-ქუჩაში კევის გაბერვა და ხმამაღალი სიცილი არ შეიძლება,ვუთხარი ელენეს და ქერა თავზე ხელი დავადე. -რატომ?მკითხა სრულიად ბავშვურად -არ ვიცი,მეც ასე მასწავლა ბებიაშენმა. -სემიჩკის ჭამა? -მაგას მზესუმზირა ჰქვია და არც ეგ შეიძლება. -სახლში? არც სახლში.! -აბა რატომ მოიგონეს სემიჩკა მზესუმზირა? -ცოტახანი გაჩუმდი რა?შევევედრე და თლილი თხელი თითები ხელში მოვიქციე...საბა ჩუმად მომყვებოდა,ისე იყო ნაყინის ჭამით გართული,რომ ჩვენი ინტერვიუდან არც არაფერი გაუგია. -დე მარტი ხომ გაზაფხულია,რატომ ცივა? აღარ ვუპასუხე...ვფიქრობდი ამ დროს:ფინანსურ კრიზისზე,"ყაზტრანსგაზისა" და "თელასის"დაუნდობლობაზე,საბას გლანდებზე და ელენეს კარიესსზე. --დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა. -კი გაჭყლიტავს..თასმა შეიკარი თორემ წაიქცევი. -ლო ალ ვიცი? -მაშინ არ შეიკრა...არც შემიხედავს ისე ვუპასუხე. -დე ჰამბურგერი მიყიდე რაა?ყელი გამოიღადრა გოგომ. -ქუჩაში ჭამა არ შეიძლება ელენე!ავუწიე ტონს. -ამერიკაში რომ ჭამენ?-არ მომეშვა -აუუ ჰამელიკაში ცავიდეთ ლა კვანცბო უნდა გავიცნო,აუ დე ლოდის წავალთ? -მალე.-მოვიშორე საბა.... -მე ლიფტსი ალ სემოვალ! -შენ რა კაცი ხარ ლიფტის გეშინია. -დე უთხალი გაჩუმდეს თოლემ თმას დავაგლიჯებ! -აბა გაბედე და გოგოს ხელი დაარტყი!,გავამკაცრე ტონი და თითქმის წიხლით შევტენე ლიფტში. იქიდან ორივე ატირებული გამოვიყვანე,რადგან ისე მოულოდნელად შეაფრინდნენ ერთმანეთს თმაში,სანამ გონზე მოსვლა და გაშველება მოვასწარი,სისხლები სდიოდათ.მათთან ერთად მეც ავტირდი,მამამ კი მშვიდად გაგვიღო კარი და ტელევიზორს დაუბუნდა ლუდით ხელში,მხოლოდ გაეცინა,იცოდა რაც მოხდებოდა...მხოლოდ მე მითხრა მეათასედ-შენ რაღა გატირებს ამხელა ქალი ხარო.. მე არ მიყვარს რომ ჩხუბობენ ჩემი შვილები... დილით: -ელენე გაიღვიძე ცხრა დაიწყო. -აუ დე მუცელი მტკივაა... -რაა?წამოხტა მამა დაფეთებული. -დამშვიდდი ბუნება აქვს დღეს. -ააა...მშვიდად დაიფარა ბალიში თავზე. -ელენეს არ არგო მუცლის ტკივილმა,ბუნენის გაკვეთილის დღეს სულ მუცელი სტკივა,არ უყვარს ბუნების გაკვეთილი...მაინც ადგა. -დეე საბამ რეიტუზი ისევ უკუღმა ჩაიცვაა -მოკეტე გოგო თოლემ დაგაგლიჯებ თმებს,გაცხარდა საბა -აბა გაბედე და გოგოს ხელი დაადე -ავწივლდი და გაწეწილი შევარდი ბავშვების ოთახში. იქ კი ისეთი ლამაზი ოთხი თვალი,დაწითლებული ლოყები,გაბერილი ტუჩები და პატარა ტიტლიკანა ფეხები მხვდება,რომ უცებ ვმშვიდდები და სამტროდ შესულს გული სიხარულით და სიყვარულით მევსება.... -ყავა მომიდუღეე ,-იძახის ქმარი. -ბავშვებს გავაცილებ და მერე,-ვპასუხობ,მაგრამ მაინც სამზარეულოში გავდივარ ყავისთვის... -კბილები გაიხეხეთ და ლოცვა წაიკითხეთ!ტექსტს არასოდეს ცვლის მამა...ლოცვას ყოველთვის სადარბაზოში იწყებენ და მარკეტთან დამასრულებელ პირჯვარს იწერენ...აქ ხელიხელჩაკიდულები მიდიან,ამ დროს ერთმანეთი ჰყავთ მარტო და ზრუნავენ:და ძმაზე და ძმა დაზე...ერთმანეთის ჩანთებიც დააქვთ და ფუნთუშასაც არ მიირთმევენ უერთმანეთოდ..მე კი მეოთხე სართულიდან ვუყურებ როგორ გაზრდილან ჩემი შვილები და თვალებით ვსახავ პირჯვარს..........2008
ვუძღვნი ყველა და-ძმას...ხუთი წუთით ხომ მაინც გაგახსენდათ ბავშვობა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. თბილია და სხარტი, თხრობის სისადავით გამოირჩევა და რაც მთავარია, მისი უსაყვარლესობა - ბავშვობა კარგად არის მოტანილი... მომეწონა! პატარ-პატარა შენიშვნები მაქვს, პუნქტუაციასთან დაკავშირებით, მაგ. "ბუნება აქვს დღეს" -ბუნება- სჯობს ბრჭყალებში ჩასვა. ეს ჩანახატი იმდენად კარგია, რომ პუნქტუაციის ნაკლებობა უმნიშვნელოდ გეჩვენება... 55 თბილია და სხარტი, თხრობის სისადავით გამოირჩევა და რაც მთავარია, მისი უსაყვარლესობა - ბავშვობა კარგად არის მოტანილი... მომეწონა! პატარ-პატარა შენიშვნები მაქვს, პუნქტუაციასთან დაკავშირებით, მაგ. "ბუნება აქვს დღეს" -ბუნება- სჯობს ბრჭყალებში ჩასვა. ეს ჩანახატი იმდენად კარგია, რომ პუნქტუაციის ნაკლებობა უმნიშვნელოდ გეჩვენება... 55
31. კარგი გადმოცემის სტილი გაქვს :) ყვები ისტორიას და ისე ბუნებრივად და თავისუფლად გამოგდის ეს თხრობა, რომ დაუჯერებელი რამ რომ თქვა, ისიც დამაჯერებელი იქნება :)
მშვიდობიანი ღამე :)
პატივისცემით, განდი. არწივი. კარგი გადმოცემის სტილი გაქვს :) ყვები ისტორიას და ისე ბუნებრივად და თავისუფლად გამოგდის ეს თხრობა, რომ დაუჯერებელი რამ რომ თქვა, ისიც დამაჯერებელი იქნება :)
მშვიდობიანი ღამე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
30. "--დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა." რა კარგია! ულამაზესი! უთბილესი! საოცარი! წავიღე ეს ჩემ კომპში შესანახად, რომ მერეც ბეეევრჯერ, ბევრჯერ წავიკითხო :) ერთს ვიტყვი მაინც: "სისხლები სდიოდათ" არ მომეწონა. შეიძლება ტექსტს უხდება, მაგრამ მაინც უხეში შეცდომაა... წარმატებები, ავტორო! კარგი ხარ! +5 "--დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა." რა კარგია! ულამაზესი! უთბილესი! საოცარი! წავიღე ეს ჩემ კომპში შესანახად, რომ მერეც ბეეევრჯერ, ბევრჯერ წავიკითხო :) ერთს ვიტყვი მაინც: "სისხლები სდიოდათ" არ მომეწონა. შეიძლება ტექსტს უხდება, მაგრამ მაინც უხეში შეცდომაა... წარმატებები, ავტორო! კარგი ხარ! +5
27. ლოცვის მადლი შეგეწიოთ:))) ლოცვის მადლი შეგეწიოთ:)))
26. კი,მე და ჩემი დაც ამ დღეში ვიყავით ხოლმე:) კი,მე და ჩემი დაც ამ დღეში ვიყავით ხოლმე:)
25. კი,მე და ჩემი დაც ამ დრეში ვიყავით ხოლმე:) კი,მე და ჩემი დაც ამ დრეში ვიყავით ხოლმე:)
24. ცოტნე წადი ცივი წყალი გადაივლე მამა ეხლა.. ემოციებში ხარ ,აჯიტირებული და აღტკინებული ხარ ძაან.. ცოტნე წადი ცივი წყალი გადაივლე მამა ეხლა.. ემოციებში ხარ ,აჯიტირებული და აღტკინებული ხარ ძაან..
23. კი არ გავბავშვდი, გავშტერდი, ძალიან მაგარიაააააააააააააააააააააააააა!!:):):):):):):):) კი არ გავბავშვდი, გავშტერდი, ძალიან მაგარიაააააააააააააააააააააააააა!!:):):):):):):):)
22. აუუუუუუუუუუუუუუუუუუ, მაგარი ხარ, ეეეეე:):):):):):):):):):):):):):):):):) აუუუუუუუუუუუუუუუუუუ, მაგარი ხარ, ეეეეე:):):):):):):):):):):):):):):):):)
21. ლამაზია ძალიან. +5 ლამაზია ძალიან. +5
20. -დე მარტი ხომ გაზაფხულია,რატომ ცივა? მომანატრა ეს გაზაფხულის სიცივე :-* -დე მარტი ხომ გაზაფხულია,რატომ ცივა? მომანატრა ეს გაზაფხულის სიცივე :-*
19. დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა. =)) გამახსენდა...ბაღში რომ დავDიოდით და მერე სახლში ვიპარებოდი:D ჩემი გიო:-* დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა. =)) გამახსენდა...ბაღში რომ დავDიოდით და მერე სახლში ვიპარებოდი:D ჩემი გიო:-*
18. ნეტა რატომ არ ვიცოდი?დამალული გქონდა ჩემგან? ნეტა რატომ არ ვიცოდი?დამალული გქონდა ჩემგან?
17. უმშვენიერესი პაწაწინა ჩანახატი. მართლაც დავბრუნდი ბავშობაში, თუმცა მარტოკამ. დედისერთა ვარ. ძალიან,ძალიან ვიხალისე!!! თავად კი ორი მყავს!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!! უმშვენიერესი პაწაწინა ჩანახატი. მართლაც დავბრუნდი ბავშობაში, თუმცა მარტოკამ. დედისერთა ვარ. ძალიან,ძალიან ვიხალისე!!! თავად კი ორი მყავს!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!!
16. ძალიან ...ძალიან...ძალიან..... უმშვენიერესი ჩანახატია........ :):):) ძალიან ...ძალიან...ძალიან..... უმშვენიერესი ჩანახატია........ :):):)
15. ჭა...დიდი მადლობა,მიხარია რომ მოგწონთ ჭა...დიდი მადლობა,მიხარია რომ მოგწონთ
14. მადლობა ცირა,სევეცდები გამოვასწორო...გაიხარე,ღმერთმა კარგად გიმყოფოს შვილები მადლობა ცირა,სევეცდები გამოვასწორო...გაიხარე,ღმერთმა კარგად გიმყოფოს შვილები
13. გენაცვალეეეე!!!! მაგრად მომეწონა...5555555
იქიდან ორივე ატირებული გამოვიყვანე,რადგან ისე მოულოდნელად შეაფრინდნენ ერთმანეთს თმაში,სანამ გონზე მოსვლა და გაშველება მოვასწარი,სისხლები სდიოდათ.მათთან ერთად მეც ავტირდი, გენაცვალეეეე!!!! მაგრად მომეწონა...5555555
იქიდან ორივე ატირებული გამოვიყვანე,რადგან ისე მოულოდნელად შეაფრინდნენ ერთმანეთს თმაში,სანამ გონზე მოსვლა და გაშველება მოვასწარი,სისხლები სდიოდათ.მათთან ერთად მეც ავტირდი,
12. .ხუთი წუთით ხომ მაინც გაგახსენდათ ბავშვობა
კი, გამახსენდა. ოღონდ ჩემი არა, ჩემი შვილების. ახლა ისინი დიდი გოგონები არიან, 19 და 16.
