| ავტორი: სურამელი ჟანრი: პოეზია 29 ივლისი, 2009 |
ჩემო მუზების დედოფალო, მომეცი ძალა, ბოლომდე გავძლო ამ მიწაზე,არ ჩამომცილდე, რა ავირჩიო თუ სიცოცხლემ კენჭი მიყარა, შევაკლა თავი ცხოვრებას, თუ ბედს დავმორჩილდე.
სხვისი არ ვიცი,ჩემსას ვიტყვი,სიკვდილ მიჯობს, დღეში ათასჯერ გულისა და გონების მოკვლას, შენ ვერ გამიგებ,სიბრალული უსაზღვრო მიპყრობს, ფილოსოფიით რომ ცდილობენ ლაჩრობის მორთვას.
და თავის მოკვლის გიჟურ ლტოლვას ვერ გავურბივარ, არა აქვს აზრი ქვეყანაზე რამე ამტკიცო, სიკვდილ-სიცოცხლევ,ერთურთისგან წუთს გაუყვიხარ, თუ ცოცხალი ხარ სულ სიცოცხლე უნდა ადიდო
მაგრამ ბოლომდე უნდა იგრძნო სიცოცხლის ფასი, თუმცა ვერ იგრძნობ თუ სიკვდილის ფასიც არ იცი, მინდა ვიცოდე,დედოფალო მომეცი თასი ცხოვრების შხამით სავსე, გარბის დრო და არ იცდის.
არ მაგრძნობინო,სიყვარული არ მაგრძნობინო, თორემ გატკბება მზისქვეშ შენი თვალების ცქერა, ბედნიერებით გონება არ დამათრობინო, გამიძნელდება მერე სხვაგვარ ჰანგზე სიმრერა.
მე უნდა მივკვდე,რომ ვიცოცხლო,დამწყევლეს ასე, შენ არ იდარდო,ბრალი არ გაქვს არსიყვარულით, ულამაზესო,შენი სახე მე ძალით მავსებს, ჩემი სიკვდილით არ ატყდება ვიცი ხმაური.
ჩემო მუზების დედოფალო,ნუ დამწუხრდები, მერე რა მოხდა თუ ვცოცხლობთ და მიველტვით შორეთს, დრო სხვას მოიტანს,შენ შვილთაგან დაიტვირთები, ჩემთვის არა აქვს აზრი ჩავყვე ცხოვრების მორევს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. თუ ცოცხალი ხარ სულ სიცოცხლე უნდა ადიდო
ხო.
მე მომეწონა
თუ ცოცხალი ხარ სულ სიცოცხლე უნდა ადიდო
ხო.
მე მომეწონა
5. ჩემო კარგო სურამელო! წინა ლექსი ბევრს მოგვეწონა. ეს კი ლექსი არ არის. ლექსი და პოეზია ხატოვანი აზროვნებითა და მეტყველებით იქმნება და არა ქვაზიფილოსოფიური ღადაობით, აქ არ არის არცერთი მხატვრული ატრიბუტი ლექსისა: არც მხატვრული შედარება, არც მეტაფორა... ბოლო-ბოლო რითმებშიც ვკოჭლობთ ორივე ფეხით... ჩემო კარგო სურამელო! წინა ლექსი ბევრს მოგვეწონა. ეს კი ლექსი არ არის. ლექსი და პოეზია ხატოვანი აზროვნებითა და მეტყველებით იქმნება და არა ქვაზიფილოსოფიური ღადაობით, აქ არ არის არცერთი მხატვრული ატრიბუტი ლექსისა: არც მხატვრული შედარება, არც მეტაფორა... ბოლო-ბოლო რითმებშიც ვკოჭლობთ ორივე ფეხით...
4. ალაგა-ალაგ კარგი ფრაზებია მაგრამ მთლიანობაში შეუკრავის შთაბეჭდილებასავით დამრჩა
ფილოსოფიური აზრების კრებულივითაა
იყოს 4 ქულა ალაგა-ალაგ კარგი ფრაზებია მაგრამ მთლიანობაში შეუკრავის შთაბეჭდილებასავით დამრჩა
ფილოსოფიური აზრების კრებულივითაა
იყოს 4 ქულა
3. shevakla tavi cxovrebas, tu beds davmorchilde......-beds damorchilebuli kaci shebralebis garda ras imsaxurebs xo ici?! gaagrdzele... shevakla tavi cxovrebas, tu beds davmorchilde......-beds damorchilebuli kaci shebralebis garda ras imsaxurebs xo ici?! gaagrdzele...
2. მომწონს სურამელო, ძალიან მომწონს მომწონს სურამელო, ძალიან მომწონს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|