 | ავტორი: ქეთუ ჟანრი: პროზა 25 ივლისი, 2009 |
23:14 ... მალე შუაღამეა...მე აქ ვზივარ, არ...უფრო სწორად, ვერ მეძინება. ვუყურებ მონიტორს, მანათებს და მძირავს შავ უსასრულობაში...ეს ჩემი რბალია, შავი მაქვს ფონი. ეს საათიც თითქმის გაუგებრად წიკწიკებს. მაგრამ ძილის საშუალებას სწორედ მისი ხმა არ მაძლევს...ალბათ მეც არ მინდა, რა ვიცი. 00:14... აი გავიდა საათიც, ვიღაცა უხმო, უსხეულო არსებამ დაითვალა ეს დროც და მოაცუნცულა ახალი დღე, ჯერ უმზეოდ, 6 საათში მზესაც ამოაცუნცულებს. შუაღამეა, გარეთაც, ჩემ სახლშიც, გულშიც, სულშიც...ღამეს ძალიან სურს რომ დამაძინოს, თავს არ მანებებს. უნდა რომ დავხუჭო თვალები, ჩავვარდე ძილის უსასრულობაში, სანამ მზის წითელი სინათლე არ გამაღვიძებს...დაუკრეჭია კბილები, და ერთი სული აქვს როდის დახურავს ყბებს ჩემ საძილე არტერიაზე...მაგრამ არ დავნებდები, კიდე დიდხანს გავძლებ...ალბათ. ეს საათი კიდე წიკწიკებს ...ჩემ გასაბრაზებლად...და სიმართლე გითხრათ გამოსდის კიდეც. 01:11... სამი ერთიანი..რისი სიმბოლოა იგი?...არ ვიცი. საერთოდ სიმბოლოები სისულელეა. მათ იგონებენ ისინი ვისაც ცხოვრება მობეზრდათ ან მოეწყინათ ცხოვრებაში. ცდილობენ რაღაც განსაკუთრებული დაინახონ ცხოვრების უბრალო სისულელეში....და რისთვის უდნათ ნეტა ეს? რაღაც უცნაურობა ხდება ჩემს თავს...ბოლო ხანებში ბევრს ვფიქრობ ცხოვრებაზე...სიბრძნეში ვვარდები...მაგრამ არ მინდა, ჯერ ამისთვის პატარა ვარ. ეს ფიქრებისგან აგებული არსება კი თავს არ მანებებს, განსაკუთრებულ აქტივობას იჩენს ან ღამე ან როცა მარტო ვარ..ახლა ორივე პირობა ხელთაქვს და გამთელა...არაუშავს, შენი დროც მოვა და თავს დამანებებ...ალბათ. ღმერთო, ეს საათი ნერვებს მიშლის, კი არ წიკწიკებს, ფეთქავს... 02:34...წარმომიდგენია ეხლა რა საშინელი თვალები მაქვს, დაბერილი, ჩასისხლიანებული, დაძაბული, დაღლილი. თვალები-სულის სარკეა...მდაა..გამოდის ჩემი სული სისხლისგან იცლება, დაღლილია, დაცლილი... ტირილს გადავეჩვიე, ნეგატიური ემოციები დაგროვდა ჩემში, თვალებშიც და შესაბამისად სულშიც. ტირილის მაგივრად ალბათ ვყმუი, მგელივით...ოღონდ მთვარეზე კი არა, თავდახრილი, მიწასთან...ვტიროდი ადრე, როცა ბავშვი ვიყავი...თუმცა, როგორც ერთმა უსაყვარლესმა ირლანდიელმა კაცმა თქვა : " Stay child, somewhere in your heart"...მეც ძალიან ვეცდები. ამჯერად ჩემი სურვილია რომ ვიტირო, აი ისე როგორც ბავშვები, მთელი გულით, გულწრფელად, ცრემლებით, გულამომჯდარი, მართლა რომ დაიცლები ცუდი ემოციისგან და მოგეშვება...ტირილის დროს თუ დალევს თვალი წყალს...მლაშეს, მაგრამ მაინც...თორემ ასე უდაბნოსავით გამიხდა ეს თვალები, ქუთუთოებიც დახეთქილ მიწასა მიგავს.... ადამიანმა, რომელმაც ეს საათი გამოიგონა, ძალიან დაუნდობელი და სასტიკი იყო. ვერც ხვდებოდა როგორ დავიტანჯებოდი. მისი წიკწიკი ყურებს მისისხლიანებს...ნერვებზე წიკწიკებს...საათი...გამოსდებს თავის ისრებს ჩემს ნერვებს, როგორც ჩონგურის სიმებს და თამაშობს, უკრავს... ყურებს ხელებით ვიფარებ, მაგრამ წიკწიკი არ ნებდება, არ ჩუმდება...თითქოს ჩემში ჩასახლდა....მომაშორეთ ვინმემ ეს საათი!!!!
02:43...ვაიმე! ეხლა მივხვდი, რომ სახლში საათი არ მაქვს!!!
Elc... :)
ქ.გ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ხო მართლა ლამაზათ წერ! 5 ხო მართლა ლამაზათ წერ! 5
5. 01:11... სამი ერთიანი..რისი სიმბოლოა იგი? <- ამ დროს უცებ დავფიქრდი ! ...არ ვიცი. საერთოდ სიმბოლოები სისულელეა. მათ იგონებენ ისინი ვისაც ცხოვრება მობეზრდათ <- ხოლო ამ დროს მივხვდი რომ მეც ასე ვფიქრობ :))))))))) 5 5 5 5 5 01:11... სამი ერთიანი..რისი სიმბოლოა იგი? <- ამ დროს უცებ დავფიქრდი ! ...არ ვიცი. საერთოდ სიმბოლოები სისულელეა. მათ იგონებენ ისინი ვისაც ცხოვრება მობეზრდათ <- ხოლო ამ დროს მივხვდი რომ მეც ასე ვფიქრობ :))))))))) 5 5 5 5 5
4. ფინალი მართლა მაგარი იყო :D ფინალი მართლა მაგარი იყო :D
3. გამაღიმა ანუ:) გამაღიმა ანუ:)
2. გულწრფელი ნაწერია. ფინალმა გამაღმა:) გულწრფელი ნაწერია. ფინალმა გამაღმა:)
1. დიაგნოზი ;ნევროზის მწვავე ფორმა , ისტერიამდე მისული. იყიდე საათი დროზე და მოგეშვება.:) დიაგნოზი ;ნევროზის მწვავე ფორმა , ისტერიამდე მისული. იყიდე საათი დროზე და მოგეშვება.:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|