ძალიან თბილი ჩანახატია. გაიხარე. ცოტა პუნქტუაციას მიაქციე ყურადღება. ეს შენიშვნა არ იწყინო. საკუთარ თავსაც მუდამ მსგავს 'ცოდვებში' ვიჭერ. წარმატებები, წარმატებები და კიდევ ერთხელ წარმატებები :) .ხუთი წუთით ხომ მაინც გაგახსენდათ ბავშვობა
კი, გამახსენდა. ოღონდ ჩემი არა, ჩემი შვილების. ახლა ისინი დიდი გოგონები არიან, 19 და 16.
ძალიან თბილი ჩანახატია. გაიხარე. ცოტა პუნქტუაციას მიაქციე ყურადღება. ეს შენიშვნა არ იწყინო. საკუთარ თავსაც მუდამ მსგავს `ცოდვებში` ვიჭერ. წარმატებები, წარმატებები და კიდევ ერთხელ წარმატებები :)
11. მე ჩემი შვილები მახსენებენ ბავშვობას,მართლაც რა ძალიან მენატრება...გაიხარეთ თბილი სიტყვებისთვის მე ჩემი შვილები მახსენებენ ბავშვობას,მართლაც რა ძალიან მენატრება...გაიხარეთ თბილი სიტყვებისთვის
10. ტკბილია ! 5:-) ტკბილია ! 5:-)
9. გაიხარე. მართლა გაიხარე. იმდენი რამე გამახსენდა...ააა მაგარი ბავშვობა :)
გაიხარე. მართლა გაიხარე. იმდენი რამე გამახსენდა...ააა მაგარი ბავშვობა :)
7. დამასევდიანეთ და ის მომანდომეთ რასაც ყოველთვის ვნატრობდი :) დამასევდიანეთ და ის მომანდომეთ რასაც ყოველთვის ვნატრობდი :)
6. ცოტა ხნით თუ გაგახსენეთ ის,რაც არასოდეს მეორდება ჩვენში,ბედნიერი ვარ...სიყვარულები ბევლები...თქვენთვის ცოტა ხნით თუ გაგახსენეთ ის,რაც არასოდეს მეორდება ჩვენში,ბედნიერი ვარ...სიყვარულები ბევლები...თქვენთვის
5. კი, გამახსენდა ბავშვობა და კიდევ ის ჩემს ბიჭებს, რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი....:) კი, გამახსენდა ბავშვობა და კიდევ ის ჩემს ბიჭებს, რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი....:)
4. ძალიან მომეწონა..აი,ძალიან:)
გეამბორე ხელზე...ძალიან კარგი ხარ:) ძალიან მომეწონა..აი,ძალიან:)
გეამბორე ხელზე...ძალიან კარგი ხარ:)
2. :))) ძალიან ლამაზი იყო მომეწონააააააააააააა მეც მინდა რაგაც დავწერო ბავშვობაზე , მაგრამ რაც წავიკითხე გამამხიარულა გაიხარეეეეეეეეე 5 5 5 5 5 :))) ძალიან ლამაზი იყო მომეწონააააააააააააა მეც მინდა რაგაც დავწერო ბავშვობაზე , მაგრამ რაც წავიკითხე გამამხიარულა გაიხარეეეეეეეეე 5 5 5 5 5
1. აუუუ კიიიი. 5 აუუუ კიიიი. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|