ვართ ერთი უღლის, მაგრამ ბედით სხვა და სხვა ვართ, თქვენ საჯიშედ გგზავნიან და ჩვენ გგვზავნიან დასაკლავად! მადლობა იმჰოტეპი, მაგრამ საქართველოში თუ ფული არა გაქვს, ვინმე ბიზნესმენ კაკალაძის მაგალითიც კმარა, თუ გავლენიანი მამა არაგყავს, მლიქვნელი თუ არ ხარ ან სპეცსამსახურის აგენტი, რაც გინდა გააკეთე, დაწერე! მაინც ცოცხალი გვამი ხარ! ასეა ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, იმიტომ ვერ ვითარდება საქართველო. მაშინ როცა ვინმე ლექსისუცოდინარი კაკალაძე ტელევიზიით შეაქეს ხელისუფლების პირველმა პირებმა, თქვეს თავისი სათქმელი, ის რომ ჩვენს ქვეყანაში ნიჭზე მაღლა ფული დგას და რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ეს ერთი ინტერნეტ სივრცეღა გვრჩება, რომ ჩვენი ნაფიქრი მკითხველამდე მივიტანოთ ჩემნაირმა ავტორებმა. თეოდორ დოსტოევსკი წერს: ნუ ეტყვი ადამიანს არასწორი გზით მიდიხარო, თუ მას სწორ გზას ვერ უჩვენებო... კი ბატონო თუ იცი რომელიმე ტრიბუნა რომელიც უკეთესი ტრამპლინი იქნება ჩემთვის, მითხარი, მე აქ ვარ და აუცილებლად გამოვიყენებ. ისე დიდი მადლობა რჩევისთვის და შექებისთვის. ერთი რუსი კლასიკოსის პატარა ლექსით დავამთავრებ:
ხარები ვართ ერთი უღლის, მაგრამ ბედით სხვა და სხვა ვართ, თქვენ საჯიშედ გგზავნიან და ჩვენ გგვზავნიან დასაკლავად!
33. და კიდევ - იმპოტეპს ნუ მეძახი! და კიდევ - იმპოტეპს ნუ მეძახი!
32. არ გაპირისპირებ, ნადირო! უბრალოდ, ეგ გამახსენდა პირველად! კონკრეტულად ილტოსპირელზე არ მაქვს საუბარი! შენ (იმედია, არ გეწყინება, შენობით რომ გესაუბრები) იმდენად ნიჭიერი ხარ, რომ ვთვლი (ოღონდ მართლა ვთვლი), შენი ადგილი ძალიან მაღლაა! ვინც კი წამიკითხავს ოდესმე (და გარწმუნებ, ძალიან ბევრი ავტორი წამიკითხავს), შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ! იმედია, მლიქვნელობაში არ ჩამომართმევ! გახსოვს ალბათ, რაც არ მომეწონა, პირდაპირ გითხარი და თუ ცუდის თქმას არ მოვერიდე, არც კარგის თქმა უნდა იყოს პრობლემა! და რაც ყველაზე მეტად მომწონს შენში - არავის გავხარ! არავის ფრაზებს იპარავ და ბოდიში და, არავის ნასუფრალი პოეზიით იკვებები! შენ შენი გაქვს ყველაფერი, რაც კი წავიკითხე! არ გაპირისპირებ, ნადირო! უბრალოდ, ეგ გამახსენდა პირველად! კონკრეტულად ილტოსპირელზე არ მაქვს საუბარი! შენ (იმედია, არ გეწყინება, შენობით რომ გესაუბრები) იმდენად ნიჭიერი ხარ, რომ ვთვლი (ოღონდ მართლა ვთვლი), შენი ადგილი ძალიან მაღლაა! ვინც კი წამიკითხავს ოდესმე (და გარწმუნებ, ძალიან ბევრი ავტორი წამიკითხავს), შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ! იმედია, მლიქვნელობაში არ ჩამომართმევ! გახსოვს ალბათ, რაც არ მომეწონა, პირდაპირ გითხარი და თუ ცუდის თქმას არ მოვერიდე, არც კარგის თქმა უნდა იყოს პრობლემა! და რაც ყველაზე მეტად მომწონს შენში - არავის გავხარ! არავის ფრაზებს იპარავ და ბოდიში და, არავის ნასუფრალი პოეზიით იკვებები! შენ შენი გაქვს ყველაფერი, რაც კი წავიკითხე!
31. იმპოტეპი, რად მაპირისპირებ ილტოსპირელთან? იმპოტეპი, რად მაპირისპირებ ილტოსპირელთან?
30. დახვეწილი რითმა, სწორად წამოსული ემოცია, საინტერესო შინაარსი ტექნიკა! 5 ალალად! დახვეწილი რითმა, სწორად წამოსული ემოცია, საინტერესო შინაარსი ტექნიკა! 5 ალალად!
29. ძალიან მაგარია ძალიან მაგარია
28. http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=NUSNV
აი, აქ დევს ის ფილმი, მე რომ გეუბნებოდი! თუ არ გინახავს, შედი და ნახე! http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=NUSNV
აი, აქ დევს ის ფილმი, მე რომ გეუბნებოდი! თუ არ გინახავს, შედი და ნახე!
27. ნადირო!
კიდევ ერთი აღიარება ჩემგან!
რაც მართალია, მართალია! უნიჭიერესი პოეტი ხარ! განწყობასაც და სათქმელსაც ზუსტად ისე გამოხატავ, როგორც უნდა გამოხატო!
ერთი რამ მიკვირს - შენი ნიჭის პატრონი ასეთ გაუგებრობაში როგორ აღმოჩნდი? სრული სერიოზულობით ვამბობ - ასეთი ნიჭის პატრონი ბევრად უფრო დაფასებული უნდა იყოს.
შენი ადგილი ნამდვილად არაა ილტოსპირელისა და დანარჩენი (ნუღა ჩამომათვლევინებ, შენ ჩემზე უკეთ იცი) ლიტერატურული ბომჟების გვერდით!
P.S. გათენდებიან-გახელდებიან - აი, აქ ცოტა რითმამ მოზგანა! დანარჩენი მშვენიერია! ეგ ადგილიც სასიამოვნოდ იკითხება, იმდენად კარგი ლექსია!
თან რა არის, იცი? ამ ლექსმა გამახსენა გენიალური ფილმი "გაიცანით ჯო ბლექი" ასევე გენიალური ბრედ პიტისა და უფრო გენიალური ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით - ალბათ ნანახი გექნება და ახსნას აღარ დავიწყებ!
ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ გაღიარებ!
5+ ნადირო!
კიდევ ერთი აღიარება ჩემგან!
რაც მართალია, მართალია! უნიჭიერესი პოეტი ხარ! განწყობასაც და სათქმელსაც ზუსტად ისე გამოხატავ, როგორც უნდა გამოხატო!
ერთი რამ მიკვირს - შენი ნიჭის პატრონი ასეთ გაუგებრობაში როგორ აღმოჩნდი? სრული სერიოზულობით ვამბობ - ასეთი ნიჭის პატრონი ბევრად უფრო დაფასებული უნდა იყოს.
შენი ადგილი ნამდვილად არაა ილტოსპირელისა და დანარჩენი (ნუღა ჩამომათვლევინებ, შენ ჩემზე უკეთ იცი) ლიტერატურული ბომჟების გვერდით!
P.S. გათენდებიან-გახელდებიან - აი, აქ ცოტა რითმამ მოზგანა! დანარჩენი მშვენიერია! ეგ ადგილიც სასიამოვნოდ იკითხება, იმდენად კარგი ლექსია!
თან რა არის, იცი? ამ ლექსმა გამახსენა გენიალური ფილმი "გაიცანით ჯო ბლექი" ასევე გენიალური ბრედ პიტისა და უფრო გენიალური ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით - ალბათ ნანახი გექნება და ახსნას აღარ დავიწყებ!
ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ გაღიარებ!
5+
26. სათუთი, ნაზი..... და საყვარელი......ძალიან მომეწონა! :):):) სათუთი, ნაზი..... და საყვარელი......ძალიან მომეწონა! :):):)
25. მერე კი ჩუმად, უცნაურად ჩამოგშორდები და სადმე, იქვე პატარა ბორცვს მივეფარები... ძალიან ნაზია და საყვარელი! ... :)
მერე კი ჩუმად, უცნაურად ჩამოგშორდები და სადმე, იქვე პატარა ბორცვს მივეფარები... ძალიან ნაზია და საყვარელი! ... :)
23. მოგიკითხეთ.. მოგიკითხეთ..
22. მახსოვს ეს ლამაზი და თბილი ლექსი:)
მოგიკითხეთ მახსოვს ეს ლამაზი და თბილი ლექსი:)
მოგიკითხეთ
21. ხო მეც ვიცოდი:) მოკითხვა კაი კაცს;) ხო მეც ვიცოდი:) მოკითხვა კაი კაცს;)
20. ვერ შემაჩერებს ცივი ყინვა ქარის შოლტებით, მწვერვალებამდე მოგყვებიან ჩემი თვალები, მერე კი ჩუმად, უცნაურად ჩამოგშორდები და სადმე, იქვე პატარა ბორცვს მივეფარები...
ვიცი ეს ლექსი... ძალიან ლამაზი ლექსია. 5 ვერ შემაჩერებს ცივი ყინვა ქარის შოლტებით, მწვერვალებამდე მოგყვებიან ჩემი თვალები, მერე კი ჩუმად, უცნაურად ჩამოგშორდები და სადმე, იქვე პატარა ბორცვს მივეფარები...
ვიცი ეს ლექსი... ძალიან ლამაზი ლექსია. 5
19. ულამაზეს გოგონას უსაყვარლესი ლექსი
ძალიან კარგი მიძღვნაა, 5555555555555555555 ულამაზეს გოგონას უსაყვარლესი ლექსი
ძალიან კარგი მიძღვნაა, 5555555555555555555
18. ვერ შემაჩერებს ცივი ყინვა ქარის შოლტებით, მწვერვალებამდე მოგყვებიან ჩემი თვალები, მერე კი ჩუმად, უცნაურად ჩამოგშორდები და სადმე, იქვე პატარა ბორცვს მივეფარები...
5:)
მთლიანად ხომ ძალიან ძალიან კარგია:) ვერ შემაჩერებს ცივი ყინვა ქარის შოლტებით, მწვერვალებამდე მოგყვებიან ჩემი თვალები, მერე კი ჩუმად, უცნაურად ჩამოგშორდები და სადმე, იქვე პატარა ბორცვს მივეფარები...
5:)
მთლიანად ხომ ძალიან ძალიან კარგია:)
17. რა თბილია მამისგან თითოეუილი ასეთი ფრაზა თუ სიტყვა... უთბილესი... :) რა თბილია მამისგან თითოეუილი ასეთი ფრაზა თუ სიტყვა... უთბილესი... :)
16. ჩემო პატარავ, ჩემო შვილო შენი მხილველი, მძიმე ტვირთივით მივაცილებ დარდს და სიბერეს, ლაჟვარდებისკენ გამიძღვები როგორც ფრინველი, როგორც მნათობი, როგორც სითბო, როგორც სიკეთე... შუქით სავსე და სიკეთით სავსე ლექსია..5 ჩემო პატარავ, ჩემო შვილო შენი მხილველი, მძიმე ტვირთივით მივაცილებ დარდს და სიბერეს, ლაჟვარდებისკენ გამიძღვები როგორც ფრინველი, როგორც მნათობი, როგორც სითბო, როგორც სიკეთე... შუქით სავსე და სიკეთით სავსე ლექსია..5
15. ძალიან მომეწონა. რა მამა ყოლია ნათიას. ალბათ იცის. დ. ძალიან მომეწონა. რა მამა ყოლია ნათიას. ალბათ იცის. დ.
14. კი კარგია მართლაც კი კარგია მართლაც
13. ძალიან მომეწონა ! ძალიან მომეწონა !
11. ჩემო პატარავ, ჩემო შვილო შენი მხილველი, მძიმე ტვირთივით მივაცილებ დარდს და სიბერეს, ლაჟვარდებისკენ გამიძღვები როგორც ფრინველი, როგორც მნათობი, როგორც სითბო, როგორც სიკეთე ულამაზესი ლექსია! :) ჩემო პატარავ, ჩემო შვილო შენი მხილველი, მძიმე ტვირთივით მივაცილებ დარდს და სიბერეს, ლაჟვარდებისკენ გამიძღვები როგორც ფრინველი, როგორც მნათობი, როგორც სითბო, როგორც სიკეთე ულამაზესი ლექსია! :)
10. ვერ შემაჩერებს ცივი ყინვა ქარის შოლტებით, მწვერვალებამდე მოგყვებიან ჩემი თვალები, მერე კი ჩუმად, უცნაურად ჩამოგშორდები და სადმე, იქვე პატარა ბორცვს მივეფარები...
ძალიან მომეწონა ლექსი... ვერ შემაჩერებს ცივი ყინვა ქარის შოლტებით, მწვერვალებამდე მოგყვებიან ჩემი თვალები, მერე კი ჩუმად, უცნაურად ჩამოგშორდები და სადმე, იქვე პატარა ბორცვს მივეფარები...
ძალიან მომეწონა ლექსი...
9. ძალიან ძლიერია... ძალიან ძლიერია...
8. მაგარი :) 5 მაგარი :) 5
7. ულამაზესი ლექსია :) სითბოთი და სიყვარულით გაჯერებულიი :) ულამაზესი ლექსია :) სითბოთი და სიყვარულით გაჯერებულიი :)
6. სიტყვები არ მყოფნის... სიტყვები არ მყოფნის...
5. ეს ვიცი და ყოველთვის ვამბობ რო მაგარია!
როგორ ხარ სევარიონ? :) ეს ვიცი და ყოველთვის ვამბობ რო მაგარია!
როგორ ხარ სევარიონ? :)
4. ++ :) ის, რაც თქვენთვის "პატარა ბორცვია", მამაჩემისთვის "ოფისია" :))) ზემოდან, ოფისში გამომიძახებენო, ამბობს ხოლმე :))) ძალიან თბილი ლექსია! :) ++ :) ის, რაც თქვენთვის "პატარა ბორცვია", მამაჩემისთვის "ოფისია" :))) ზემოდან, ოფისში გამომიძახებენო, ამბობს ხოლმე :))) ძალიან თბილი ლექსია! :)
3. რა ლამაზი ლექსია ;;) თან ჩემს სეხნიას ეძღვნება ;;) აბა მამაჩემს პოეტური ნიჭის ნატამალი არ აქვს,რას მომიძღვნის?! +2 რა ლამაზი ლექსია ;;) თან ჩემს სეხნიას ეძღვნება ;;) აბა მამაჩემს პოეტური ნიჭის ნატამალი არ აქვს,რას მომიძღვნის?! +2
2. სვეტიცხოვლობას ვულოცავ პატარა ნათიას და ყველა შვილსა საქართველოისას! დილას სვეტიცხოვლობისას გილოცავ, ძმაო ნადირთხელმწიფევ!!! სვეტიცხოვლობას ვულოცავ პატარა ნათიას და ყველა შვილსა საქართველოისას! დილას სვეტიცხოვლობისას გილოცავ, ძმაო ნადირთხელმწიფევ!!!
1. ჩემო პატარავ, ჩემო შვილო შენი მხილველი, მძიმე ტვირთივით მივაცილებ დარდს და სიბერეს, ლაჟვარდებისკენ გამიძღვები როგორც ფრინველი, როგორც მნათობი, როგორც სითბო, როგორც სიკეთე...
...დიდებულია... :) ჩემო პატარავ, ჩემო შვილო შენი მხილველი, მძიმე ტვირთივით მივაცილებ დარდს და სიბერეს, ლაჟვარდებისკენ გამიძღვები როგორც ფრინველი, როგორც მნათობი, როგორც სითბო, როგორც სიკეთე...
...დიდებულია... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|