ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2009


დანგრეულ სახლში...

დანგრეულ სახლში,
დამხობილ ჭერზე
გამოჩნდა სულის
ნაზი ხატება....
მზის ათინათი
ელიცლიცება
დაღარულ კედლებს...
და... განწირული
ღმერთს ევედრება:
"აღგავე პირისგან მიწის-
ბოროტი კაცის ჩრდილიც...
აღაპყრე ხელები მაღლა...
გესმოდეს ხმა განწირულის,
ერთგულებს უხმე გვერდით!
განაგდე სიკვდილის შიში...
დამალე სახე შენი
ანგელოზების ჩრდილში!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები