სულელი ვიქნები, თუ გზას განვაგრძობ... არავის ანაღვლებს ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე... ახლა რაღა ვქნა? უკვე მარტო ვარ... ეს ხომ დიდი დროა, ჩემი უკანასკნელი "ნახვამდის"..
დამშვიდობების სიტყვები უმადურად მიმზერენ მწვანე თვალებში, მათ არ ანაღვლებთ ჩემი ფიქრები, ცრემლები, დილიას სიმღერა.. არ ვიცი, რატომ წახვედი, არ ვიცი, რატომ მოგეცი უფლება, არ ვიცი, რატომ ვაწვალებ ტუჩებთან ჰარმონი(ულ მუსი)კას...
მეგობრებიც წავიდნენ... ცა მოსჩანს შორს, ზღვა ღელავს ახლოს და შენი თმებით ისევ მოაქვს ქარს ჩემთან სიმების ჟღერადობა... აქ ფიქრი არ არის. აქ ცრემლიც არ არის...
მრჩება მხოლოდ გაწყვეტილი აზრები, ლეგენდების ერთმაენთთან შეკავშირება, გარდაცვლილი დროის ჰანგებით გაცოცხლება და ისევ...
ისევ აპრილი...
ისევ ამედევნება მისი ჩრდილების ჩრდილების ჩრდილები, ისევ ვისუნთქებ თმებით მის სურნელს, ისევ ვუყურებ წითელ სინათლეში მწვანე თვალებით შავად მოსროლილ ნიავს გარშემო...
ვიცი რომ დრო გავიდა, ვიცი, რომ დარჩა ყველაფერი უცვლელი, ვიცი, რომ ისევ იბრუნებს სამყარო და მხოლოდ ოდესმე მოხდება არმაგედონი...
არაფერი შეცვლილა ჩვენს შემდეგ.. არაფერს შეუცვლია არაფრის ფერი...
შენ არ ხარ მარტო... აპრილის ჩრდილების ჩრდილების ჩრდილები... ჩემს თაბახებზე შავად დახატული მუსიკა....
მორბენალ ბგერებს ვისვრი ჰაერში, მოუსვენარ თითებს ვათამაშებ კლავიატურაზე და მაინც... მე უცვლელი ვარ.. მე არ შევიცვლები მაშინაც კი, როცა გაჩერდება მუსიკა, როცა შეწყვეტს არსებობას მშვიდობის მტრედი და მაშინაც კი, როცა ლეგენდა დატოვებს სამყაროს.
ეს მუდამ ჩემს გულში იქნება, მე ხომ შენთან ვარ...
მე... შენ და აპრილის ჩრდილების ჩრდილების ჩრდილები...
ამჯერად კოკაინის გარეშე....
პ.ს. ამას წინ 2 ნაწილი აქვს "აპრილის ჩრდილების ჩრდილების ჩრდილები"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მე... შენ და აპრილის ჩრდილების ჩრდილების ჩრდილები...
kaia+2 მე... შენ და აპრილის ჩრდილების ჩრდილების ჩრდილები...
kaia+2
6. საყვარელო ნუ სევდიანობ, ღიმილი გიხდება! :) საყვარელო ნუ სევდიანობ, ღიმილი გიხდება! :)
5. ლამაზი სიმღერაა, მაგრამ აქ შენი ლექსი უნდა იდოს, მგონი!
ლამაზი სიმღერაა, მაგრამ აქ შენი ლექსი უნდა იდოს, მგონი!
4. +2 ;;) კარგი იყო ;;) ეგ მუსიკა მიყვარს ;;) +2 ;;) კარგი იყო ;;) ეგ მუსიკა მიყვარს ;;)
3. ისევ ვუყურებ წითელ სინათლეში მწვანე თვალებით შავად მოსროლილ ნიავს გარშემო... momwons......... ისევ ვუყურებ წითელ სინათლეში მწვანე თვალებით შავად მოსროლილ ნიავს გარშემო... momwons.........
2. მოგიკითხე. ამას მერე წავიკითხავ:) მოგიკითხე. ამას მერე წავიკითხავ:)
1. აქ ფიქრი არ არის. აქ ცრემლიც არ არის...
მრჩება მხოლოდ გაწყვეტილი აზრები, ლეგენდების ერთმაენთთან შეკავშირება, გარდაცვლილი დროის ჰანგებით გაცოცხლება და ისევ...
რა სევდიანია, მწვანეთვალებავ:-*
ეს სიმღერა მიყვარს. აქ ფიქრი არ არის. აქ ცრემლიც არ არის...
მრჩება მხოლოდ გაწყვეტილი აზრები, ლეგენდების ერთმაენთთან შეკავშირება, გარდაცვლილი დროის ჰანგებით გაცოცხლება და ისევ...
რა სევდიანია, მწვანეთვალებავ:-*
ეს სიმღერა მიყვარს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|