ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2009


დილა მშვიდობის

მე შენ მოგპარავ სიზმრად დამალულ ლამაზ სამყაროს,
გაღვიძებისას მისით დამტკბარი რომ იღიმები.
ჩუმად დავლაშქრავ შენი ოცნების გემბანს გპირდები,
რათა ვიცოდე რომ ყოველ ღამით დაგესიზმრები.

მე შენ წარგართმევ ყველა ოცნებას წვიმის წვეთებით,
თითოეულ მათგანზე გულიანდ რომ ირითმები.
მაგ შენს გაზაფხულს, შემოდგომას გადავაფარებ
ნაქურდალივთ გადავმალავ ზამთრის სიცივეს.
და ზაფხულს გაგიყობ.

ჩუმად წაგართმევ მაგ შენს თბილ ღიმილს,
გულის უბეში გამოვიბავ და ჩემთვის ვატარებ.
ჩუმად დავხატავ შენს გაზაფხულს წვიმის წვეთებით
შემოდგომას კი შენს ფერებში გავაღიავებ.

მერე მოვალ და სიზმრად მოგიტან უამრავ ყვავილს.
მაგრამ მოგპარავ ჩემთვის დამალულ ლამაზ სამყაროს.
გავღვიძებისას, გაგიკვირდება როცა შენს გვერდით
მე აღმოვჩნდები და ტკბილად გეტყვი: დილა მშვიდობის.

მერე ადგები, გაიზმორები. ზეცას ღიმილით გახედავ.
მე კი კუთხეში, შენს შეუმჩნევლად გადმოვსახლდები
და ყოველ დილით შენს სასთუმალთან სიზმრად დაგხვდები,
გაღვიძებისას კი მუდამ გეტყვი : დილა მშვიდობის.

გაივლის დრო და ისევ ისე დაგავიყწდები.
ისევ მომიწევს შენი ზღაპრიდან ჩუმად გაქცევა.
თუმცა ყოველთვის, თვალს რომ გაახელ
იოცნებებ რომ, ვინმემ გითხრას: დილა მშვიდობის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები