ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2009


ბაბუაწვერა

შემიყვარეო... მტკივნეულ პასუხს
დასტაქარივით შორიდან ვუვლი:
"ბაბუაწვერას ფიფქების მსგავსად
სულის შებერვით... სხვას გაჰყვა გული!
ვერ შემაჩერებ... ნუთუ მიზეზად
გაბრწყინებული მზერა არ კმარა?
ისე სხვადასხვა გზები გვაქვს ბედად,
როგორც ჯვარსა და ნახევარმთვარეს..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები