ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2009


ვითომ?(ჩემს მუზას)

  კი არ ვიცოდი,რატომ მომწონდი,
  ან რა მხიბლავდა შენში ძალიან, 
  თუ სიყვარულის გულისთვის ვცხონდი?
  ალბათ ეს მხოლოდ დროის ბრალია..
 

  იქნებ გამიგო ოდესმე კიდეც,
  გამიზიარო ვნება ფარული
  და გამოფილტრო შენი გულიდან
  შეუცნობელი ეს სიყვარული...


  თუმცა რას მარგებს ფიქრი ამაზე,
  გულს ვერ უშველის მშვიდი ფერები,
  ყველამ იცის რომ შენ ხარ ლამაზი,
  მაგრამ მე ვეღარ მოგეფერები...

             
                                                16.05.09
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები