ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2009


ი დ ე ა ლ ი (ყველა ლამაზ მანდილოსანს ურაკელების ჩათვლით)

თვალები ბროლის,გიშრის წარბები,
შინდისფერ ტუჩებს დავეხარბები...

გული სიყვარულს შენსას დამწამებს,
ვერ შეგიფასებ მაგ შავ წამწამებს...

მზერა მწველი და სიცოცხლით სავსე,
არ მახსოვს ბოლოს რას მივამსგავსე...

ლოყებს გიმშვენებს ნიკაპის ბოლო,
ხასხასა,ტკბილი,როგორც თვით ჟოლო...

თმები ფაფუკი,შლილი,ხვეული,
ბრწყინვალებას და ხსნას მიჩვეული...

მოღერებული,ცოცაბო ყელი,
სწორედ ამიტომ გგავს ნაზი შველი..

ნათელი შუბლი,გშვენის ყურები
შენს ფიქრებს მუდამ ვემსახურები...

ცხვირი ასრულებს,გიხატავს სახეს
მსგავსი მშვენება ჯერ ვერსად ნახეს...

ტანი წერწეტი,ლარი და სარო,
შე მზის და მთვარის,ცის შესადარო...

მაბნევს სიწმინდე სპეტაკი მკერდის...
წელი სულ იხდენს უბრალო მერდინს!

უნაკლოდ თლილი,თბილი ხელები,
ალერსის ძალით სულ დამღლელები...

მარდი და სუსტი,ირმის ფეხები,
არა,ამ სხეულს ვერ შევეხები...

ალალი,სუფთა გული და სული,
ნეტავი ვისი ხარ შენ ასული...

გული ამდენი ოცნებით დათვრა,
მჯერა არ არის ეს მხოლოდ ნატვრა...

სათქმელი სიტყვა უკვე არ დარჩა
და გაეცვითა ამ ლექსსაც ფარჩა...

აი,როგორი მსურს,იყოს ქალი,
ეს მხოლოდ ჩემთვის,ვით იდეალი...



                                                                      7.12.08

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები